x
image
Teklamaisuraze
ანტიცარისტული აჯანყებები საქართველოში და 1832 წლის შეთქმულება

ა. კახეთის 1802 და მთიულეთის 1804 წლების აჯანყებები

რუსული მმართველობის დამყარებას საქართველოში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მეფობის გაუქმების შედეგად თავადაზნაურობამ სახელმწიფო სამსახური და შემოსავალი დაკარგა. რუსული ჯარის გამოსაკვებად და შესანახად გლეხობას უფრო მეტი გადასახადი დაეკისრა. ხშირად მთავრობა თვითნებურად აწესებდა სხვადასხვა საქონლის შესასყიდ ფასებს . რუსი მოხელეების და ჯარისკაცები თავხედურად იქცეოდნენ. დამოუკიდებლობის დაკარგვამ და რუსი მოხელეების თვითნებობამ საქართველოში რამდენიმე აჯანყება გამოიწვია. კერძოდ

image

1802 წელს - კახეთში. 1804 წელს - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1810 წელს - იმერეთში, 1812 -წელს - კვლავ კახეთში, 1819-20 წლებში - დასავლეთ საქართველოში, ხოლო 1832 წელს კი სრულიად საქართველოს მასშტაბით მომზადდა შეთქმულება .

1802 წლის ივლისში კახეთში, სოფელ ქელმენჩურში შეიკრიბნენ ქართველი თავადები და რუსეთის იმპერატორისადმი პეტიცია შეადგინეს. ისინი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რაც მანიფესტში ეწერა _ თითქოს ქართველმა ხალხმა საკუთარი მეფის ხელისუფლებაზე ნებაყოფლობით თქვა უარი. პეტიციის ავტორები მოითხოვდნენ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პურობების აღდგენას.

ამ მოთხოვნას ხელს აწერდა 69 თავადი.ისინი მოითხოვდნენ ქართლ- კახეთის მეფედ ერეკლე II -ის ვაჟის იულონ ბატონიშვილის დასმას. დაიწყო იულონისა და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ხალხის დაფიცება. ამის საპასუხოდ ხელისუფლებამ ქელმენჩურის შეკრების მონაწილეთა ნაწილი დააპატიმრა, ნაწილი კი ირანში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან გაიქცა.

image

1804- 1814 წლებში რუსეთ სპარსეთის ომი მიმდინარეობდა . ამ ომის დროს აღმოსავლეთ საქართველო ფრონტის ხაზს წარმოადგენდა. რუსი მოხელეები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ, ჯარის საჭიროებისათვის უფასოდ გამოეყვანათ ხარ-ურემი, ცხენები ; უზრუნველეყოთ ისინი სურსათ -სანოვაგით, პურით, ქერით, ფრინველ-პირუტყვით, ცხენებისათვის თივით. და ა.შ.


1804 წელს სოფ . ჟამურის ოსი მოსახლეობა ჩიოდა იმის გამო, თუ როგორ მოიქცა რუსი მოხელე მათ სოფელში: მან ძაღლების საჭმელ გობში შრატი ჩაასხა, შემდეგ კატები დახოცა და შიგ ჩაყარა, ადამიანის სიბინძურე დაამატა და მოსახლეობას აჭამა .

ამავე სოფელში რუსმა ჯარისკაცებმა 8 სახლი გადაწვეს .1804 წლის მაისში მთავარმმართებელი ციციანოვი სპარსელების წინააღმდეგ ომში გაეშურა. ის ერევნის ასაღებად ემზადებოდა და ანანურის მაზრიდან ქართველთა ლაშქრის გამოყვანაც ბრძანა.

მთიულებმა ისარგებლეს მთავარმმართებლის ომში ყოფნით და აჯანყდნენ. მათ დაიკავეს სამხედრო გზაზე მდებარე საგუშაგოები. ალყა შემოარტყეს ანანურსა და დუშეთს .მთიულებს ფშავ-ხევსურები და თრუსოს ხეობის ოსები შეუერთდნენ . აჯანყებულებმა იმერეთში მოციქულები გაგზავნეს და ერეკლეს ვაჟები იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები მიიწვიეს.

ფარნაოზ ბატონიშვილმა შეძლო, აჯანყებულებს შეერთებოდა იულონი კი რუსებმა შეიპყრეს და საქართველოდან გაასახლეს.

ერევანთან ციციანოვის ჯარი ალყაში მოექცა, და სრულ განადგურებას მხოლოდ სპარსეთში დაწყებული არეულობის წყალობით გადაურჩა. ტახტ-გვირგვინის გადასარჩენად სპარსეთის შაჰი იძულებული გახდა დედაქალაქში დაბრუნებულიყო.

სექტემბერში თბილისშიციციანოვიც დაბრუნდა და რუსეთიდან გამოგზავნილი დამატებითი ჯარებით აჯანყებულებს ყველა მხრიდან შეუტია. რუსული ჯარი აჯანყებულებს სასტიკად გაუსწორდა. რუსებმა ფარნაოზ ბატონიშვილიც შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს.


(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)



სამეფო ხელისუფლების გაუქმება იმერეთში

image

დასავლეთ საქართველოს სამეფო- სამთავროების გაუქმება

image

დასავლეთ საქართველოს სამეფო- სამთავროების გაუქმება. 1.

image

0
409
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0