x
პოზიტივი სახელად გაზაფხული

გაზაფხული, ის დროა თუ სეზონი როცა ყველა და ყველაფერი სახეს იცვლის.ბნელი დღეები, ფერად დღეებად გარდიქცევა.გული რომელიც სიბოროტით სავსეა, მოლბება და სიკეთისკენ დაიწყებს სწრაფვას.ასეთია, გაფზახული შემოაქვს სილაღე, სიფერადე და ბედნიერება.დამწუხრებულ ადამიანსაც კი ასიამოვნებს თავის შემობრძანებით და გააღიმებს კიდეც.ამის გარდა, ყოველი დილა სხვანაირია.იღვიძებ, დარიანი და მზიანი ამინდია გარშემო ჩიტები დაფრინავენ და ჭიკჭიკებენ, რა საამოა ამ ჰანგების მოსმენა თითქოს ახალ გაღვიძებულს ისევ ძილბურანში გაბრუნებს.სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავ შემდეგ კი მზის მზრუნველ და თბილ სხივებს შეიგრძნობ სახეზე რომელიც გამცნობს, რომ დილა და გათენდა...ბალახიც, გამწვანებულა მეტიც ბიბინებს ბედნიერებისგან, რომ მისი ჯერიც დადგა შეუძლია ის მშვენიერი ყვავილის კვირტები გამოაჩინოს რომელსაც მთელი ზამთარი მალავდა ყინვას, რომ არ გაენადგურებინა...ზამთრისგან მოსპობილი ბუნება, სახეს იცვლის მწვანდება და მშვენდება, ჭრელ კაბას ირგებს და ბაღში ყვავილების მორწყვას იწყებს.ხეებსაც გაუკეთებიათ დიადი კვირტები, გაფერადებულა და შევსებულა თეთრი და ვარდისფერი ყვავილებით მათი ტანი, ხელები რომელიც ერთ დროს ტიტველი იყო და ფოთოლიც კი არ ჰქონდა შერჩენილი.აყვავების ჟამი დადგა, იმ აყვავების როცა ყველაფერი ფერადია.იმ აყვავების როცა უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად გამო'ზაფხულდა და არემარე მხიარულობს.დაივიწყეთ, ნეგატივი იფიქრეთ გაზაფხულზე, მის ფერად და თბილ დღეებზე.ნეგატივი სამწუხაროდ დღესდღეობით ბევრია ჩვენს ირგვლივ ამიტომ მოვიდა გაზაფხული, რომ ეს ნეგატივიც გადაფაროს და თავის სიყვარული შემოიტანოს.მოაფრქვიოს ირგვლივ თავის სურნელი რომელიც ყველა ჩვენთაგანმა უნდა შევიგრძნოთ, რომ რაღაც ცუდი შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში და რამე ახალით ცხოვრება დავიწყოთ.იცოდე და დაიმახსოვრე, საკუთარი თავის გარდა ვერავინ და ვერაფერი გაგაბედნიერებს.ამიტომ შეეცადე, რომ ფეხზე წამოდგე და გაზაფხულს ფეხი აუწყო შემდეგ თვითონ ცხოვრება დაგეხმარება წელში გამართვაში.ყველაფერი რთულად იწყება შემდეგ კი ნელ-ნელა მარტივდება...ცხოვრებაც რთულია მაგრამ რაღაც მომენტებში მარტივი.

პ.ს ახლა, კი დატკბით ამ მშვენიერი ფოტოებით.


imageimageimage


imageimage

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0