x
image
Teklamaisuraze
სამეფო ხელისუფლების გაუქმება იმერეთში
1810 წლის 20 თებერვალს ახალმა მთავარმართებელმა ტორმასოვმა ქუთაისში იმერეთის სამეფო ხელისუფლების დამხობა საჯაროდ გამოცხადდა. იმავე დღეს რუსეთის ჯარები გურიისა და სამეგრელოს მთავრების თანლებით გაემართნენ ვარციხისაკენ, სადაც იმერეთის მეფე იყო გამაგრებული. მარტის ბოლოს ალექსანდრე ტორმასოვის ჯარის ნაწიკებმა ვარციხე ბრძოლით დაიკავეს. სოლომონმა გაქცევა მოახერხა. მაგრამ იმავე წლის 1 აპრილს რუსებმა ის მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩამოიყვანეს. სოლომონმა ტყვეობიდან ქაცევა შესძლო და ახალციხი საფაშოში გადავიდა.


image

ამიერიდან სოლომონ II რუსეთის წინააღმდეგ აშკარა ბრძოლაზე გადავიდა და სათავეში ჩაუდგა 1810 წლის ინერეთის აჯანყებას.სოლომონის ძალები რუსეთის ძალებთან შედარებით სუსტი იყო. აჯანყება დამარცხდა. სოლომონ II დამისი მომხრეები იმერეთს გაეცალნენ. იმერეთის სამეფოს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა - იგი რუსეთის სამფლობელოდ გადაიქცა.

ახალციხის საფაშოდან სოლომინი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. 1815 წელს სოლომინ II ორმოცდაერთი წლის ასაკში ტრაპიზონში გარდაიცვალა. მასთან მყოფმა ქართველებმა მეფე ბერძნების წმინდა გრიგოლის ეკლესიაში დაკრძალეს.


image


1990 წელს სოლომონ II- ის ნეშტი ტრაპიზონიდან ქუთაისში გადმოასვენეს გელათის ტაძარში დაკრძალეს .

იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ დასავლეთ საქართველოს სამთავროებმა - სამეგრელომ, გურიამ, აფხაზეთმა და სვანეთმა ფორმალური ავტონომიური უფლებები შეინარჩუნეს, თუმცა XIX საუკუნის მანძილზე, სხვადასხვა დროს მათ ეს უფლებებიც დაკარგეს ( გურიამ - 1829 წელს, აფხაზეთმა -1864 წელს, და სამეგრელომ -1867 წელს ) და რუსეთის ინპერიის ნაწილად გადაიქცნენ.

საქართველოს მთავარმართებელ ტორმასოვის მოხსენება რუსეთის იმპერიისადმი, 1810 წელი

ამ საკმაოდ ვრცელი მხარის გაყოფით ოთხ სამფლობელოდ , როგორებიცაა, მაგალითად, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აფხაზეთი, რომელთაგან სამ უკანასკნელს მართავენ განსაკუთრებული მფლობელები თავიანთი კანონებითა და ქვეყნის ჩვეულებებით, ადვილი იქბება მისი შენარჩუნება ....იმ ჯარებიის რაოდენობით, რომლებიც ახლა იქ იმყოფებიან .მით უფრო მაშინ, როცა საშუალება გვექნება, აუცილებელ შემთხვევებში, ერთი მთავრის ძალა მეორეს უნდა დავუპირისპიროთ .

გახსოვდეს საქართველოს ისტორია


0
62
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0