x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ განაცხადების მიღებისათვის 3 დღე დარჩა
image


საქართველოში ყველაზე წარმატებულ ლიტერატურულ კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ განაცხადების მიღების დრო იწურება. მონაწილეობის მსურველებს, განაცხადის გასაგზავნად, 3 დღე დარჩათ.


კონ­კურ­სზე, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი, ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა-ხელ­შე­წყო­ბაა, გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა 1-ელ აპ­რილს და­ი­წყო და 1-ლი­ მა­ი­სის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.


მათ, ვი­საც წერა უყ­ვარს და ფიქ­რობს, რომ ეს კარ­გად გა­მოს­დის; მათ, ვინც სა­კუ­თარ წიგნ­სა და წარ­მა­ტე­ბულ სამ­წერ­ლო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობს, შე­უძ­ლი­ათ, ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ოს.



კონ­კურსს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” მე-4 წე­ლია ატა­რებს. გა­სუ­ლი სამი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს მკი­თხვე­ლი უკვე იც­ნობს და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ეს ავ­ტო­რე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ წე­რას.


image


გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დგომ, დე­ბი­უ­ტანტ ავ­ტო­რებს ჰქონ­დათ წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, არა მარ­ტო თბი­ლის­ში, არა­მედ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ ბიბ­ლუ­სის „დიდ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტურ­ნე­ში“, მიწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა ტელე- და რა­დიოგა­და­ცე­მა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.


ახლა ისინი რეალური ბესტსელერები არიან და და მათ­მა გა­ყიდ­ვებ­მა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­ყიდ­ვე­ბის რე­კორ­დე­ბიც მოხ­სნა.


ამ­ჯე­რად, ას­პა­რე­ზი კი­დევ ერთხელ ეთ­მო­ბა, რო­გორც დამ­წყებ, ასე­ვე უკვე შემ­დგარ მწერ­ლებს.


კონ­კურ­სზე მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ რო­მა­ნი. ჟან­რი და თე­მა­ტი­კა თა­ვი­სუ­ფა­ლია. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, 18 წლის ასა­კი­დან.


კონკურსის წესები და პირობები



0
2
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0