x
image
Teklamaisuraze
ოსმალეთის იმპერიის დაკნინების დასაწყისი

სულეიმან ბრწყინვალის გარდაცვალების შემდეგ თანდათანობით დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაკნინება. ოსმალებს არ ჰყავდათ საოკეანო ფლოტი და ახალი საზღვაო გზის აღმოჩენამ ინდოეთის ოკეანეში შეამცირა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე გამავალი სახმელეთო სავაჭრო გზების მნიშვნელობა.

image

გარდა ამისა ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ევროპელებმა ახალ კოლონიებში იმ კულტურების მოყვანა დაიწყეს, რომელთა ექსპორტიც ადრე ოსმალეთის იმპერიიდან ხდებოდა. ( მაგ. ყავა, შაქარი, ლერწამი.) ყოველივე ამან მძიმე დარტყმა მიაყენა ოსმალეთის ეკონომიკას .

1571 წელს ლეპანტოს ( საბერძნეთის ნაპირებთან) საზღვაო ბრძოლაში ევროპელებმა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ოსმალებზე. ამ გამარჯვებამ ევროპელებს იმედი ჩაუსახა, რომ მალე ევროპიდან განდევნიდნენ ოსმალებს. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა დიდი ესპანელი მწერალი სერვანტესი. მისი თქმით “ ლეპანტოს ბრძოკამ გააცამტვერა ზღვაზე ოსმალების უძლეველობის მითი. "

image

ინგლისის მომავალმა მეფემ ჩარლზ I- მა ოდაც კი უძღვნა ევროპელთა გამარჯვებას. თუმცა ეს მარცხი სულაც არ მოასწავებდა ხმელთაშუა ზღვაზე ოსმალეთის ბატონობის დასასრულს. ოსმალებმა სასწრაფოდ შეძლეს ფლოტის აღდგენა და იმავე წელს ვენეციას კუნძული კვიპროსი წაართვეს. XVII საუკუნეში ოსმალეთი კვლავაც ინარჩუნებდა სამხედრო ძლიერებას, თუმცა უკვე იკვეთებოდა იმპერიის იმპერიის შინაგანი კრიზისი, რასაც მოჰყვა ევროპაში თანდათანობით უკან დახევა.

image

1683 წელს ოსმალებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში ვენაზე, მაგრამ ევროპელებმა, პოლონეთის მეფე იან სობეისკის მეთაურობით, მოახერხეს მათი უჯუგდება. მალე ევროპულმა სახელმწიფოებმა შექმნეს ე.წ. “საღვთო ლიგა " ოსმალეთის წინააღმდეგ.

image

დაიწყო “ დიდი თურქული ომი ", რომელიც ოსმალთათვის არასახარბიელოდ წარიმართა. 1699 წლის კარლოვაცის ზავით ოსმალეთი იძულებული გახდა დაეთმო ევროპული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, უნგრეთი. კარლოვაცის ზავი ოსმალეთის მიერ დადებული პირველი ხელშეკრულება იყო, რომლითაც იმპერია არ იღებდა არც რაიმე ახალ ტერიტორიებს და არც კონტრიბუციას, პირიქით - კარგავდა კიდეც ევროპულ სამფლობელოებს.

image

ნათელი გახდა, რომ ოსმალეთის არმია დრომოჭმული სამხედრო ტაქტიკით და მოძველებული შეიარაღებით ვეღარ უმკლავდებოდაგაცილებით უფრო კარგად შეიარაღებულ და გაწვრთნილ ევროპულ ჯარებს . XVIII საუკუნის დასაწყისში ოსმალეთმა მცირე წარმატებებს მიაღწია ევროპელებთან და უპირველესად, რუსეთთან ომებში, მაგრამ მალე დაიწყო წარუმატებლობათა ხანა, ტერიტორიების დაკარგვა ( ოსმალებს ყირიმის დათმობაც კი მოუწიათ რუსებისათვის ) და იმპერიის შინაგანი კრიზისის გაღრმავება.

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

ოსმალთა დაპყრობები

image

ოსმალეთის იმპერია

image

0
451
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0