x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ინგლისური რომანტიზმი: ტბის სკოლის პოეტები

ინგლისური რომანტიზმის პირველი ეტაპი უმეტესად გავრცელებულია ტბის სკოლის სახელით. ეს ტერმინი გამოჩნდა 1800 წელს, როდესაც ერთ-ერთ ინგლისურ ლიტერატურულ ჟურნალში უილიამ ვორდსვორდი იყო გამოცხადებული, როგორც ტბის სკოლის მეთაური, ხოლო 1802 წელს კოლრიჯი და საზი ტბის სკოლის წევრებად გამოაცხადეს. ამ სამი პოეტის ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ინგლისის ჩრდილოეთ საგრაფოსთან, სადაც ბევრი ტბაა.

ვორდსვორდის, კოლრიჯისა და საზის ბედში ბევრი საერთო იყო. თავიდან სამივე ემხრობოდა ფრანგულ რევოლუციას, შემდეგ იაკობინელთა ტერორმა შეაშინა ისინი. ვორდსვორდი და საზი გახდნენ პოეტი-ლიტერატორები. თავიანთი ცხოვრების ბოლო წლებში ტბელებმა შესამჩნევად შეამცირეს შემოქმედებითი აქტივობა. შეწყვიტეს ლექსების წერა, და ზოგმა პოეზიას მიმართა, ზოგმა ფილოსოფიასა და რელიგიას, ზოგმა კი, პოეტის ცნობიერებით შემოქმედების გაგებას.

ამასთან, ტბის სკოლის წარმომადგენლების როლი ლიტერატურის ისტორიაში დიდია. მათ პირველმა ღიად განსაჯეს კლასიცისტური შემოქმედების პრინციპები, ტბელები მოითხოვდნენ პოეტისგან არა დიდი ისტორიული მოვლენებისა და ცნობილი, წარმატებული ადამიანების, არამედ მოკრძალებული მშრომელების ყოველდღიური ცხოვრების წარმოჩენას. ამავდროულად წარმოადგენდნენ სენტიმენტალიზმის გამგრძელებლებს. ვორდსვორდი, კოლრიჯი და საზი ადამიანის შინაგან სამყაროს წვდებოდნენ. მათ აღძრეს ინგლისელების ინტერესი შექსპირისა და ინგლისური რენესანსის მიმართ. მოუწოდეს ნაციონალური თვითცნობიერებისკენ. უნივერსალურ კლასიციზმს დაუპირისპირეს საკუთარი ინგლისური ისტორია და კულტურა. ახალი სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი იყო ფოლკლორის ფართო გამოყენება. ყოველდღიური ცხოვრებისა და შრომის ასახვამ, პოეზიის გაფართოებამ, პოეტური ენის გამდიდრებამ სალაპარაკო ლექსიკის შემოღების გზით და თავად პოეტური კონსტრუქციის გამარტივებამ პოეტური სტილი მიუახლოვა ყოველდღიურ მეტყველებას. დაეხმარა ვორდსვორდს, კოლრიჯსა და საზის უფრო ზუსტად ასახონ სინამდვილე.ტბის სკოლის პოეტები


1
337
1-ს მოსწონს
ავტორი:სირანუშ გასპარიანი
სირანუშ გასპარიანი
337
  
2020, 14 ივნისი, 0:58
????????????????????????
0 1 1