x
წერილი სიყვარულს II-თავი

``●ყველასგან და ყველაფრისგან შორს.სიყვარულს და სითბოს მოშორებული.მაგრამ განშორებასაც ხომ თავისი მიზეზი აქვს?●``image

-მივიღე შენი წერილი გრაცია, როგორი სითბო და სიყვარული მაგრძნობინე მადლობა დაფასებისთვის და მხარში დგომისთვის.შენ, რომ არ მყავდე რა მეშველებოდა მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ყოველთვის ცოტათი აჭარბებ და ძალიან ბავშვური ხარ.28-წლის გოგო და ჩვილი ბავშვივით მოალერსე, მზრუნველი და გულჩვილი ხარ.გირჩევ, რომ ცოტა გაიზარდო და შენ ტოლებს დაეწიო მათ მიბაძო და მათგან ისწავლო.ადამიანებს ასე ნუ ენდობი, ან საერთოდ მე, რომ მენდობი იცი ვინ ვარ?---კარგი, ხო ვაღიარებ ისევ ჩემი უჩვეულო და უხეში იუმორი.რა გითხრა, ამდენი წელი ვერ ვისწავლე ვერაფერი და არც ჩემგან გამოდგება იუმორისტი, მაგრამ მე აქ ზედმეტი ვიქნებკი რადგან ცხოვრება თვით იუმორია.ეს ჩემი ვითომ იუმორი კი შენზეც აღარ მოქმედებს.რომ იცოდე გუშინ შენზე ვფიქრობდი ნეტავ აქ იყოს, ახლა ჩემს გვერდით თქო.გუშინ წერილი მოგწერე მაგრამ არ მიპასუხე, არც კი დაგირეკავს.ცოტაც და გავგიჟდებოდი ეს წერილი, რომ არ მოსულიყო ალბათ ამერიკიდან ჩამოვფრინდებოდი.ალბათ, შენ ასე გინდა ამიტომ იქცევი ასე.უკვე ვიცი შენი თამაშები.სხვა რა გითხრა? მენატრები უზომოდ, იმედი მაქვს, რომ მალე გნახავ და ჩაგეხუტები.ისე, როგორ მიდის შენი სამსახურის საქმეები? უფროსი როგორ ფორმაში გყავს, პრობლემებს ხომ არ დაეძებს ისევ? შეგიქმნის და იცი ჩემი ნომერი, წამში მოგვარდება საქმე.ამ თვის ამანათს გიგზავნი, დაახლოებით 2-კვირაში ჩამოვა.შიგნით შენი და ადას საჩუქრები დევს.ადას თოჯინა ვუყიდე, ვარდისფერთმიანი თვითონ როგორიხ უნდოდა...დანარჩენებსაც მოკითხვა...კარგი, წავედი რაღაც საქმეები მაქვს გკოცნი შორიდან გრაცია

-შენი ყოვლისშემძლე სიყვარული.არ დამივიწყო, ვიდეო ზარით დამირეკე ხოლმე რა და ადას უთხარი, რომ მამას ძალიან უყვარს და ენატრება.გადაეცი, რომ მალე ერთად ვიქნებით

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0