x
დაიჭირე წამი

სითბო, რომელიც მარადიულია.სითბო რომელიც არასდროს არ იკარგება და ყველა ადამიანის გულშია ეს სიყვარულია.სიყვარული -ურთიერთობა, ურთიერთობა კი ადამიანები.ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ გრძნობები, გრძნობები კი ეს გამოხატვის საშუალებაა, რომ სხვას ბედნიერრბა მიანიჭო, ან სიყვარული აჩუქო...ახლობელ ადამიანს ღიმილი აჩუქო და თვითონაც გააღიმო ...ვეცადოთ, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, პატივი ვცეთ დღეები გავუხალისოთ მშვენიერი გავხადოთ ჩვენი ყოველდღიურობა ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, დავაიმედოთ, ხელი მყარად ჩავჭიდოთ და აღარასდროს გავუშვათ. ერთი მეორის იმედად უნდა ვიცხოვროთ, ერთი მეორის ყოველი ბედნიერების საათით, წუთით, წამით...ყოველ წუთს საკუთარ თავებს უნდა შევახსენით, რომ ჩვენი არსებობა ამ ქვეყნად მნიშვნელოვანია რადგან ჩვენ მთავარნი ვართ.ჩვენ, რომ არა არც გასაჭირი, ლხინი, ბედნიერება, სიხარული იარსებებდა.ადამიანის გარეშე დედამიწა ცარიელი იქნებოდა, ადამიანები ვავსებთ ამ სამყაროს...შესაძლოა ერთ მხრივ ტვირთიც ვართ მაგრამ სიმძიმეს ყველა ეზიდება..ყველას აწევს ზურგზე პატარა თუ დიდი ტვირთი ეს კი ცხოვრებაა, რომელსაც თავის სიმძიმეები გააჩნია.ყველა ზიდავს თავის კუთვილ ტვირთს.ერთმანეთს ვაჩუქოთ სიყვარულით სავსე წამები, გვიყვარდეს ყოველ წუთს და ვუთხრათ, რომ ``მუდამ უნდა იარსებო, მყარად უდგე ფეხზე და გაუძლო ტკივილს...``ტკივილს რომელსაც ცხოვრება ჰქვია.შევუნდოთ ერთმანეთს რადგან ცხოვრება ხანმოკლეა და ჩვენი სიცოცხლეც დროებითია, დროებით ვიბადებით, ვცოხლობთ და სამარადჟამოდ ვკვდებით.ამ ხანმოკლე ჟამს დავაგროვოთ ტკბილი და მოსაგონარი დღეები, ვიყოთ მნიშვნელოვანი და სამაგალითოები, რომ სხვა თაობამ გაითვალისწინოს და ისწავლოს რაღაც კარგი ან ფასეული, რაც ძლიერ ადამიანად ჩამოაყალიბებს...მეტი პოზიტივი, მეტი სიყვარული, მეტი ღიმილი, მეტი სითბო...ერთმანეთს ხშირად ვუთხრათ, რომ გვიყვარს...რომ სამყარო ფერადი და მრავალფეროვანია...ჩვენ, გაზაფხულის კვირტები ვართ რომელიც რაღაც პერიოდში ყვავდება შემდეგ კი ჭკნება...და მშვენიერი რამ რაც კი არსებობს და რაც შენს სახელს გაახსენებს ყველას ეს შენი ადამიანობაა, შენი ღირსება და სამართლიანობა...შემდეგ კი შენი სიყვარული და სითბო...მთავარი ადამიანობაა შემდეგ კი დანარჩენი სხვა ყველაფერი.ადამიანი, რომ იყო უნდა შეგეძლოს კარგის თუ ცუდის გაანალიზება და გარჩევა, პატიება და კარგი დამოკიდებულება ამა თუ იმ ადამიანის მიმართ.ბოროტების საფეხურს თუ ქვემოთ დაწევ და სიკეთის საფეხურს ზემოთ აწევ, მეგ უპირატესობას მიანიჭებ და სამართლიანად განსჯი უკვე ამის შემდეგ ყალიბდები ნამდვილ პიროვნებად..დაივიწყე სიბოროტე, რადგან ეს ყველაფერი წამიერია...წამია კადრი რომელიც შეჩერდა და აღარ გაგრძელდება...წამია ადამიანი, მისი მანერები, ხასიათი, საუბარი, ღიმილი...წამია სიცოცხლე, გულის ფეთქვა რომელიც წამში გაჩერდება და სწორ ხაზს დახაზავს.გული მაშინ გაჩერდება როცა იგრძნობს, რომ საკმარისია და ეს ბოლოა...ეს, გაჩერება კი გარდაუვალია, მხოლოდ ერთი განდხვავება ის არის, რომ ყველას გული სხვადასვხა დროს ჩერდება ზიგის ნაადრევად ზოგისაც კი გვიან ჟამს...და ხშირად ვამბობთ ხოლმე რა უსამართლოა ცხოვრება, რომ ასეთი ახალგაზრდა გაიმეტა მაგრამ იმაზეც დავფიქრდეთ, რომ ჩვენ არ ვწყვეტთ არც ცხოვრება..მისი ბედი ეს იყო, მას ამდენი ხანს უნდა ეცხოვრა და მორჩა მისი ამ ქვეყნად ცხოვრება, ის შენზე ადრე გახდა ანგელოზი და ახლა იმ ქვეყნად ცხოვრობს სადაც ბედნიერია შესაძლოა ამ ქვეყანაზე ბედნიერება ვერ პოვა მაგრამ იქ აუცილებლად იპოვის...ცხოვრება წამია, ადამიანი ამ კადრის ნაწილი რომელიც მოულოდნელად შენელდება...და ბოლოს თავს წყვეტილ ხაზებად დაგვამახსოვრებს...ასე, რომ დაიჭimage
ირე წამი სანამ გვიანი არ არის.

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0