x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
აგრესიული ქცევა მოსწავლეებში
აგრესიული ქცევა მიზნად ისახავს სხვა ადამიანისადმი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენებას. ფიზიკური აგრესიის დროს ქცევამ შეიძლება სხეულის დაზიანება გამოიწვიოს. იგი უფრო ხშირია ბიჭებში. ურთიერთობაში გამოხატული აგრესია კი მოიცავს ყველა ქმედებას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მეგობრობაზე და სხვა ურთიერთობებზე და უფრო ხშირია გოგონებში.

ფსიქოლოგები აგრესიული მოსწავლეების ორ ჯგუფს გამოყოფენ: მოსწავლეები რომლებიც განზრახ ჩადიან ამგვარ ქცევას, რათა სასურველ მიზანს მიაღწიონ და მოსწავლეები, რომლებიც აგრესიულ ქმედებას ძირითადად პროვოკაციის, გამოწვევის და გაბრაზების საპასუხოდ მიმართავენ. განზრახ აგრესიული მოსწავლეებს უჭირთ მეგობრული ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება. ისინი მუდმივად ჩაგრავენ თანატოლებს. აგრესიული მოსწავლეების მსხვერპლნი ძირითადად არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც არ არიან თავდაჯერებულნი და არ ჰყავთ მეგობრები.

ზოგიერთ ბავშვს და მოზარდს აგრესიისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვს. ზოგი კი ნერვოლოგიური დაზიანების შედეგად არიან აგრესიულები. ბავშვებში აგრესიის აღმოცენებას ხელსუწყობს გარემო. ბევრი აგრესიული მოსწავლე არასტაბილურ პირობებში ცხოვრობს. ოჯახში ეჩვევა კონფლიქტებს, მკაცრ სასჯელებს, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ცუდად მოპყრობას. აგრესიულ ქცევა ხშირდებ, როცა მოსწავლეები რეგულარულად ხედავენ ან ისმენენ ძალადობის მაგალითებს საზოგადოებასა თუ მედიაში. რეგულარულად უყურებენ ფილმებს ან თამაშობენ ვიდეო-თამაშებს, რომლებიც ძალადობის თემაზეა დაფუძნებული.

ბავშვებში აგრესიის განვითარებას გარკვეული კოგნიტური და მოტივაციური ფაქტორები უწყობს ხელს:

  • სამყაროს სხვა ადამიანის თვალით დანახვის უნარის ნაკლებობა- ამ დროს მოსწავლეებს არ შეუძლიათ სიტუაციის სხვა ადამიანის პოზიციიდან დანახვა. არ შეუძლიათ გაიგონ, თუ რას გრძნობს მათი მსხვრეპლი, არ შეუძლიათ იმ ბავშვის თანაგრძნობა, რომელსაც ჩაგრავენ.
  • სოციალური სიგნალების არასწორად ინტერპრეტაცია- აგრესიული მოსწავლეები სხვა ადამიანების ქმედების მიზანს ხშირად არასწორად იგებენ. ეს ხშირია იმ ბავშვებში, რომლებიც აგრესიით გამორჩეულ უბნებში ან ოჯახებში ცხოვრობენ.
  • ეგოისტური მიზნების სიჭარბე- მოსწავლეთა უმრავლესობისათვის მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება. აგრესიული მოსწავლეებისათვის კი უფრო ეგოისტური მიზნების პრიორიტეტული, მაგ: ავტორიტეტის შენარჩუნება, სამაგიეროს გადახდა ან ძალაუფლების მოპოვება.
  • სოციალური პრობლემების გადაჭრის უნარის ნაკლებობა- აგრესიული ქცევის მქონე მოსწავლეებს არ გააჩნიათ მოლაპარაკებისა და კომპრომისზე წასვლის უნარი. ხშირად ისინი დარტყმას, ხელის კვრას, ჩხუბს და სხვა აგრესიულ ქმედებებს მიმართავენ პრობლემის მოსაგვარებლად.
  • რწმენა იმისა, რომ აგრესია მისაღები და ეფექტურია- აგრესიული მოსწავლეები თვლიან, რომ ძალადობა და აგრესიის სხვა ფორმები კონფლიქტის მოგვარების მისაღები გზებია. სჯერათ, რომ აგრესიული ქმედება დადებით შედეგს გამოიღებს.

მოსწავლეებს, რომლებიც აგრესიის ინიციატორნი და მსხვერპლნი არიან, პრობლემები ექმნებათ მომავალში. აგრესიის მსხვერპლი მოსწავლეები ხდებიან მშფოთვარენი და დეპრესიულნი. მათი აკადემიური მოსწრება უარესდება. დროთა განმავლობაში ეს ბავშვები ნაკლებად თავდაჯერებულნი ხდებიან და იწყებენ ფიქრს, რომ მათდამი აგრესიული დამოკიდებულების მიზეზი თვითონაა. მათ ეშინიათ შურისძიების და უფროსებს დახმარებას იშვიათად სთხოვენ. ისინი პესიმისტურად არიან გნწყობილნი მომავლისადმი და არ სჯერათ, რომ მათი მდგომარეობა გამოსწორდება.

აქტიური ზომების მიღება აუცილებელია აგრესიული მოსწავლეების მიმართაც. კონკრეტული სტრატეგიები იმაზეა დამოკიდებული, თუ რა არის აგრესიული ქცევის გამომწვევი მიზეზები. მოსწავლეებში აგრესიული ქცევის შემცირებაში მასწავლებლებს შემდეგი სტრატეგიები შეიძლება დაეხმაროს: წაახალისეთ მოსწავლეები, სიტუაცია სხვა ადამიანების პოზიციიდან დაინახონ, დაეხმარეთ მათ სოციალური სიტუაციის სწორად დანახვასა და გაგებაში, სთხოვეტ რომ სხვეებს დაეხმარონ და სხვა.

მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა მიიღონ აქტიური ზომები აგრესიული ქცევის წინააღმდეგ და აღარ უნდა დაუშვას ამგვარი ქცევების გამეორების ალბათობა მომავალში. მოსწავლეებს, რომლებიც ჩაგვრის ხშირი მსხვერპლნი არიან, მასწავლებლებისა და თანაკლასელების სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ.


0
52
შეფასება არ არის
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0