x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8 სკანდალი კორონავირუსის ჟამს, რომელშიც ცნობილი ქართველები გაეხვნენ
image


უკვე 5 თვეა მსოფ­ლიო ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. რო­გორც სა­ტე­ლე­ვი­ზიო, ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ყო­ველ­დღი­უ­რად სა­უბ­რის და გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა COVID-19. პან­დე­მი­ას ჰყავს თა­ვი­სი გმი­რე­ბი და ან­ტიგ­მი­რე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად შემ­წყნა­რე­ბე­ლია. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლისს არც სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ად­გენს.


მო­დით, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბებს და სკან­და­ლებს, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ეხვნენ:


1. ზაზა აბა­ში­ძე და "ბოლ­ნი­სის კლას­ტე­რი"



image


2 მა­ისს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ზაზა აბა­ში­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე" კო­მენ­ტა­რი და­წე­რა, რის გა­მოც, მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნა მო­ი­თხო­ვეს. "უნდა ჩა­კე­ტო სო­ფელ­ში და ამო­ი­ხო­ცონ к ебённой матери!" - წერ­და აბა­ში­ძე მარ­ნე­უ­ლი-ბოლ­ნი­სის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში, სო­ფელ მუ­შე­ვან­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა დრო­საც ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა პო­ლი­ცი­ის და სას­წრა­ფოს მან­ქა­ნებს ქვე­ბი და­უ­ში­ნეს.


მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­ო­რე კო­მენ­ტა­რიც მო­ა­ყო­ლა: "არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნებს?! პო­ტენ­ცი­ურ გა­მავ­რცე­ლებ­ლად და მკვლე­ლე­ბად იქ­ცე­ვი­ან? მა­შინ გა­მო­კე­ტონ იმ სივ­რცე­ში და პატ­რო­ნი მოს...ვნი­ათ! გინ­და აზე­რი იყოს იყოს, გინდ ქარ­თვე­ლი, გინდ რუსი..."


აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო, აბა­ში­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქსე­ნო­ფო­ბი უწო­დეს და სი­ძულ­ვი­ლის ენის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მამ "არა-ფო­ბი­ას" კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნაც მოს­თხო­ვა.


აბა­ში­ძემ ფბ-ინ­ცი­დენ­ტის გამო ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:


"მე­გობ­რე­ბო, დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია ჩემ­მა მი­მო­წე­რამ ჩემს მე­გობ­რებ­თან, ამი­ტომ, უპირ­ვე­ლე­სად, მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბის გამო. მაგ­რამ, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვრა­ცხ გან­ვმარ­ტო ჩემი პო­ზი­ცია: ჩემი სი­ტყვე­ბი მუ­შე­ვა­ნის ამ­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აი­ტა­ცეს ვაი-პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წილ­მა და რე­ზულ­ტა­ტიც: ვარ მკვლე­ლი, ფა­შის­ტი, უვი­ცი, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი მეც­ნი­ე­რუშ­კა, აგენ­ტი და, რაც მთა­ვა­რია, ეროვ­ნუ­ლი შუღ­ლის გამ­ღვი­ვე­ბე­ლი!


ეს ცი­ლის­წა­მე­ბაა (თუმ­ცა, ამის დამ­წერ­ნი სხვას რას აკე­თე­ბენ!?). არც ერთი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მე­გობ­რებ­თან მი­მო­წე­რა­ში არ არის! პი­რი­ქით, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს ეხე­ბა ყვე­ლას - აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს, ქარ­თველს, რუსს - სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს!


ყვე­ლას, ვინც შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად არ­ღვევს სა­გან­გე­ბო რე­ჟიმს და ამით საფრ­თხეს უქ­მნის სხვას, იქ­ცე­ვა ვირუ­სის გა­მავ­რცე­ლებ­ლად და პრაქ­ტი­კუ­ლად მკვლე­ლად! ზუს­ტად იგი­ვეს დავ­წერ­დი, მსგავ­სი ფაქ­ტი რომ მომ­ხდა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­სა თუ სო­ფელ­ში" - და­წე­რა აბა­ში­ძემ.


2. თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"


image


"მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, თბი­ლი­სის მერს და ყვე­ლა დე­პუ­ტატს - ევ­რო­პის ყვე­ლა დე­და­ქა­ლაქ­ში გაგ­ზავ­ნეთ თვითმფრი­ნა­ვე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მო­საყ­ვა­ნად. ჩვენც ვართ აქ, ვცხოვ­რობთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და წაგ­ვიყ­ვა­ნეთ აქე­დან, გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეთ ერთი თვითმფრი­ნა­ვი. გვინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დეთ, აღარ გვინ­და ამ რუ­სეთ­ში, წაგ­ვიყ­ვა­ნეთ!" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა მომ­ღე­რალ­მა თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "ინ­სტაგ­რამ­ზე" ლაივ-ჩარ­თვის დროს.


მარ­თა­ლია, მომ­ღერ­ლის თხოვ­ნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კა კონ­ტრი­ძემ ხალ­ხის­გან და­იმ­სა­ხუ­რა, რომ­ლე­ბიც კო­მენ­ტა­რებ­ში მო­უ­წო­დებ­დნენ, დარ­ჩეს "თა­ვის რუ­სეთ­ში, სა­დაც ამ­დე­ნი წელი მოღ­ვა­წე­ობ­და". ასე­ვე მომ­ღე­რალს შე­ახ­სე­ნეს, 2008 წელს გა­დახ­დი­ლი ქორ­წი­ლი - "რა ექორ­წი­ლე­ბო­და, როცა რუ­სე­თი ბომ­ბავ­და სა­ქარ­თვე­ლოს".


კრი­ტი­კულ კო­მენ­ტა­რებს თა­ვად მომ­ღე­რა­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:


"ამაზ­რზე­ნი, შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი ვნა­ხე... მე რუ­სეთ­ში 1994 წელს წა­მო­ვე­დი, როცა ბევ­რი ქარ­თვე­ლი წა­მო­ვი­და. ვი­ღა­ცა დარ­ჩა, ვი­ღა­ცა წა­მო­ვი­და. ისე გან­ვი­თარ­და ჩემი ცხოვ­რე­ბა, და­იძ­რა ჩემი კა­რი­ე­რა... მა­შინ როცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, არა­ვის ეცა­ლა მუ­სი­კო­სე­ბის­თვის, მათ­თვის დღე­საც ცო­ტას სცა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ადა­მი­ა­ნი მგო­ნი უნდა ცხოვ­რობ­დეს იქ, სა­დაც მუ­შა­ობს და სა­დაც შე­უძ­ლია ხალ­ხის­თვის რა­მის გა­კე­თე­ბა, თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რუ­სე­თი­დან მე­ტის გა­კე­თე­ბა შევ­ძე­ლი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში შევ­ძლებ­დი.


მე რუ­სეთ­ში არც ერთ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, კა­ტე­გო­რი­ულ უარს ვამ­ბობ, ჩემი 25-წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვამ­ბობ უარს ყი­რიმ­ში კონ­ცერ­ტზე, სა­დაც 14 კონ­ცერ­ტზე ვთქვი შარ­შან უარი.


სა­ქარ­თვე­ლო­ში მე ვერ ვი­ცხოვ­რებ, ბევ­რჯერ გა­დავ­წყვი­ტე ეს, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სით მოვ­კვდე­ბი რუ­სეთ­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ლინ­გით რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? ზუს­ტად, თქვენ­ნა­ირ­მა ტუ­ტუც­მა ხალ­ხმა ათი­ა­თას­ჯერ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩა­მოს­ვლა" - თქვა კონ­ტრი­ძემ სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბა­ში.


3. ლალი მო­როშ­კი­ნა - "უში­ში, ვი­თარ­ცა უხორ­ცო..."


image


"მე და ჩემი 5 მე­გო­ბა­რი მზად ვართ შე­ვი­დეთ კო­ვი­დით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან და და­გიმ­ტკი­ცოთ, რომ ლა­ღებს ვირუ­სი არ ემარ­თე­ბათ. ის ემარ­თე­ბათ მშიშ­რებს და მხდა­ლებს" - ეს ერთ-ერთი გახ­ლავთ ლალი მო­როშ­კი­ნას კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან, რომ­ლის გა­მოც, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კა არ და­ი­შუ­რა.


ერთ-ერთ გან­ცხა­დე­ბა­ში კი მო­როშ­კი­ნამ 5G ან­ტე­ნე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას­თან და­ა­კავ­ში­რა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა:


"რა კარ­გია, რომ ინ­ტე­ლექტდაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლე­ბი ვე­ღარ შე­ი­ტა­ნენ ეჭვს იმ ფაქ­ტში, რომ ახალ კოს­მი­ურ ერა­ში შევ­დი­ვართ! ცხა­დია, ვერც ილონ მას­კი და ვერც ბილ გე­ით­სი ვერ შე­ა­ჩე­რებ­დნენ ფრე­ნებს, ახა­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნე­ბის და­სა­მონ­ტა­ჟებ­ლად, რად­გან ნა­ვი­გა­ცი­უ­რი სის­ტე­მე­ბი ხელს უშ­ლის ცაში სა­ტე­ლი­ტუ­რი ბა­დე­ე­ბის გან­თავ­სე­ბას, რაც გუ­შინ თვალ­ნათ­ლივ ვი­ხი­ლეთ.


ახლა უკვე მშვე­ნივ­რად ჯდე­ბა ლო­გი­კა­ში, რა­ტომ გა­მო­კე­ტეს კა­ცობ­რი­ო­ბა სახ­ლებ­ში, რა­ტომ ზაფ­რავ­დნენ გა­ათ­კე­ცე­ბუ­ლი ავად­მყო­ფო­ბის ციფ­რე­ბით, რა­ტომ და­ახ­რი­გი­ნებ­დნენ კუ­ბო­ებს... მე არ ვამ­ტკი­ცებ, იმ ფაქტს მავ­ნეა თუ არა ეს ახა­ლი ერა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ამა­ზე მხო­ლოდ ერთი წლის თავ­ზე შევ­ძლებთ მსჯე­ლო­ბას, რო­დე­საც შე­ვა­და­რებთ ლე­ი­კე­მი­ის და სიმ­სივ­ნე­ე­ბის შე­დე­გებს! დღეს კი ეს რე­ა­ლო­ბაა, ცა ახა­ლი სა­ტე­ლი­ტე­ბით სავ­სე, გული კი სი­ცა­რი­ე­ლით... მი­ლი­ო­ნო­ბით და­კარ­გუ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი, და­პა­უ­ზე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კა. განა ასე­თი გა­ბი­თუ­რე­ბის ღირ­სი იყო კა­ცობ­რი­ო­ბა?" - და­წე­რა მო­როშ­კი­ნამ "ფე­ის­ბუქ­ზე".


მწე­რალს ასე­ვე სჯე­რა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი­სა და დო­ნალდ ტრამ­პის და­პი­რის­პი­რე­ბა და ამე­რი­კა­ში კარსმომ­დგა­რი არ­ჩევ­ნე­ბია.


4. მი­ხე­ილ ცა­გა­რელ­მა მი­ლი­არ­დე­რე­ბი "ამ­ხი­ლა"


ცნო­ბი­ლი ას­ტრო­ლო­გის ავ­ტო­რი­ტე­ტი მის ერ­თგულ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­შიც კი შე­ირ­ყა, მას შემ­დეგ, რაც "კავ­კა­სი­ის" ეთერ­ში მა­ყუ­რე­ბელს კო­რო­ნა­ვირუს­თან აპო­კა­ლიფ­სუ­რი სცე­ნა­რი და­უ­ხა­ტა, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს ცნო­ბი­ლი მი­ლი­არ­დე­რე­ბი - ბილ გე­ით­სი და ილონ მას­კი თა­მა­შო­ბენ.


ას­ტრო­ლოგ­მა 5G ინ­ტერ­ნე­ტის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და გე­ით­სი და მას­კი სა­მო­მავ­ლოდ პან­დე­მი­ე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რათა მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ხო­ცოს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კი გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის, "ჩი­პი­ზა­ცია" და "რო­ბო­ტი­ზა­ცია" გან­ხორ­ცი­ელ­დეს. მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლის თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნი ყვე­ლა რე­ლი­გი­ის მოს­პო­ბა და ახა­ლი რე­ლი­გი­ის შექ­მნაა, რა­საც ახა­ლი ჰო­ლოგ­რა­მუ­ლი და ლა­ზე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ და ადა­მი­ა­ნებს სა­ბო­ლო­ოდ და­ი­მორ­ჩი­ლე­ბენ.


ცა­გა­რე­ლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი კო­ლე­გე­ბის­გა­ნაც გახ­და. მის გა­მოს­ვლას გა­ე­მიჯ­ნა ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სია". მათ ღიად მო­უ­წო­დეს ას­ტრო­ლოგს, რომ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა კი ას­ტრო­ლო­გი პა­ნი­კის და­თეს­ვა­ში და რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.


5. რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლი ხარ...


მარ­ტში სა­გან­გე­ბო რე­ი­სით საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნილ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბიც იყ­ვნენ. ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შვი­ლი მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე აე­რო­პორ­ტი­დან პირ­და­პირ კა­ხე­თის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში მოხ­ვდა, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი უტა ივა­ნიშ­ვი­ლი ტრა­პი­დან "გა­აქ­რეს" და არ­ცერთ სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნა­ში არ წა­სუ­ლა... განაგრძეთ კითხვა<<<



2
467
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
467
  
2020, 8 მაისი, 20:47
დაიხოცნონ მეტისმეტად მძიმე სიტყვაა, მაგრამ აზერბაიჯანელები ქართულ კანონმდებლობას ფეხებზე, რომ იკიდებენ დიდი ხანია.
ჯერ არ შემხვედრია აზერბაიჯანელი, რომელიც გამართული ქართულით მეტყველებდა.
რუსული და ისიც "ზურიკელას ბაბუას" ცოდნიდ დონის.
აზერბაიჯანელი იქნება, ქართველი, სომეხი თუ ქისტი ყველა უნდა დაისაჯოს ვინც სახელმწიფო სტრუქტურაზე ხელს აწევს.
2020, 8 მაისი, 14:07
პრეზიდენტად რომ ამუშავებენ და ამ გაგანია კარანტინას დროს რომ ორჯერ კითხეს რაღაცა არ ითვლება???
0 1 2