x
image
სალომე ბეჟიტაშვილი
რომელია თქვენი საყვარელი ყვავილი?
imageყვავილი...ყველასათვის საყვარელი რამაა, რაღაც დიდ სიამოვნებასთან და მრავალფეროვნებასთან ასოცირდება რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ფერად და კაშკაშა ფერებს სძენს.გოგოებს განსაკუთრებულად საყვარელი ყვავილი გვაქვს და მაინც რომელია თქვენი საყვარელი ყვავილი ბოლოს კომენტარებში დაწერეთ.ჩემთვის, მაგალითად ყვავილი გაზაფხულთან ასოცირდება, გაზაფხული კი ძალიან ლამაზ და მშვენიერი, სურნელოვან დღეებთან როდესაც ბუნება იღვიძებს, ჩიტები ჭიკჭიკს იწყებენ, ბალახი მწვანდება, ხეები კვირტებს იკეთებენ და მდელოებზე მშვენივრად იშლებიან პაწუკა იები, გვირილები, ყაყაჩოები...პატარ-პატარა ბუჩქებიდან კი ჯადოსნური იისფერი ყვავილი იასამანი გვიმზერს და მისი არაჩვეულებრივი სურნელი რომელიც ყველაფერს მირჩევნია... ჩემს მეზობლად დგას იასამანი, შორიდანვე იფრქვევა ირგვლივ მისი საამო სურნელი და რაღაც არაამქვეყნიურ სამყაროში მამოგზაურებს.რაც შეეხება იას ჩემს ბაღში მწვანე ბალახზე პატარ-პატარა ღრმულები გაუკეთებიათ და მიწის ზემოთ ამოსულან იისფერი საოცრებები რომლებსაც ხელს შეახებ და ხელის გულზევე იჭყლიტება...ცოცხალ ბუნებასთან ურთიერთობას არაფერი ჯობს.ბედნიერებაა როდესაც ირგვლივ ბუნებას შენი ესმის და შენ კი ბუნების გესმის.ეს, რაღაც არაამქვეყნიური კონტაქტია ბუნებასა და ადამიანს შორის რომელიც ხშირად საოცარია ბევრისთვის კი წარმოუდგენელი ან უბრალო ზღაპარი.კონტაქტი ყვავილებთან, მათ ენაზე საუბარი და მათი მოვლა...მიყვარს ისინი, მათ ნიადაგს ხშირად ვატენიანებ, წყლის შხეფებით ვაცოცხლებ მათ ჩამომხარ ანდა მხრებჩამოშლილ ფოთლებს რომლებსაც რაღაც ზღაპრული სურვილები აქვთ.ვასუფთავებ მათ ნაწილებს რომელიც მტვრიანდება და მათ გარშემო ვხედავ ნელ-ნელა ახალ-ახალ კვირტებს მიხარია, რომ ისევ განაგრძნობენ სიცოცხლეს და ბრძოლას არსებობისთვის თქვენ წარმოიდგინეთ ყვავილი იმდენად ძლერია, რომ ბევრჯერ ჭკნება მაგრამ კვირტებს მაინც იკეთებს თავის სხეულს ანახლებს და აახალგაზრდავებს...მოდი ახლა ვნახოთ თქვენი საყვარელი ყვავილების შესახებ მოკლე ინფორმაცია თუ რამდენი სახეობა არსებობს:

1.ტიტა-ამ ყვავილის 140-სახეობა არსებობს, აქედან კი მხოლოდ 2-სახეობა საქართველოში ხარობს.ყვავილობს საშუალოდ 15 დღე

2.გვირილა-გვირილის 100მდე სახეობაა გავრცელებული ევროპას და აზიია ქვეყნებში.აქედან, საქართველოში 24-სახეობა ხარობს და 10-სახეობა კავკასიური ენდემია დანარჩენი კი 3-სახეობა საქართველოსი

3.ია-იის 500მდე სახეობაა გავრცელებული, საქართველოში კი 26-სახეობა


4.იასამანი-გავრცელებულია 30მდე სახეობა, აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაში.

5.ვარდი-ვარდის 400ველური სახეობაა ცნობილი, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.აქედან, 25-სახეობაა გავრცელებული საქართველოში რომლის სიმაღლე 15სმ დან 2მ-მდეა.

6.ყაყაჩო-100მდე სახეობაა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, 13სახეობა საქართველოში გვხვდება.

0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0