x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11 ივნისს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "მოპარული სიყვარული" გამოვა
image


"წიგ­ნის­თვის ფრა­ზებს ყველ­გან ვე­ძებ­დი, ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს და თან ამ ფრა­ზებს ფურ­ცლებ­ზე ვი­ნიშ­ნავ­დი. ასე გა­მო­ი­ცა "მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი", რო­მე­ლიც მა­შინ­ვე გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნე­ბის ათე­ულ­ში მოხ­ვდა"


გრძელ­დე­ბა პრო­ექ­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მკი­თხვე­ლი ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად პო­პუ­ლა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნებს მი­ი­ღებს. ეს პრო­ექ­ტი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის დროს და­ი­წყო. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, არა­და, მკი­თხვე­ლი წიგ­ნებს ითხოვ­და, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა წიგ­ნი მკი­თხვე­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ე­ხა­და. ამის­თვის კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" და პრეს­ტი­ჟუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და მკი­თხვე­ლის­თვის ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბესტსე­ლე­რე­ბის მი­წო­დე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ამ­ჯე­რად მკი­თხვე­ლი ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად წა­ი­კი­თხავს თი­ნა­თინ ბე­რი­ძის სა­ინ­ტე­რე­სო და სულ­მო­უთ­ქმე­ლად სა­კი­თხავ რო­მანს "მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი".


რო­დე­საც მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში მცხოვ­რებ­მა მწე­რალ­მა კონ­კურ­სში "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­ი­მარ­ჯვა, ჟი­უ­რის წევ­რე­ბი წერ­დნენ: "მის წიგნ­ში არის ყვე­ლა­ფე­რი, რაც მას სა­კი­თხა­ვად აქ­ცევს: ინ­ტრი­გა, ამ­ბის დი­ნა­მი­კა, თხრო­ბის სი­სა­და­ვე და სი­უ­ჟე­ტის სიმ­სუ­ბუ­ქე. ავ­ტორს არც სი­თა­მა­მე აკ­ლია, არც გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბა და არც კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა, რათა იყოს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო... ჩვენ თვალ­წინ თა­მაშ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ტი­კუ­ლი მე­ლოდ­რა­მა. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რცე მტვერ­სას­რუ­ტი­ვით ის­რუ­ტავს ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბის ნამ­სხვრე­ვებს და შემ­დეგ ეს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რცე ობი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბად გა­და­იქ­ცე­ვა. და ბო­ლოს: და­სა­წყის­ში იყო სი­ტყვა! სამი სი­ტყვა, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა გმი­რე­ბის ცხოვ­რე­ბა!" ეს კი მარ­თლაც ასე იყო: ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ამ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნის ავ­ტო­რი ამ­ბობს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ნა­პოვ­ნი" სი­ტყვე­ბით და­ი­წყო!



თი­ნა­თინ ბე­რი­ძე: - ერთ დღეს ინ­ტერ­ნეტ­ში და­მა­ინ­ტრი­გე­ბელ სტა­ტუსს წა­ვა­წყდი. სულ სამი სი­ტყვა ეწე­რა: "მე ფეხ­მძი­მედ ვარ" და მერე ასე­თი რამ: "მის­წე­რე ეს სი­ტყვე­ბი ნე­ბის­მი­ერ ტე­ლე­ფო­ნის მფლო­ბელს მე­სი­ჯად და და­ე­ლო­დე!". ჩვენ ხში­რად არ ვუ­ფიქ­რდე­ბით, რა ძალა აქვს სი­ტყვას, მე კი იმ მო­მენ­ტში იმ გან­წყო­ბა­ზე ვი­ყა­ვი, რომ დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და ეს სამი სი­ტყვა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც მას მე­სი­ჯად მი­ი­ღებ­დნენ. ასე რომ, ერთ დღეს, რო­დე­საც მე­გობ­რებ­თან ვი­ყა­ვი, სწო­რედ ეს თემა გან­ვი­ხი­ლე და უცებ ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, მოდი, ამა­ზე და­წე­რე რა­მეო. ეს ხუმ­რო­ბით მი­თხრა, რად­გან იცო­და ჩემი ფან­ტა­ზი­ის ამ­ბა­ვი. ისე კი არა­სო­დეს არა­ფე­რი და­მი­წე­რია. არც სპე­ცი­ა­ლო­ბით ვარ მწერ­ლო­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი - ფი­ნან­სე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. მოკ­ლედ, ამ ხუმ­რო­ბამ ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ ამ სი­უ­ჟეტ­მა არ მო­მას­ვე­ნა, სულ მიტ­რი­ა­ლებ­და. სწო­რედ ამ დროს გა­მოჩ­ნდა "პა­ლიტ­რა LL"-ის კონ­კურ­სი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" და კონ­კურ­სის პი­რო­ბი­სა­მებრ სწო­რედ ამ ამ­ბის პირ­ვე­ლი გვერ­დე­ბი გავ­გზავ­ნე. ვერ მო­ვის­ვე­ნე, ის არ ამე­სა­ხა, რაც ჩემს გულ­ში ხდე­ბო­და, მაგ­რამ არ ვე­ლო­დი, თუ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოხ­დე­ბო­და.


- ამა­სო­ბა­ში ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი გახ­დი


.- ეს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მთე­ლი კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ გვერ­დით იდ­გნენ და კი­დევ მოწ­ვე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა ყო­ვე­ლი სი­ტყვა ჩემ­თვის ხე­ლის გა­მოწ­ვდე­ნა იყო, რათა მე­წე­რა. მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ ეს ბესტსე­ლე­რი შემ­დგა­რი­ყო. წიგ­ნის­თვის ფრა­ზებს ყველ­გან ვე­ძებ­დი, მათ შო­რის სამ­სა­ხურ­შიც - ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს და თან ამ ფრა­ზებს ფურ­ცლებ­ზე ვი­ნიშ­ნავ­დი. ასე გა­მო­ი­ცა "მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი", რო­მე­ლიც მა­შინ­ვე გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნე­ბის ათე­ულ­ში მოხ­ვდა.


- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მკი­თხვე­ლი ამ ბესტსე­ლე­რის წა­კი­თხვით ისი­ა­მოვ­ნებს - ჩვენს გა­უ­ხე­შე­ბულ სამ­ყა­რო­ში არც კი ელი, იმ­დე­ნად შეგძრავს წიგნ­ში აღ­წე­რი­ლი დრა­მა.


- ამ წიგ­ნის გმი­რე­ბის ის­ტო­რია ზუს­ტად იმ სა­ბე­დის­წე­რო სი­უ­ჟე­ტით იშ­ლე­ბა - იმ სამი სი­ტყვით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტით, რა­მაც და­მა­ინ­ტრი­გა. ჩემი გმი­რი გო­გო­ნა კრეფს ამ სი­ტყვებს და სრუ­ლი­ად უც­ნობ ნო­მერ­ზე გზავ­ნის. ეს კი არა მარ­ტო მის ცხოვ­რე­ბას ცვლის, არა­მედ იმის ცხოვ­რე­ბა­საც, ვი­საც მე­სი­ჯი გა­უგ­ზავ­ნა. ჩემი წიგ­ნის გმი­რი ქალი ბა­თუ­მე­ლია, ვაჟი კი თბი­ლი­სე­ლი. ის ერთ-ერთი ის რი­გი­თია მათ შო­რის, ვინც დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რობს, მაგ­რამ დი­ლით ტე­ლე­ფონ­ზე მე­სიჯს წა­ი­კი­თხავს, მისი ცხოვ­რე­ბა იც­ვლე­ბა. ცვლი­ლე­ბა იმით იწყე­ბა, რომ ბა­თუმ­ში მი­დის გო­გო­ნას სა­ნა­ხა­ვად. ამის მერე მო­დის სა­ერ­თო ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­ხა­რუ­ლი, რაც ამ ორს კი­დევ უფრო აერ­თი­ა­ნებს. ეს სუ­ლი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რომ­ლის დრო, ჩემი აზ­რით, კი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ახლა მო­დის. ჩვენ ვე­ლით დროს, რო­დე­საც სწო­რედ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რო­მე­ლიც რო­მან­ტიზ­მი­თა და სუ­ლი­ე­რე­ბით არის სავ­სე.


- ასე არა­ვინ მოგ­წერ­და, თუ აღ­წე­რი­ლი ამ­ბა­ვი მარ­თლაც არ გა­ნი­ცა­და. მისი მო­მა­ვა­ლი მკი­თხვე­ლიც უეჭ­ვე­ლად დიდ სა­ჩუ­ქარს მი­ი­ღებს ამ წიგ­ნით - გახ­დეს იმ სამ­ყა­როს თა­ნა­ზი­ა­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი გრძნო­ბით არის სავ­სე.


- გა­მი­ხარ­დე­ბა... მე კი ადა­მი­ა­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის დიდი ძალა ძა­ლი­ან კარ­გად შე­ვიგ­რძე­ნი მა­შინ, რო­დე­საც ამ წიგნს ვწერ­დი. რო­დე­საც მკი­თხვე­ლი გვერ­დით მედ­გა და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ წერა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0