x
ადამიანის სიცოცხლისა და განვითარების ციკლი.ადამიანი ქვეყანას ევლინება,იზრდება,ცოცხლობს და ბოლოს კვდება...

ადამიანის სიცოცხლისა და განვითარების ციკლი ასეთია.ყოველ განვითარებასა და ზრდას კი თავისებური გამოცდილება მოაქვს.თავდაპირველად იბადება, ევლინება ამ სამყაროს, ირგვლივ არავის და არაფერს იცნობს.მისთვის ეს სამყარო უცნობი და ამავდროულად საშიშია, გამოუცდელი სადაც უცხო ადამიანების გარდა არავინაა.ნელ-ნელა სწავლობს გარემოს შესწავლასა და შეგუებას, ადამიანების მიღებასა და განცობას, მათთან ურთიერთობასა და სიყვარულს.ახელს თვალებს და აკვირდება გარშემომყოფებს, გადის თვეები უფრო იზრდება, ვითარდრბა, მეტი ესმის იწყებს ღიღინს, სწავლობს ტირილსა და ღიმილს.თუ როგორ მიიღოს კმაყოფილი და უკმაყოფილო სახე.იწყებს სიარულს, საუბარს და მჭიდრო კონტაქტს ოჯახის წევრებთან, ნელ-ნელა დამოუკიდებლად იკვებება, სწავლობს დამოუკიდებლად ცხოვრებას.სიყვარულსა და სითბოს არიგებს საყვარელ ადამიანებთან, მათ ასწავლის სიკეთეს და თუ როგორ უნდა იყვნენ ადამიანები ანგელოზები.ანგელოზობა კი ასეთივე პატარებისგან უნდა ისწავლონ.წლები გადის მიდის ბაღში, იჩენს მეგობრებს, სწავლობს დამოუკიდებლობას.შემდეგ ემატება წლები, მიდის ბაღიდან სკოლაში ე.ი განვითარების ერთი დიდი საფეხურიც გაიარა, სკოლაში იწყებს სერიოზული განათლების მიღებას და ყოველივე მნიშვნელოვანის შესწავლას.უსმენს მასწავლებლებს და მათგან იგებს საინტერესო ინფორმაციებს.ამთავრებს სკოლას შემდეგ მიდის უნივერსიტეტში იწყებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გამტკიცებას, იწყებს ბრძოლასა და შრომას მომავალი პროფესიისთვის.აქვს მიზანი რომელიც აუცულებლად უნდა აისრულოს და მომავალში ეს დიდ სიკეთედ გადაქცეული დახვდება...ამთავრებს უნივერსიტეტს და იღებს წოდებას ``უმაღლეს დამთავრებული``, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება და პროფესია, რომელიც მისი მომავალი და მთავარი საყრდენია.იწყებს მუშაობას შესაძლოა თავისივე განხრით ვერ იშოვოს დასაწყისში მაგრამ დაბალი თანამდებობიდან დაიწყებ შემდგომ კი მაღალზე ახვალ რადგან ასე მარტივად არ მოდის ყველაფერი, პატარა დეტალსაც კი შრომით და გაგებით თუ არ მოეპყარი მისგან არაფერი გამოვა.შრომობ, შრომობ მთელი დღეები და ერთ დღესაც ეს გიფასდება.აღწევ იმას რაც ოცნებად გქონდა.დგახარ მაღალ საფეხურზე და ხარ ის, ვინც გინდოდა ყოფილიყავი.განვითარებული, ნასწავლი, განათლებული ადამიანი ის, ხარ რაც ადრე იყავი რაც ახლა ხარ და ვინც მომავალში იქნები.არაფერი და არავინ შეგცვლის, ისიც კი ვერაფერს გიზამს რომ ახლა სხვა, უფრო მაღალი საფეხური გიკავია ამას არა აქვს მნიშვნელობა მთავარია ადამიანი იყო, გესმოდეს და უგებდე სხვას. შემდეგ კი ყველაფერი მეორეხასისხოვანია საკუთარი თავი არ უნდა დაკარგო იმ წამს როცა კი მიზანს მიაღწევ, მთელი ცხოვრება ის უნდა იყო ვინც დასაწყისში იყავი, ისევ დაბალ საფეხურზე უნდა იდგე სულიერად და თვამდაბლობა არასდროს დაივიწყო აი, მაშინ იქნება შენი შრომა დაფასებული.image
ჩვენთვითონვე ვიქმნით ისეთ მომავალს როგორის ღირსნიც ვართ.და მერე ადამიანის ცხოვრებაში მომავალი რამხელა როლს თამაშობს? თუ არ გქონდა მშვიდი, უზრუნველი მომავალი განა ბედნიერი იქნები? საქმეც ამაშია, რომ არა და ჩვენვე ვირჩევთ იმას რისი ღირსნიც ვართ.ამაზე კი წარსულში ჩადენილი საქციელებიც დიდ გაცლენას ახდენს ადამიანების მომავალზე.

0
131
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0