x
image
intermedia.ge
Mediator image
"ფლო­რი­და­ში სახ­ლი აქვს, ვე­ნა­ში დუპ­ლექ­სი, მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე ძა­ლი­ან დიდი თან­ხა ავ­სტრი­ის ბან­კში" - რას ჰყვება ყოფილი თანაპარტიელი შალვა ნათელაშვილზე
image


ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს მსოფ­ლი­ო­ში პან­დე­მი­ის არ­სე­ბო­ბაც კი და­ა­ვი­წყა - მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტმა გიგი უგუ­ლა­ვა და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი შე­ი­წყა­ლა, კი­დევ ერთხელ ვი­ხი­ლეთ სრუ­ლი­ად ეკ­ლექ­ტუ­რი ახა­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ურ ფი­გუ­რად, "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი მოგ­ვევ­ლი­ნა.


პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხეც­ვლი­ლე­ბა ახალ ოპო­ზი­ცი­ურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში არა­მარ­ტო შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­მა გა­ნი­ცა­და, მის მსგავ­სად სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­ხით ვი­ხი­ლეთ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, რომ­ლის ამ შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერთ მა­გი­და­ზე დაჯ­დო­მას, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და...


ყო­ფი­ლი "ლე­ი­ბო­რის­ტი" სოსო შატ­ბე­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად "მე­მარ­ცხე­ნე ალი­ანსს" ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ყო­ფი­ლი ლი­დე­რის პო­ლი­ტი­კურ მე­ტა­მორ­ფო­ზა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ნა­თე­ლაშ­ვილ­მა ის და კი­დევ რამ­დე­ნი­მე თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა სა­ა­კაშ­ვილ­თან ბრძო­ლა­ში რე­ა­ლუ­რად კი, ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან გა­რი­გე­ბა­ში იყო:



image


- პარ­ტი­ე­ბის გა­მოც­ვლა არ არის სა­თა­კი­ლო, პი­რა­დად მე და ჩემ­მა რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­მაც შე­ვიც­ვა­ლეთ, მას შემ­დეგ, რაც გა­ვარ­კვი­ეთ, რომ საქ­მე გვქონ­და უპ­რინ­ცი­პო, მე­გობ­რე­ბის მო­ღა­ლა­ტე ადა­მი­ან­თან. გვე­გო­ნა, რომ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი კონ­კრე­ტულ პარ­ტი­ა­სა და ადა­მი­ა­ნებ­თან ბრძო­ლა იყო, არა­და, თურ­მე მათ­თან ბრძო­ლის­თვის ჩვენ გვი­ყე­ნებ­და. სა­ა­კაშ­ვილ­თან იყო გა­რი­გე­ბუ­ლი და ჩვენ გვა­ტყუ­ებ­და. ასე­თი უპ­რინ­ცი­პო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერთი და ორი კი არა, ათე­უ­ლო­ბით გვყავს.


ამა­ში ჩემს პი­რად მა­გა­ლით­ზე დავ­რწმუნ­დი: ნა­თე­ლაშ­ვი­ლი პუ­ტინ­თან დას­ტა-დას­ტად გზავ­ნი­და თურ­მე წე­რი­ლებს და კრემლში მი­ღე­ბას იხ­ვე­წე­ბო­და. თან არა მხო­ლოდ პუ­ტინ­თან, ასე­ვე, ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკის­თან, ბო­რის გრიზ­ლოვ­თან, იო­სიფ კობ­ზონ­თა­ნაც კი... უნდა ნა­ხოთ წე­რი­ლე­ბი, რო­გორ აქებს და ადი­დებს მათ, თუნ­დაც პუ­ტინს...


- რას წერ­და?


- ბა­ტო­ნო ვლა­დი­მირ, თქვენ მსოფ­ლი­ოს­გან მე­ო­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კრა­ხის გა­დამ­რჩე­ნე­ლი ხართ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია რომ არ და­ინ­გრა, ამით მე­ო­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კრა­ხი ააც­ლეთ დე­და­მი­წა­სო... აქებ­და ჟი­რი­ნოვ­სკი­საც... ეს მა­შინ, რო­დე­საც ამე­რი­კის კონ­გრეს­ში დარ­ბო­და კონ­გრეს­მე­ნებ­თან.


ჩვენ მივ­წე­რეთ კი­დეც კონ­გრესს და გა­ვაფრ­თხი­ლეთ: თუ გულ­ზე ამე­რი­კის დრო­შა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა აქვს და­ხა­ტუ­ლი, ზურ­გზე კრემ­ლი აქვს ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი­თქო.


- დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ფო­ტომ, რო­მელ­შიც შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და გიგი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად არის გა­მო­სა­ხუ­ლი. პო­ლი­ტი­კო­სებს მან ხე­ლე­ბი აა­წე­ვი­ნა სი­ტყვე­ბით - "ერ­თად ვიქ­ნე­ბით, ქვე­ყა­ნა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მივა", მა­შინ როცა და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წლის წინ უგუ­ლა­ვას "სა­ა­კაშ­ვი­ლის რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მის ერთ-ერთ მთა­ვარ ჯა­ლათს" უწო­დებ­და... (იხილეთ ვიდეო <<<)


image


- სა­მარ­ცხვი­ნო იყო ნა­თე­ლაშ­ვი­ლის საქ­ცი­ე­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან და გიგი უგუ­ლა­ვას­თან შეხ­ვედ­რი­სას! რო­დე­საც უგუ­ლა­ვა მერი იყო, მე, კახა ძა­გა­ნია, გი­ორ­გი გუ­გა­ვა და პა­ა­ტა ჯიბ­ლა­ძე საკ­რე­ბუ­ლო­ში ვი­ყა­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი ბი­უ­ჯე­ტის გან­ხილ­ვი­სას, ნა­თე­ლაშ­ვი­ლი უგუ­ლა­ვას ჯა­ლათს უწო­დებ­და, რად­გან მათი ზონ­დერე­ბი გვა­ში­ნებ­დნენ და და 2005 წლის 2 დე­კემ­ბერს სას­ტი­კად დაგ­ვარ­ბი­ეს... ამის შემ­დეგ, ლა­მის ყვე­ლა ბრი­ფინ­გის დროს გვარ­ბევ­დნენ...


ამა­ზე რომ რომ ჰკი­თხეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, უპა­სუ­ხა: მა­შინ ისე იყო სა­ჭი­რო, ახლა ასეა სა­ჭი­როო. თურ­მე, სა­დაც დიდი ფული იშო­ვე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა! 5-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბი­ნის აშე­ნე­ბაც, იქ სა­დაც მისი მშობ­ლე­ბის ქოხი იდგა. მამა-პა­პი­სე­ულ სახ­ლს უწო­დებს როკ­შილ­დე­ბის სა­სახ­ლის მსგავს შე­ნო­ბას, ფლო­რი­და­ში სახ­ლი აქვს, ვე­ნა­ში დუპ­ლექ­სი აქვს, მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე ძა­ლი­ან დიდი თან­ხა აქვს ავ­სტრი­ის ბან­კში...


რა­ხან ნა­თე­ლაშ­ვი­ლით და­ვი­წყე და მის "კარგ საქ­მე­ებ­ზე" შიგ­ნი­დან ვიცი, იმი­ტომ ვი­სა­უბ­რე მას­ზე, თო­რემ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­ზე რაღა უნდა ვი­ლა­პა­რა­კო? რაც მას სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­უ­კე­თა, სა­ჯა­როდ სა­ლა­პა­რა­კოც არ არის! მკი­თხვე­ლი რომ მი­ვახ­ვედ­რო, ერთ დღეს ოპო­ზი­ცი­ის მი­ტინგზე ვი­ყა­ვი, სა­დაც მისი ად­ვო­კა­ტი, ეკა ბე­სე­ლია გა­მო­ვი­და და თქვა: ამ სა­ღა­მოს მო­ვი­ნა­ხუ­ლე ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ძა­ლი­ან მხნედ არის და აქეთ გვამ­შვი­დებ­და, მტკი­ცედ ვი­ყა­ვით, ყვე­ლა­ფერს უნდა გა­ვუძ­ლო­თო.


მე­ო­რე დი­ლით ტე­ლე­ვი­ზორს ვრთავთ, სა­დაც ნა­ცე­მი ძაღ­ლი­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და და ბო­დი­შე­ბი იხა­და: მტყუ­ა­ნი ვარ, სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თა­ლი­აო... განაგრძეთ კითხვა <<<



3
1149
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
1149
  
ჩვენი უბედურებაც ეგ არის,ვერ გაგვირჩევია ვინ ვინ არის. ეხლა რო ავდგე და ჩამოვაყალიბო პარტია და ხელისუფლებაში მოსვლას შევეცადო,მაშინ საზოგადოების უმრავლესობა იტყვის ეს ვინ ჩემი ყ... არისო და მაინც ნაცებს მისცემს ხმას ან ქოცებს. ხოდა შედეგიც სახეზეა და განვითარებას აღარ უნდა ველოდოთ. გუშინ მიშას კლანმა იშოვა მილიონები,დღეს ბიძოს კლანი შოულობს,ხვალ ოქრუაშვილნათელაშვილუგულავას კლანი იშოვის და საზოგადოებამ იმკითხაოს ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. სახელმიფოებრივი აზროვნება რო აკლია ამ ქვეყანას არახალია,მაგრამ ახლის მიუღებლობაც თუ გვჭირდა ეგ არ ვიცოდი.
20 მაისი, 10:13
გული მერევა ამათ დანახვაზე.
19 მაისი, 15:42
არც შალვა უქნია ღმერთს კაცად და არც ოქრუაშვილი...
0 1 3