x
image
სალომე ბეჟიტაშვილი
უკანასკნელი ფოთოლი

უიმედობა, ერთ-ერთი საშინელი მორევია, რომელიც ადამიანს ითრევს შავ დიდ ღრმულში და რა თქმა უნდა სულიერად ანადგურებს.უქრება ის რწმენა რომელიც აქამდე ჰქონდა ან ასე ვთქვათ რომლითაც განვლილი ცხოვრრბა სულდგმულობდა.ადამიანს როცა რწმენა არა გაქვს, გიქრება სიცოცხლის და არსებობის სურვილი, თავისებური აკვიატება ხდება მთავარი ადამიანის ცხოვრებაში...და ამ დროს ცხოვრება უფერული ხდება ერთფეროვანი და უგემოვნო.ყველაფრის სურვილი გიქრება არაფერი გიხარია, ისეთი ენერგიული აღარ ხარ როგორც ადრე.არანაირი არაფერი მოქმედებს მხოლოდ წევხარ ლოგინში და შეჰყურებ შენს გამოგონილ ბედისწერას, აკვიატებას.აიკვიატე, რომ ძველებურად არაფერი იქნება, ცუდად იქნები და მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდება ან სულაც მოკვდები.ეს, ფაქტები კი იქიდან გამომდინარე, რომ დაკარგე იმედი აღარაფრის აღარ გჯერავს ირგვლივ ყველაფერი დროებითი გეჩვენება გგონია, რომ დრო გაჩერდა და აღარ გააგრძელებს მოქმედებას.ჯერ მარტო ასეთ რაღაცეებზე, რომ ფიქრობ შინაგანად რამხელა სტრესი ისადგურებს შენში.შემდეგ იწყება დეპრესია და საკუთარ თავში ჩაკეტვა, უკვე აღარავინ გაინტერესებს არავის აზრს ითვალისწინებ, ყველაფერი გაღიზიანებს, არ გინდა მზრუნველობა და ალერსი რადგან ეს უკვე მეორეხარისხოვანია შენთვის ამას აღარ აქვს მნიშვნელობა როცა იმედი გადაგეწურა სიცოცხლისა...მაგრამ იცოდე, რომ ასე არ უნდა იფიქრო საკუთარ თავს შენვე დაიღუპავ და გააგანდგურებ.ცოცხლად დაიწვავ შინაგან სამყაროს მხოლოდ ერთი რამ იცოდა, რომ იმედი ბოლოს კვდება და სანამ ადამიანი ცოცხალია რაღაც ან ვიღაც მაინც უნდა ეიმედებოდეს.აი, მაგ;მე, მეიმედება პირველრიგში საკუთარი თავი, შემდეგ ჩემი ძალა და შესაძლებლობები, ჩემი ოჯახი და გარშემო ახლობლები.ასე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი და არ უნდა ვთქვათ ``არ გამოვა`` ან ``უკვე გვიანია``არასდროს არ არის გვიანი, თუ მოინდომებ და დაარქმევ ყველაფერს თავის სახელს მაშინ ყველაფერი იქნება კარგად და არც ის დაგავიწყდეს, რომ საკუთარ თავს ხშირად უმეოროთ, რომ მალე გამოიდარებს არ იქნება მუდამ ღრუბელი, ერთ დღესაც მზე გამოანათებს...რომელიც გულს სითბოთი და დიდი ენერგიით აგავსებთ.ყველა ადამიანს ჩვენი მზე გყვავს, უცნობი თუ ნაცნობი ეს შესაძლოა ვიცოდეთ უმეტეს შემთხვევაში კი არ ვიცით.მზეს ვერ ვხედავთ მაგრამ ჩვენთან ახლოს არის ან კიდევ უეცრად გამოჩნდება სრულიად მოულოდნელად იმ დროს როდესაც შენს აღსასრულს ელოდები.იმ ჟამს რომელსაც უკანასკნელი ფოთლის დარჩენას ხის ტოტზე და ჩამოვარდნას ელოდები, რომ ეს დასასრულია.იმ ჟამს რიდესაც უკანასკნელი ფოთლის დარჩენას, ხის ტოტზე და ჩამოვარდნას ელოდები, რომ ეს დასასრულია.ალბათ, ამ სიტყვებზე გაგახსენდებათ ცნობილი მოთხრობა ``უკანასკნელი ფოთოლი`` მოთხრობის მთავარი გმირი, ხდება ავად, იმედი აქვს გადაწურული და გაჰყურებს საწოლიდან წინ მდგარ ხეს.რომელსაც სცვივა ფოთლები, ის ყოველ დღეს ყოველ ჩამოვარდნილ ფოთილს ითვლის.რამდენი ფოთოლიც არის დარჩრნილი იმდენი დღე იცოცხლებს.ეს, მისი ფიქრებია და მისივე აკვიატება, რომ უკანასკნელი ფოთოლი როცა შერჩება ხეს და ჩამოვარდება მაშინ დაესმევა წერტილი ყველაფერს და იქნება დასასრული.მაგრამ უეცრად ღრუბელი ჩადის და მზე ამოდის.ნელ-ნელა ძველ საკუთარ თავს უბრუნდება, უფრო ვიხსნებით და ნელ-ნელა იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ გვინდა ცხოვრება.ეს, მთავარი პერსონაჟიც ამ დასკვნამდე მივიდა და მთავარი აქ რა არის, რომ შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის მხარშიმდგომი რწმენა, ამომავალი მზე რომელიც დაიბრუნებს ძველ ნათებას...და ისევ იგივე ენერგიას...ასე მოხდა აქაც, ადამიანმა ადამიანმს აჩუქა ღირებული სიცოცხლე...გადაარჩინა და ცხოვრება აჩუქა.დაუხატა ხე, რომელსაც უკანასკნელი ფოთოლი ამშვენებდა, რეალურად კი უკვე, კაი ხნის ჩამოვარდნილი იყო...იმედიც დაუბრუნდა და ცხოვრებისკენაც მიტრიალდა აღმოაჩინა, რომ სურდა სიცოცხლე და სიცოცხლე ყველა'ფერია.imageimageimage


0
31
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0