x
წვიმა სამყაროს ასველებს

და ახლა ფანჯრიდან, რომ გაიხედო წვიმს.თავსხმა წვიმაა მთელს ქვეყანაში, ამას დამატებული ელვა, ჭექა-ქუხილი რომელიც არასასიამოვნო შეგრძნებას გვბადებს.აქ, წვიმაზე არ ვაპირებ საუბარს, მის მნიშვნელობაზე და მის მოვლენაზე.ყველაფერს, ხომ თავისი მიზეზი აქვს? ასეა, წვიმის საამო წკაპა-წკუპი მე, ასე ვუწოდებ იმ წყლის წვეთებს რომელსაც ყოველივე ჩვენთაგანი საკმაოდ კარგად ვიცნობთ, იმ წვეთებს რომელიც კანს ერთხელ მაინც შეხებია და შეუგრძვნია თბილი თუ ცივი წვეთები.თითქოს მისი მოსვლა გადამრჩენელ ძალას ჰგავს, ან ასე ვუწოდოთ დამატებითი ძალა, გადამრჩენელი რგოლი რომელსაც ხელი უნდა ჩასჭიდო.წვიმა ირგვლიც ჭუჭყს და ზედმეტ ნივთიერებებს ასუფთავებს და მხოლოდ კარგს ტოვებს.გადარჩევის პრინციპია აქაც, იცის რა უნდა გაანადგუროს, დაასველოს, დაალპოს დ ა რას არ შეახოს ხელი.რა დატოვოს მშრალი და რას აჩუქოს სიცოცხლე.ვის მიანიჭოს სევდა, ზოგსაც კი ბედნიერება ან საამო ღიმილი.გააჩნია ამასაც როგორი მოგონებები გასულდგმულებს წვიმასთან, მის წკაპა-წკუპა ხმასთან.რაზე დაგაფიქრებს, რას მიხვდები...რაღაც ბუნების პატარა ან უბრალო მოვლენაც კი ჩვენში მნიშვნელოვანს ბადებს, რაღაცას გვასწავლის, საინტერესო ნაკვალევს გვიტოვებს ეს დარჩენილი ნაკვალევი კი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უფრო დიდი ნაბიჯებით და თავდაჯერულობით, რომ ყველაფერს შევძლებთ და არაფერს დაერქმევა წარსულის მოგონება.ჯერ მხოლოდ როგორი გასაოცარია, ფანჯარასთან ახლოს ჯდომა, ციდან წვიმის წვეთების მიწაზე დაცემის სურათს, რომ უყურებ ამ დროს რამხელა სიამოვნება იღვრება გულში დ აგინდა არ გინდა გეღიმება რადგან ეს შინაგან სამყაროს სიამოვნებს, ამშვიდებს და დიდ ენერგიას, ძალას აძლევს, რომ ხვალ ახალი დღეა, უკეთესი შესაძლებლობებით სავსე, მეტს მიაღწევ და მეტს გააკეთებ.წვიმის ხმაურიანი წვეთები მინიშნებას ჩაგძახებენ ყურში ეს კი საგულდაგულოდ უნდა შეინახო, მხოლოდ რწმენა გქონდეს და საკუთარი თავის იმედი, რომ ამას შეძლებ დანარჩენი კი უკვე ციდან ჩამოფრენილმა წვიმის თბილმა წვეთებმა იციან.წვიმა, ნიშნავს რაღაც ცუდის დასასრულს, რომ მორჩა წერტილი დაესვა ეს ბოლოა და მეტი აღარ იქნება.მოგვარდება, ძლევებურ იერსახეს დაიბრუნებს და მალე გამოიდარებს..გათენდება, გაანათებს კაშკაშა მზე ეს კი დასაწყისის მანიშნებელია..ცას ღრუბლიანი სახე ექნება, იქუხებს, იქუხებს წვიმას.შეეცდება მაგრამ არ იწვიმებს სამუდამოდ მზის ნათება და მისი სითბო დარჩება ც8ს ქვემოთ.დედამიწა მალე ყველაფერს მოერევა, ვერც ტალახიანი წვიმა შეაშინებს და ვერც შიშის მომგვრელი ჭექა-ქუხილი რადგან მზემ ის უკვე გაათბო და გადასცა კუთვნილი ენერგია.წვიმა, ეს დაფიქრების, გაანალიზების, შეცდომების მიხვედრის, ყველანაირი ცუდის, სიბოროტის გამწმენდია.ფილტრავს იმ ენერგიას და არასასიამოვნო აურას რომელიც რაღაც ეტაპზე სულდგმულობდა, შემდეგ ჩნდეimageimageimage


ბა ცისარტყელა დ ააფერადებს მიწას, ცას კი მცხუნვარე მზე ამშვენებს.წვიმა ბოროტებას ასველებს, გლეჯს მთელ ტალახს და ჭუჭყს.ნათქვამია წვიმა მოგონებებს ასველებსო, რაც კი ამქვეყნად უცანურია და არარეალური ირგვლივ მთელ მიდამოს ასველებს.მხოლოდ ბუნებას ინდობს და მის მშვენიერებას, ცუდ მოგონებებსაც ანადგურებს და ბოროტ ადამიანებსაც შლის ცხოვრებიდან. წვიმა ამ სამყაროს ასველებს...

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0