x
image
intermedia.ge
Mediator image
როგორ მოვაცილოთ ქსოვილს მანიკური?
image


ბევრი ქალბატონისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც მანიკური ქსოვილზე გვეღვრება, ან ახლადწასმული ლაქით შემთხვევით ვეხებით ტანსაცმელს, მაგიდის ტილოს და ბევრ ისეთ ქსოვლის, რომლისგანაც ლაქსის მოცილება შემდეგ ძალიან გვიჭირს, უფრო მეტიც, ხშირად ვფიქრობთ, რომ დივანზე ან საყვარელ პერანგზე ფრჩხილის ლაქის დაღვრით ყველაფერი გავაფუჭეთ და დალაქავებული ნივთი თავიდან უნდა მოვიცილოთ. მიუხედავად ჩვენი სკეპტიკური განწყობისა, როგორც აღმოჩნდა გამოსავალი არსებობს და სინამდვილეში ადვილად შეგვიძლია ქსოვილს მანიკური მოვაშოროთ.


ნაბიჯი 1


დადეთ მანიკურით დალაქავებული ქსოვილი დასვრილი მხრიდან რამდენიმე ქაღალდის პირსახოცზე. შეღებილი ქსოვილის ნაწილი აუცილებლად უნდა ეხებოდეს პირსახოცებს. ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ახლადწასმული, ასევე ქსოვილზე გამხმარი ლაქის მოსაცილებლად. აღნიშნული მეთოდის გამოყენება კარგ შედეგს იძლევა, როგორც ბამბის, აბრეშუმის, ჯინსის ასევე სხვა ქსოვილებზეც. გაითვალისიწინეთ, თუ ქსოვილი შეიცავს აცეტატს ან ტრიაცეტატს, მაშინ ლაქების მოსაცილებელი მას გაგიგუჭებთ.



image


ნაბიჯი 2


იმისათვის, რომ ლაქა მოვაცილოთ აცეტონით, დაგვჭირდება ბამბის ტამპონი, ან ქაღალდის პირსახოცი, რომელიც გაჟღენთილია აცეტონით. შემდეგ დაასველეთ ლაქა ქსოვილის უკანა მხრიდან, ამ ფორმით ის გადაინაცვლებს ქსოვილიდან ქაღალდის პირსახოცზე.


ნაბიჯი 3


რამდენჯერმე ჩამორეცხეთ მანიკურით დალაქავებული ქსოვილი ნიჟარაში, შემდეგ დადეთ ქაღალდის პირსახოცზე. ეს პროცედურა გაიმეორეთ იმდენჯერ, სანამ ლაქა ბოლომდე არ მოსცილდება ქსოვილს... განაგრძეთ კითხვა <<<



1
134
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
134
  
26 მაისი, 16:15
წყალბადის ზეჟანგით დასველებული ბამბაა საუკეთესო საშუალება.
0 1 1