x
5-განსაკუთრებული ლიმონი.რომელს ირჩევ შენ?
imageერთი ამბავი უნდა მოგიყვე, რომელიც ძალიან დაგაინტერესდება და მეტიც ამით აღფრთოვანებული დარჩები.იცი, შენ კართან მიტოვებული ლიმონით სავსე კალათი და კიბეზე დაგორებული ხუთი ლიმონი ვიპოვე.რა ფერია იყო ლიმონი? ნუთუ ამას კითხვა უნდა? ლიმონი თავის ფერს არ ჰგავდა, სულ სხვაგვარი იყო, შორიდან ვერც კი გაარჩევდი ლიმონი იყო თუ არა.ხუთივე ერთმანეთისგან განსხვავებული, ამაღელვებელი და დამაფიქრებელი წარწერებით იყო სავსე.

პირველი ლიმონი გაცრეცილი ფერს მოგაგონებდათ მასზე ეწერა ``მინდა სიცოცხლე``

მეორე ლიმონი ფორთოხლისფერს წააგავდა წარწერით ``სიყვარულის ქარცეცხლში ვიწვი``

მესამე-ღია მოყვითალო ფერის წარწერით ``თუ მიმატოვებ, ეს იქნება დიდი შეცდომა``


მეოთხე-ბალახისფერში გარდამავალი ``ხელი არ გამიშვა``

და მეხუთე ლიმონისფერი ``მე, ადამიანი ვარ``

რა საინტერესოა არა? ხუთი განსხვავებული ლიმონი, არაორდინალური ფერის...ნუთუ შეიძლება ლიმონს ასეთი უცნაური ფერები ჰქონდეს? ან ასეთი დამაფიქრებელი წარწერა? და მაინც რომელს შეჭამდი? შენი აზრით, რომელი იქნებოდა ტკბილი, მწარე, მჟავე? დიახ, არსებობს მოტკბო, მომჟაო თავისთავად და მომწარო ლიმონი როგორც არსებობის ყოველდღიური რუტინა ყოველი დღე, ხომ რაღაცით მაინც განსხვავებულია? კალათშიც არის ლიმონი მაჰრამ ყურადღებას არ ვაქცევთ, რატომ? იმიტომ, რომ ერთნაირია და გგვონია, რომ ყველას ვიცნობთ, მისი გემო ვიცით მაგრამ რეალურად არც არაფერია ნათელი...მხოლოდ განსხვავებულს და ორიგინალურს ვანიჭებთ უპირატესობას, ასეთნი ვართ ჩვენ.გვინდა მუდამ რაღაც სხვა, ახალი, ფერადი ისეთი, რომ არავის და არაფერს გავდეს.მხოლოდ ერთი და განსაკუთრებული...აგერ, შენი ხუთი ლიმონი რომელიც ცხოვრების წამალია და თავიანთი დანიშნულება აქვს.აქედან შენ ირჩევ, შენივე ცხოვრების გზას თუ რომელს გაყვე, შენ აირჩევ საკუთარი პირითა და ხელებით.ახლა კი დააკომენტარე რომელს ირჩევ შენ?ყველა ლიმონს თავისებური დატვირთვა, მნიშვნელობა გააჩნია რომელსაც უნდა ჩაუღრმავდე და შენვე მიხვდე.ხუთი მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში, რომ უნდა იცოცხლო, გიყვარდეს, არ მიატოვო/არ მიგატოვოს, არ მოგატყუოს, ხელი არ გაგიშვას, განარჩიო ტყუილ მართალი, სიკეთე და სიბოროტე ბოლოს კი შეიგრძნო ის, რომ ხარ ადამიანი და ყოველი ლიმონი ჩვენ ვართ, სხვადასხვა ფერის.უცნაურნი ამის კი ჩვენთვითონაც გვიკვირს...რა იცი, იქნებ მოსულია ის ძირითადი ხუთი ლიმონი შენს კართან? კარგად მონადე, მანდ სადღაც ახლო მახლო იქნება..გამოცდა რომელიც ან ტკბილია ან მწარე და შენ ვერ დაგეგმავ.გაიხედე, კართან ლიმნებით სავსე კალათა გელის, ვიზუალით არ შეაფასო, გემოთი შეაფასე.

0
178
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0