x
როგორ შევქმნათ არაფრისგან ყველაფერი?

imageimage

შექმნა არაფრისგან ყველაფერი.არცისე მარტივია, სირთულეებთან არის დაკავშირებული, იმ სირთულეებთან რომელიც გამოცდას ჰგავს და უნდა გადალახო.უფროსწორად ამას ყველა ადამიანი აკეთებს, რადგან ეს მომენტი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება.ერთი განსხვავება ის არის, რომ სხვადასხვა დროს, ჟამს, საათსა და წუთს ხდება ეს ყოველივე.მხოლოდ ძლიერი ადამიანები ქმნიან ნაცრისგან მყარ მასას, მტვრისგან ბუდეს, ფიცრებისგან, აგურებისგან კი სახლს.რაც არ უნდა დამტვრეული, განადგურებული იყოს კერა, რაც არ უნდა ყოველდღიურად ფუჭდებოდეს კერის ნაწილი და რჩებოდეს ფუტურო მას ხელი თუ არ შეაშველე და საყრდრნი არ მიეცი რაც არ უნდა ახლიდან შეაკეთო არაფერი გამოვა.საყრდენის გარეშე ამ ქვეყანაზედ რამე წარმოგიდგრნიათ?ყველაფერს თავისი სიძლიერე გააჩნია რათა ფეხზე მყარად იდგეს და არ ჩამოიშალოს.საძირკველი თუ არა აქვს ბუნებას ვერ იარსებებს დიდხანს, მალევე დაიშლება და სულ მტვრად იქცევა და შემდეგ განადგურებული ნაწილებისგან, დამტვრეული ფიცრებისგან განა ააშენებ პატარა კერას? რაც არ უნდა ეცადო ვერა, რადგან ისეთი მყარი აღარ გამოვა და ძველებური იერსახე აღარ იქნება როგორც წარსულში.მაგრამ, თუ შენ არაფრისგან შექმნი ყველაფერს, ირგვლივ ნამსხვრევებს, ნამტვრევებს გაფანტავ და დაიწყებ ახლით სრულყოფილი მასალით, თუ შენს ძალას, შრომას, ენერგიას ჩადებ და ამ ყველაფერს მთელი გულითა და სიყვარულით შექმნი რადგან გეცოდინება, რომ შენი სახელი დაერქმევა მაშინ გამოგივა და იტყვი, რომ რაღაც ღირებული შექმენი.საკუთარი ხელებით, ღვარე ოფლი, გამოიყენე ძალა, იშრომე ბევრი ამის შემდგომ მოდის მხოლოდ კარგი, კარგის შემდეგ კი სიკეთე...ადამიანს შეუძლებელი შეუძლია, სუპერძალით არის დაჯილდოებული მთავარი აქ არის, რომ აღმოაჩინო საკუთარ თავში შენივე სუპერძალა, ბევრს ამის გაკრთება სამწუხაროდ არ შეუძლია.ვისაც შეუძლია, ეს ადამიანი დიადი ღირსებითა და სიკეთით არის დაჯილდოებული.უშრომელად არაფერი მოდის, თუ არ იშრომებ და ხელით არ შექმნი არც მოსავალი მოგივა მარაგიანი და ვერც დაპურდები...ყველაფერი ხელოვნურობას მიეცემა და ბუნებრიობა აზრს დაკარგავს.ბუნებრიობა რომელიც სამყაროში აუცილებელია და არაფრისგან ყველაფერს ქმნის.

0
232
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0