x
იპოვე შენი გასაღები

ყველას სჭირდება გასაღები და ყველა ჩვენთაგანს უნდა ჰქონდეს რადგან მის გარეშე ბევრი რამ შეუმჩნეველი რჩება, არასდროს იხსნება მუდამ დაკეტილია.გასაღებში კარის, უბრალო რკინის გასაღებს არ ვგულისხმობ.ეს, ის გასაღებია როცა რაღაც ახალს ეგუები, ცუდს ან კარგს აწყდები სიცოცხლის მანძილზე, სადღაც რაღაც არის დამალული ახლო მახლო კი საიდუმლოა.უამრავი იდუმალებით მოცული კარია, ყველა კარში გვინდა შესვლა და იმის ამოხსნა ფუ რა იმალება თეთრი და შავი კარის უკან.შეგვიძლია, კარის სახელურიimageimage

ჩამოვწიოთ მაგრამ ის არ გაიღება.რადგან ჩაკეტილია ხელით ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააღებ ხელებს არ შესწევნთ იმდენი ძალა, რომ ეს შეძლოს.თითქოს ერთი უბრალო კარი, არადა ცხადში რამხელა მნიშვნელობა აქვს და სირთულეს წარმოადგენს როცა არაფერი შეგიძლია, უსუსური ხარ.არ იცი რა მოიმოქმედო არავინ და არაფერი გეხმარება ამ ომში მარტო ხარ და მარტომ უნდა იმოქმედო.დაისახო მიზანი, შეიმუშაო გეგმა გარისკო და გააკეთო ის რაც გგონია, რომ არ შეგიძლია რეალურად კი თუ მოინდომებ შეგეძლება ამის გაკეთება.არ არ აფასებ საკუთარ შესაძლებლობებსა და თავს როდესაც სწორად დაინახავ საკუტარ თავს და იქნები ობიექტური სანამ არ ეტყვი შენს თავს, რომ:``მე, ეს შემიძლია.მე, თავს გავართმევ ყველაფერს`` იქამდე არაფერი გამოვა, ამასთან ერთად უნდა ირწმუნო შესაძლებლობების და გამოაჩინო ძლიერი მხარე რომელიც სადღაც იმალება.ახლა დაცემის დრო არ არის, სისუსტე უკან ჩამოიტოვე მხოლოდ წინ იარე წელში გამართულმა და თავაწეულმა.მხოლოდ ამ შემთხვევაში იპოვი გასაღებს...ადვილი არ იქნება, მოგიწევს თავდაუზოგავი შრონა, ოფლის ღვრა და სირთულეებთან ჭიდილი.მხოლოდ იმის შემდეგ როცა კარად დაიღლები და წამოდგომა აღარ შეგეძლება შენს წინ გაჩნდება განხორციელებული მიზანი-გასაღები.სამი მთავარი პუნქტი რომელიც უნდა გაითვალისწინო:გქონდეს მყარი მიზანი, დაგეგმო და განახორციელო ბოლოს კი მიიღო პოზიტიური შედეგი.ამ პუნქტების დაყრდნობით შექმნი იმას რისი შექმნაც გსურს.ხელთ გასაღები როდესაც გაქვს კარის გაღება მარტივია, ყველანაირი საშვის გარეშე შეგეძლება შიგნით შესვლა.მაგრამ როდესაც შიგნით შეხვალ გაიაზრებ კია რა არის მთავარი? ამით რისი თქმა მსურს, რომ ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს ვინ არის, საიდან მოვიდა, როგორია, რა გააკეთა ან რისი გამკეთებელია, რა შეუძლია...და მხოლოდ ერთხელ არ უნდა გაიოფლო, მთელი ცხოვრება შრომა და მუშაობაა, შენივე ხელებით უნდა შექმნა არაფრისგან ყველაფერი, ჩალისგან ჩიტის ბუდე, ნანგრევებისგან კი სახლი...სანამ არ გაიგებ შრომის ფასს იქამდე ვერაფეტს მიხვდები.შესაძლოა, ერთხელ რაღაცის გამო მოითმინო და როგორც პირველი მცდელობა მიხვიდე ხოხვით ფინიშის ხაზამდე და დააკმაყოფილო ცნობისმოყვარეობა მაგრამ დღე, რომ დადგეს მსგავსი მაშინ საინტერესოა რას იზამ?, ეს არის ზუსტად საინტერესო შემდეგზე იგივეს თუ გაიმეორებ.ცხოვრებაში არაფერი მოდის ციდან და ესე მარტივად ხელი თუ არ დაგიმძინდა და მყესები თუ არ დაგეჭიმა ისე არც არაფერი გამოვა.ისიც დაიმახსოვრე, რომ ქვეყნად ერთი გასაღები არ არსებობს მთელი არსებობის მანძილზე უნდა ეძიო გასაღები რომელიც ყველა დახურულ კარს გააღებს...კართა მოდგმით არის შექმნილი ბირთვი, რომელიც საფეხურებად იყოფა.პირველი ფიქრობ, რომ არ შეგიძლია, შემდეგ ფიქრობ, რომ ცდი, მესამე ეტაპზე ზემოთა საფეხურზე ადიხარ, შემდეგზე უფრო მაღლა, მეხუთე ეტაპზე ქვემოთ ჩამოხვედი მაგრამ არ ნებდები, ისევ მიდიხარ უფრო მეტს მუშაობ, შემდეგ ფინიშთან ახლოს ხარ და ბოლოს მეშვიდე ეტაპზე ფინიშის ხაზს კვეთ და რწმუბდები იმაში, რომ ეს შეგიძლია და შენ ეს გააკეთე.ეს, ერთგვარი მოტივაციის ტესტია, სცადეთ და ჩაუტარეთ საკუთარ თავებს ამის შემდეგ იპოვით თქვენს გასაღებს.წარმატებები!

0
134
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0