x
სიცოცხლის ომი,ბრძოლა სიცოცხლესთან

რომ დავფიქრდეთ, ადამიანის ბუნება როგორი ძლიერია არა? გვტკივა ძლიერ გვაჭერენ მაგრამ მაინც არ ვნებდებით, არ ვამბობთ, რომ შეუძლებელია ამ ტკივილს გავუძლოთ.მხოლოდ ჩუმად ვართ და ვითმენთ, იქამდე სანამ საჭირო იქნება.იმ დრომდე ვიქნებით მშვიდად სანამ დრო თვითონ არ დარეკავს დასასრულის ზარს.რაღაცას უნდა ველოდოთ, რაც გადაგვარჩენს ან პირიქით დაგვანგრევს.ადამიანი-ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მასზე ბევრი რამის თქმა შეგვიძლია კარგის, ცუდის, ნისლით მოცულია ან კიდევ წმინდანი.ბევრნაირი ადამიანია ამქვეყნად და ეს ქმნის მრავალფეროვნებას.ყველას თავისებური ხასიათი, ბუნება, ჩვევა, საქციელი აქვს.ყველა ერთმანეთისგან გამორჩეულია და სხვაა.მე, ასე ვფიქრობ, აი, შენ კი ეს არასწორად მიგაჩნია, შენ სხვა მოსაზრება გაქვს ამ თემასთან დაკავშირებით და ა.შ.ეს განსხვავებულობა ასეთია როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითი.იმ დროს როდესაც არ სჯერათ ჩვენი, რომ შევძლებთ და ფეხზე მყარად დავდგებით, ან თუნდაც ის მიუღწეველი მიზანი ერთ მშვენიერ დღესაც გამოვა.ფეხზე დავდგებით და ვიტყვით, რომ მიუღწეველი აქმვეყნად არაფერი არსებობს.ტკივილს თვითონვე ვიშუშებთ, ჩვენი ხელებითვე ვკურნალობთ, არ გვჭირდება სხვისი მოვლა-პატრონობა რადგან ეს, შეგვიძლია და აღემატება ჩვენს ძალებს.რთული იქნება თან ძალიან, როცა არავინ მოგჭიდებს ხელს, კაციშვილი არ გამოგიწოდებს დახმარების ხელს და იცი, რომ იმედი ირგვლივ არავისი არა გაქვს, მაგრამ მეორე ის არის კარგი, რომ იმედი თავად შენ ხარ, იმედი საკუთარი თავია რომელსაც უნდა ენდო, რომ გადაგარჩინოს.მხოლოდ საკუთარი თავი გადგვარჩენს და სხვა არავინ...ასეა, არ უნდა იყო სხვის იმედზე რადგან თვითონვე შეგიძლია არაფრისგან შექმნა ყველაფერი, დადგე ფეხზე, გაიმართო წელში, ამოისუნთქო თავისუფლად გაშალო ხელები და შეიგრძნო სიცოცხლე, ის სიცოცხლე რომელიც შენ გეკუთვნის და არა სხვას.ეს, სიცოცხლის ომია, სადაც ნარტო ხარ და მარტო იბრძვიimage

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0