x
image
Teklamaisuraze
აღმოსავლეთ საქართველო შაჰ აბას I -ისა და მისი მემკვიდრეების მმართველობის დროს 1
XVI საუკუნის მიწურულისათვის საქართველოში ოსმალეთი დომინირებდა. ოსმალეთთან ომის შეწყვეტის ფასად ირანმა დაკარგა არა მხოლოდ მოხარკე ქვეყნები, არამედ მეტად ხელსაყრელი ეკონომიკური პოზიციებიც კავკასიაში. ამიერიდან საბაჟო შემოსავალი ოსმალეთის სახელმწიფო ხაზინას რჩებოდა როგორც წინა აზიის, ისე სამხრეთ კავკასიაზე გამავალ გზებზე.

image

1590 წლის ირან -ოსმალეთის ზავის შემდეგ, 1604-1605 წლებამდე, საქართველოს ყველა სამეფო -სამთავრო ოსმალების ხელში იყო.

XVII საუკუნის დასაწყისისათვის ქართლის მთავარ ციხეებში - თბილისში, გორში, დმანისში, ლორეში - ასევე ოსმალთა გარნიზონები იდგა.


სწორედ ამგვარ ვითარებაში აახლებს ომს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ შაჰ აბას I.

საბოლოო ჯამში, შაჰ აბასმა ძირითადად მიაღწია თავის მიზანს ოსმალეთთან ურთიერთობაში: ოსმალეთი იძულებული გახდა დათანხმებულიყო 1555 წლის ხელშეკრულების განახლებას მცირეოდენი კორექტივებით, კერძოდ, სამცხე-საათაბაგო მთლიანად ოსმალეთის გავლენის სფეროში შევიდა.

ირან -ოსმალეთის ომის ასპარეზი კვლავაც საქართველო იყო . შაჰ აბასმა ქართლისა და კახეთის მიმართ განაგრძო მისი წინამორბედის პოლიტიკა სეფიანთა იმპერიაში. აღმოსავლეთ საქართველოს მთლიანი ინტეგრირებისათვის . განსაკუთრებით მძიმე გამოდგა შაჰ აბასის ლაშქრობები კახეთისათვის . შაჰ აბასის შემოსევების შედეგად კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი განადგურდა. შაჰმა ირანში გადაასახლა დატყვევებული კახელები.

ქართველი ტყვეები შაჰ აბასმა დაასახლა ხორასანში, მაზანდარში, ფერეიდანში.

დღემდე მხოლოდ ფერეიდნელებმა შეინარჩუნეს ქართული ენა და ტრადიციები . ქართველი მონები ირანის თითქმის ყველა ოჯახში იყო.

image


სოფლად მწარმოებელი მოსახლეობის შემცირება ხელს უწყობდა განაშენიანებული ადგილების გაველურებას. ისტორიულ წყაროებში ხაზგასმულია საქართველოს ტყის მომეტებული ხილიანობა, ტყეებში ვაზების სიხშირე, რაც მწარმოებელთაგან სოფლების დაცლის მაჩვენებელი იყო. შაჰ აბასის შემოსევების შედეგად კახეთის თითქმის ყველა სოფელი განადგურდა. სრულ განადგურებას მხოლოდ თელავი გადაურჩა.

ქართლისა და კახეთის მეფეების ლუარსაბ II- ისა ( 1606- 1614 ) და თეიმურაზის წინააღმდეგობის გამო, შაჰ აბასმა მაინც ვერ მოახერხა მიზნის - აღმოსავლეთ საქართველოს სრული “გათათრებისა " და მისი სეფიანთა სახელმწიფოში ინკორპორაციის მიღწევა.

შაჰ აბასის მიერ დასმული მეფეები, ბაგრატ - ხანი და სიმონ ხანი ვერ უწევდნენ კონკურენციას თეიმურაზს და ლუარსაბს . საბოლოოდ, ლუარსაბ მეფე შაჰ აბასმა სიკვდილით დასაჯა . ასევე წამებით მოკლეს თეიმურაზ მეფის დედა ქეთევან დედოფალი, რომელიც როგორც ქართულმა მართლმადიდებლურმა, ისე კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

შაჰ აბასის მსხვერპლი გახდა თეიმურაზის ორი ვაჟიც . მეფე თეიმურაზმა კი ხანგრძლივი სიცოცხლე ყიზილბაშებთან ბრძოლაში გაატარა და საბოლოოდ 1663 წელს ირანში, ასტარაბადში გარდაიცვალა.

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

0
328
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0