x
ფეხით გათელილი უსამართლობა

ადვილია თქვა, რომ ``ეს უსამართლობაა``, ამას მხოლოდ ვამბობთ და პრობლემის აღმოსაფხვრელად არაფერს ვაკეთებთ, ხელს არ ვანძრევთ რადგან გვეშინია, რომ არ დავუპირისპირდეთ მეტოქეს და მან რამე არ დაგვიშაოს, არ გვაჯობოს, ან არ დაგვემუქროს და ჩვენც ვიხევთ უკან უსამართლოდ.არ ვეხმარებით სხვას, ვუშვებთ, რომ იყოს უსამართლობა და უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლონ, ტანჯონ, აწამონ და ხმა არ ამოვიღოთ, ჩუმად ვიყოთ ვიტანჯებოდეთ იმის გამო, რომ ვიცით სიმართლე, რომ ის, არ არის დამნაშავე.არ ჩაუდენია ცოდვა, არ მოუკლავს, ან გაუტაცია ან კიდევ არ არის ბოროტმოქმედი.მას დააბრალეს, დანაშაული შეაწმინდეს სუფთად და მტკიცებულება გადამალეს, ახლა ის საცოდავი გაიმეტეს სასიკვდილოდ, სატანჯველად, მისი ახლობლები კი ცრემლების ღვრად და ვაებად დ ავინც ეს ჩაიდინა განა გაიმარჯვებს ან საწადელს მიაღწევს? ღმერთი მაღლიდან ყველაფერს ხედავს, ის განარჩევს, მან იცის ყველაზე პირველმა ყოველივე ამბავი რაც ჩვენს გარშემო ხდება.იცის ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაული, მას დრო სჭირდება, რომ გაარკვიოს ყოველივე შემდეგ დამნაშავეს პასუხი, რომ მოსთხოვოს და ის ადამიანი ვინც მშიშარაა და ჩუმად არის რით განსხვავდება ნამდვილი დამნაშავისგან ვინც დანაშაული შეაწმინდა უდანაშაულოს? არაფრით, ისიც იგივე დამნაშავე გამოდის, როგორც ბოროტმოქმედი რომელმაც იცის სინართლე მაგრამ არ ამბობს.განა, დროა გაჩუმდე და არაფერი თქვა? თუ ის ჟამია სწორედაც, რომ არაფრის შეგეშინდეს და სამართლიანობას დაუჭირო მხარი? სიმართლე თქვა, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა?შეიძლება მოინდომო, რომ სიმართლეს მხარიდაუჭირო ამისთვის წინ ნაბიჯი გადადგა მაგრამ ბოლომდე არ იყო დარწმუნებული ამაშო და უკან დაიხიო, ხელი აგიკანკალდეს...ამასობაში, შენს ორჭოფობაში გაჩუმდე თუ ხმა ამოიღო უდანაშაულო ადამიანი იტანჯება.ყველა აუმხედრდდა, არავის სჯერა მისი, უმოწყალოდ ექცევიან, არაფრად აგდებენ სიკვდილოსთვის წირავენ.მაგრამ, გაურკვეველი არაფერი რჩება, ბოლოს ნათელი წერტილი სადღაც შორი ახლოს მოჩანს მას თვალი უნდა გაუსწორო და გზას გაგინათებს.გამოჩნდება ადამიანი ვინც გადაგარჩენს და გადამჩენელ ანგელოზად მოგევლინება.ჩაგჭიდებს ხელს არ შეეშინდება და დაამტკიცებს უდანაშაულობას.ბალახით დაფარული მიწა გატიტვლდება და სიმართლე სწორედ იმ ფარულ ადგილას იქნება რომელიც ამდენ ხამს ჩრდილქვეშ იყო მაგრამ რა, ჩრდილი სამუდამოდ დარჩება? მზის სინათლეც დაამშვენებს სამყაროს, იმ სამყაროს სადაც უსამართლობა ყოველთვის სამართლიანობად გარდიქცევა.ადამიანი იტანჯება, ტკივილს უძლებს, დამცირებას, შეურაცხყოფას ბოლოს კი მაინც იღიმის.იმიტომ, იღიმის, რომ გადარჩა, დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა, ისევ ისეთია, ძველებურად თბილი, ხალისიანი, ჰარმონიული, კეთილი, მოალერსე.ისევ, თბილად იღიმის და საყვარელ ადამიანებს ათბობს.სიყვარულით აძლიერებს ოჯახის წევრებს და მისი სიმართლე მის სუფთა, წმინდან სახეზეც აღიბეჭდება.დამნაშავეს სახეზევე ეტყობა თავისი დანაშაული, უდანაშაულოს კი სიკეთე და ის გულმოწყალება, რომელოც ბევრსვარ ჰქონდა მის მიმართ.არსებობს ისეთი რაღაც, რაც ადამიანს არ ეპატიება ეს გულმოწყალებაა, თუ შენ სხვას არ შეიცოდებ, არ აპატიებ მაშ, გული არ გქონია.გული, რომ გქონდეს, სიკეთით სავსე არსებას ასე არ მოექცეოდი, მიწაზე არ image
დააგდებდი და ფეხებით არ გათელავდი.აირჩიე, ღირსეული საქციელი, ღირსებიდან სამართლიანობამდე ერთი ნაბიჯია, ხოლო უსამართლობიდან უღირს საქციელამდე წამი ანუ ფეხით გათელილი უსამართლობა, რომელიც წამში სიმართლედ გარდიქცევა.

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0