x
მეტი
  • 13.08.2020
  • სტატია:102492
  • ვიდეო:347285
  • სურათი:466410
6 ნივთი რომელიც ქალებმა გამოიგონეს, თუმცა დღეს მამაკაცები უფრო გამოიყენებენ
image


ცირკულარული ხერხი


მამაკაცისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება ის, რომ ცირკულარული ხერხი ქალმა გამოიგონა. ეს მოხდა 1810 წელს, როდესაც Sarah "Tabitha" Babbitt"- ი აკვირდებოდა ხელის ხერხით მორების ხერხვის პროცესს და შეამჩნია, რომ მორი მხოლოდ წინ მოძრაობისას იხევა, ენერგია კი საპირისპირო მოძრაობისას ტყუილად იხარჯება. სწორედ მაშინ დაიწყო Babbitt -მა ცირკულარული ხერხის პროტოტიპზე მუშაობა. საინტერესოა, რომ მან უარი თქვა პატენტის გაფორმებაზე, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა პროტესტანტული საზოგადოების მცნებებს, რომელთა წევრიც იყო ეს ქალი.


image



image


თოვლსამწმენდი მანქანა


აი მდივანი სინტია ვესტოვერი ალბათ სისუფთავის დიდი მოყვარული იყო. ამიტომ გადაწყვიტა, რომ სისუფთავე საჭირო იყო არამხოლოდ სახლში, არამედ ქუჩაშიც. ზამთარშიც კი, როდესაც გზები გავსებულია თოვლით. 1892 წელს ის თოვლსამწმენდ მანქანაზე მუშაობას შეუდგა.


საქარე მინის გამწმენდი


ამერიკელ მერი ანდერსონს 1903 წელის ზამთარში ტროლეიბუსით მოუხდა მგზავრობა ნიუ – იორკის გავლით. სავარაუდოთ ქალს ძალიან შესცივდა, რადგან საქარე ფანჯარა ღია აღმოჩნდა: ძლიერი თოვა იყო და მძღოლს ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოუხდა, ხილვადობის გასუნჯობესებლად. მერი ანდერსონი დაინტერესდა - შესაძლებელია თუ არა რაიმე მოწყობილობის მოფიქრება, რომელიც შუშის გაწმენდის საშუალებას მოგვცემდა სალონის დატოვების გარეშე. მალე მან დააპატენტა მოწყობილობა, სახელწოდებით "wipers" (საქარე მინის მინასაწმენდის ბერკეტზე მიმაგრებული ნაწილი) იმ დროისთვის ის მექანიკური იყო - ბერკეტის დახმარებით მძღოლს შეეძლო სალონიდან გადმოუსვლელად გადაეწმინდა თოვლი საქარე მინაზე.


image


კევლარის ქსოვილი


კევლარის ქსოვილის გამოგონებამ ბევრი ჯარისკაცისა და სამართალდამცავის სიცოცხლე იხსნა. კევლარი ფოლადზე გაცილებით ძლიერია და მსუბუქიც. ამიტომაც გამოიყენება ჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების დამზადებისას. მასზე ამერიკელი სტეფანი კვოლეკი მუშაობდა. მის გამოგონებებს პოლიმერების სფეროში მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. კევლარი პირველად 1964 წელს შეიქმნა. თავად კოვლეკმა ჩათვალა, რომ იგი გამოყენებული იქნებოდა მანქანის გამძლე საბურავების დასამზადებლად და არც კი სურდა მოსმენა სამხედროებთან თანამშრომლობის შესახებ. მაგრამ კევლარი ფართოდ გამოიყენეს დამცავი აღწურვილობის წარმოებაში, მისი თანხმობის გარეშეც.


image


სახანძრო კიბე


მეხანძრეობა რთული, მამაკაცითვის განკუთვნილი პროფესიაა.მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში კანონით იკრძალება ქალების მეხანძრეთა რიგებში მიღება. მაგრამ სახანძრო კიბე, რომელიც შენობის გარედან მაგრდება გამოგონილია ქალის მიერ. 1887 წელს, ვინმე ანა კონელი მივიდა ერთ-ერთ ამერიკულ საპატენტო ბიუროში და შესთავაზე მეზობელი შენობების რკინის ხიდებით დაკავშირება, რომელთა მეშვეობითაც მეხანძრეები შეძლებდნენ სწრაფად მისულიყვნენ ხანძრის კერასთან, მცხოვრებლებს კი საშუალება ექნებოდათ სწრაფად გადაადგილებულიყნენ უსაფრთხო ადგილზე. მოგვიანებით, ხიდები შეიცვალა ღია კიბეებით, რომლებიც დღესაც გამოიყენება.


image


ავტომობილის მაყუჩი


ამბობენ, რომ ავტომობილის მაყუჩი 1917 წელს დოლორეს ელ ჯონსმა გამოიგონა. მისი წყალობით სამყარო ცოტათი წყნარი გადა, პირველი ავტომობილები საშინელ ხმებს გამოსცემდნენ. ალბათ, ქალბატონი ჯონსი ძალიან ღიზიანდებოდა, ამიტომ მან გადაწყვიტა ავტომობილების დახვეწა, რომელსაც მამაკაცების უმრავლესობა მართავდა. მართალია ამან ძლიერ იმოქმედა ძლიერი სქესის წარმომადგენელთა სიამაყეზე. ბევრი მათგანი ამტკიცებს, რომ პირველი მაყუჩები გაცილებით ადრე გამოჩნდა, მე -19 საუკუნის ბოლოს. ელ ჯონსის ყოველგვარი ჩარევის გარეშე.



0
200
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0