x
სიბერე დაიარება შორი ახლოს

imageimage

სიბერე? ეჰ, ჩვენც დავბერდებით ერთ დღეს და გვერქმევა ``მოხუცებული`` იმდენი ენერგია, აზროვნების უნარი კი აღარ გვექნება როგორც დღეს, ახლა ამ წუთას.აღარ ვიქნებით ისეთი ახალგაზრდები, შრომისუნარიანები მაგრამ ისევ პატარები ვიქნებით.როცა ბერდება ადამიანი ის, თავის წარსულს უბრუნდება ისევ ბავშვი ხდება, დიახ პატარა გულუბრყვილო, სუფთა გულით და სიკეთით სავსე რომლისთვისაც სიცოცხლე საჩუქარია.ვისაც ირგვლივ გარშემო ყველა უყვარს და მის თვალში ბოროტება არ არსებობს რა.ის, მხოლოდ სიკეთეს ხედავს და არაფერს სხვას მის გარდა.ცხოვრების რაღაც პერიოდში იყო პატარა, დაუცველი ბავშვი შემდეგ გაიზარდა, აღიზარდა ჩამოყალიბდა პიროვნებად მაგრამ დადგა დრო და მომენტი როცა წლებმა მოხვეჭა.გაიარა ნახევარი სიცოცხლე, ნახა ბევრი საინტერესო კარგი თუ ცუდი რამ.იყო უამრავი ფაქტის მომსწრე, გამოიარა ყველა ის დასამახსოვრებელი თუ ავით მოღვსილი დღეები მაგრამ ამისდამიუხედავად მან გაუძლო, შეძლო და დღემდე მოვიდა.ეს კი დასაფასებელია...მას ღმერთმა ასეთი სიცოცხლე აჩუქა, ყველას ხომ ჩვენი სიცოცხლე გვაქვს? ოღონდ არ ვიცით როდის დამთავრდება და ამაშია მუღამი იმის, რომ წინასწარ არ ვიცით რა იქნება, თუ როგორი მომავალი გვექნება ან ვინ ვიქნებით სამომავლოდ, რას გავაკეთებთ, ვიქნებით თუ არა ისევ ისეთები ეს არავინ არ იცის, მხოლოდ ღმერთმა იცის.ის, ზეციდან ფლობს სამყაროს და მის შემოგარენს ანუ ადამიანებს, ჩვენ რომლებსაც გაგვაჩნია უამრავი უნარი იმისა, რომ ამა თუ იმ სიტუაციას შევხდეთ მომზადებული ან მივიღოთ ის.როგორც სიბერე...მიდის სწრაფად წლები, დღეს 20-ის ხარ, ხვალ 50 ის იქნები, ზეგ 70ს გადასცილდრბი მაზეგ 80 საც მიუკაკუნებ ერთი კვირის შემდეგ კი მიხვდები იმას, რომ დიდი დრო გასულა, უკან იყურები და ხედავ, ხვდები იმას, რომ ცხოვრების ნახევარი გამოგივლია და რამდენი რამ გადაგხდენია თავს არადა რა გახსოვდს ახლა ამოტივტივდა თავში წარსულის ყველა მომენტი მაინც დარჩა წარსულის ნაკვალევი თითქოს ეს ლაქაა რომელიც არ მოგშორდება.ისეთი შეგრძნება გაქვს მორჩა, დამთავრდა არადა არ გინდა დასასრული ფიქრობ რომ ჯერ ძალიან ადრეა...``ნუთუ ასე მალე დავბერდი? ``ეკითხები საკუთარ თავს, პასუხი არც კი გაქვს ამ კითხვაზე თავს უცნაურად გრძნობ გრძნობები გიტევენ, წარსულის კვალი თავისას შვრება ძველ დროს მაინც გახსენებს შენ კი გიბრუნდება ხალისი იმისა, რომ განაგრძო არსებობა.ფიქრი, ხმამაღლაც კი ამბობ ჯერ ადრეა, ძალიან ადრეა თითქოს ახლა დაიწყო სიცოცხლის ათვლის წერტილი, იქამდე გაჩერებული იყო ახლა პირველად ჩავისუნთქე ჰაერი, პირველად დადგი მიწაზე ფეხი, პირველად წარმოსთქვი სიტყვა, დაიწყე საუბარი და ისეთი შეგრძნება გაქვს ახლა დიახ, ამ წუთას ამ წამს დაიბადე და აქამდე არ არსებობდი ჯერ პატარა ხარ, არ დაბერებულხარ სახეზე ნაოჭის ერთი მანიშნებელიც კი არ გაქვს.რადგან ამ წამს გაჩნდი, დედის მუცლიდან ამოგიყვანეს ჯერ თითო ხარ, წუთებს ითვლის შენი მოვლენა ამ ქვეყანაზე...თუმცა მერე გახსენდება, რომ ეს რეალობა არ არის, უფრო მეტიც რეალობასთან საერთიდ არაა კავშირში.რაღაც მომენტში თავი თოთო ბავშვი გგონია, მიდიხარ სარკესთან და უყურებ შენს თავს თუ როგორ შეცვლილხარ არც კი გჯერავს ამ გამოსახულების...სულ რაღაც გუშინ მაღალი იყავი, ტანგაშლილი, სუფთა სახით ნაოჭი არ გაგაჩნდა ახლა კი უყურებ, უყურებ და სხვა ვიღაც გიყურებს, მას არ იცნობ უცხოა შენთვის მაგრამ რეალურად ის, შენ ხარ.შენი სიბერეა გამოსახული, სხვა არ გეგონოს და არ მოტყუვდე.რას ვიზამთ თვით ცხოვრება ასეთი სწრაფი, რომ ჯერ კიდევ გუშინ მოავლენს ადამიანს ამ სამყაროში და ორ დღეში აბერებს...ახლა როგორ გამოიყურები? დადაბლდი, თმის ფერიც იცვალე სულ მთლად გაჭაღარავებულხარ, ხელები ამდენი მუშაობისგან ფორმაში არ არის, კანი გაუხეშებულა, ტანჯვისა და უზადო შრომის კვალი დასტყობია იმდენად უხეშია ხელსაც ვერ მოკიდებ თითები კანკალს არ აჩერებენ, თითქოს რაღაც მოძრაობებს აკეთებენ ან ცეკვავენო.ფრჩხილს ძველად მანიკური ამშვენებდა ახლა კი დაშავებულა ამდენი ჯაფისგან...სახე? სახეც ოდესღაც სხვაგვარი იყო, ხავერდოვანი, ნაზი ვარდისსურნელით გაჟღენთილი რბილი და ფაფუკი სუფთა, სულ სულ წმინდა სახის კანი ახლა კი სიბერემ თავისი ქნა, შეგიპყრო.დაგამჩნია თავისი კვალი კანი გაგიუხეშა, სახეზედ უამრავი ნაოჭი გაგიჩინა, ზურმუხტ ლალისფერში გარდამავალი თვალები მოსპო, თვალს სინათლე და თავისებური სიბრჭყვიალე მოსტაცა ახლა მხოლოდ ჩაცვენილ თვალებს თუ დაინხავ და დიდ დაღლას მოხუცის თვალებში.ასე ცვლის დრო ჯერ ცხოვრებას, შემდეგ კი ადამიანებს...იყო დრო, როცა იპრანჭებოდი ნაირ-ნაირ, ფერად-ფერად (ჭრელა-ჭრულა) კაბებს იკერავდი და იცმევდი შენზედ მშვენიერი და ლაღი არავინა მეგულებოდა რა.მსუბუქ მაკიაჟს იკეთებდი ოდნავი, პუდრი და ლოყების ბუნევრივად მოვარდისფროდ შეფაკვლა კისერზედ, ყურთა ქვეშ ვარდის სურნელოვან სუნამოს მიიპკურებდი, დალალებს გაიშლიდი, გვერდიგვერდ უბრალო შავ, წვრილ ``რევეძინკას`` გაიკეთებდი ღია ფერის თმას წინ, მხრებზედ გადმოიყრიდი და ბოლოს ტუჩზე შეუმჩნეველ ღია მოვარდისფრო ``პომადას`` წაისმევდი.დღესაც მოგინდა წარსულის გახსენება, ახალგაზრდობაში დაბრუნება და გამოპრანჭვა.ასეც მოიქეცი მაგრამ მიხვდი იმას, რომ სიბერეს არ სჭირდება დამალვა რომ სიბერე თვით წრფელი და ნამდვილია სინამდვილეს კი შენიღბვა არ სჭირდება.ინიღბება ის ვინც რაღაცას მალავს და არა ის ვინც თავიდან ბოლომდე ალალმართალია.სიბერე ეს ბავშვური მომენტია როცა ყველაფერი მოგწონს, გიხარია და ირგვლივ არემარე ფერადია.მეც დავბერდები, შენც დაბერდები, ისიც დაბერდება და ყველანი მოხუცები ვიქნებით ოღონდ ახლა არა, ჯერ არა მაგრამ რა ვიცი რა იქნება ხვალ იქნებ ასე მალე მოდის ჟამი სიბერისა? ვინ იცის, მოულოდნელია ამაოება.

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0