x
რა გიღირს შენი სიცოცხლე?

ისე მოეწყობა ხოლმე ზოგჯერ გარემოებები რომ ძალიან ბევრ რამეზე გვიწევს დაფიქრება ან იმ ქმედების განხორციელება.დიახ, ასე ხდება ხშირად და ყველა ჩვენთაგანის თავს ხდება და მაინც ისმის კითხვა რატომ? რისთვის? ამის მიზეზი არსებობს? ეჰ, ჩემო კარგო მიზეზს რა დალევს, მთელი სიცოცხლე ხომ მიზეზია.მიზეზია ჩვენი ყოველი ნაბიჯი, სიტყვა რადგან ამ რაღაცას სხვის გამო ან თუნდაც საკუთარი თავის გამო ვაკეთებთ აქედან გამომდინარე შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ცხოვრება მიზეზთა ძიებაა, ეს კი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება უსასრულოდ.ასეა, სიკვდილის შემდეგაც იქაც გაქვს თავისებური მიზეზები, რომ იქ იყო და იცხოვრო.ერთ მხრივ პოზიტიურადაც შეგვიძლია შევხედოთ ამ საკითხს, რომ მიზეზი რომ არა ადამიანების არსებობას აზრი არ ექნებოდა.აი, მაგალითად მე მიზეზი მაქვს იმისა, რომ ვიყო ბლოგერო ან თუნდაც, რომ ვწერო და მოვყვე ის რაც მსურს ან გავაკეთო ის რაც მიყვარს.თუ შენ არ გსურს ამას არც გააკეთებ, მაგრამ თუ მოინდომებ აუცილებლად გააკეთებ.ანუ თუ გსურს იცოცხლებ თუ არადა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იარესებებ და საკუთარი თავს ეცოდინება, რომ ცოცხალი ხარ ე.ი გვჭირდება მიზეზი იმისა, რომ თუნდაც ვიარსებოთ და გავიღიმოთ.ამისგარდა საკუთარ თავებს ხშირად ვკითხოთ რისი ღირსნი ვართ და გვაქვს თუ არა ის რაც ჩვენ გვეკუთვნის.რისთვის მიღირს სიცოცხლე ან რატომ უნდა ვიარსებო.დამერწმუნეთ იქნება ერთი კი არა ძალიან ბევრი მიზეზი ამისა და ამ მიზეზებს ცხოვრება გვიქმნის, როგორც გვართმევს დაუკითხავად ჩვენს ნაწილს ისე გვჩუქნის.აიწონა დაიწონას ჰგავს ყველაფერი, ხან მაღლა ვართ თითქოს ცას ვწვდებით, ზოგჯერ კი ქვემოთ ვეცემით და მიწაზე ვენარცხებით.მაგრამ საჭიროა წონასწორობის შეკავება, ბალანსი რათა არც ძალიან მაღლა ახვიდე და არც ძალიან დაბლა.ბალანს თუ დაიცავ ასე უimage
ფრო გაგიმარტივდება ბევრი ისეთი რამ რაც მაგალითად რთული გეგონა მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მარტივია.

0
138
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0