x
ადამიანის ორი პროფილი

ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რაკურსი, სხვანაირი პროფილი ერთი კარგის მომასწავლებელია მეორე ცუდის.პირველად გაცნობისას შესაძლოა შეცდე და კარგი დაინახო, ის ცუდი კი სადღაც იყოს დამალული.ადამიანს, ორი სახე აქვს და შესაბამისად ატარებს ნიღაბს, რომელიც ღიმილის უკან იმალება.ნიღაბს, რომელზეც გაწერილია მისი სიცრუით სავსე ცხოვრება...წინ გიღიმის, კარგად გექცევა შენც ენდობი და სინამდვილეში უკან ატრიალებს საქმეებს, გჭორავს, შენზე ცრუ ჭორებს ავრცელებს ან რაიმე ცუდს ამბობს.როცა უნდა მაშინ მიიღებს ანგელოზის პოზას და ამას დრო უჩვენებს, დროს აკვირდება და ხდევა ბოროტიც.ეს, თვითონ იცის და უკვე ასე ვთქვათ დამუღამებული აქვს გარდასახვა, თუ როდის უნდა გაგიღიმოს, მოიწყინოს, როდის რა გითხრას, მოგეალერსოს, თბილად გესაუბროს..ტკბილი მოჩვენებითი საუბარი და ზრუნვა აბნევს ადამიანს და მხოლოდ მის კარგ მხარეს ხედავს შავი პროფილს ვერ ხედავს თვალთ უბნელდება ასე ხდება ხოლმე ხშირად, როდესაც რაღაცას დავიჯერებთ არ გვინდა, რომ ის სიმართლე აღმოჩნდეს ხშირ შემთხვევაში ტყუილი გვგონია და თვითონაც გვიკვირს ``ნუთუ ის, ასეთია? არა, გამორიცხულია`` ეს ვითარება ჩვენ ადამიანებს ძალიან გვტკენს გულს.მაგრამ როცა იგებ, შენი ყურით და თვალით რომ ვისაც ენდობოდი გიღალატა ზურგი გაქცია და გაიგე, რომ არარაობად გამოგიყვანა სხვების წიბაშე მაშინ? ამ დროს უფრო საშინელება ხდება როდესაც შენს ნდობას, მეგობრობას, ადამიანობას, სითბოს და სიყვარულს ფეხქვეშთელავენ? სულიდან ამოღებულ სითბოს და სიტკბოს ასე ერთი ხელის მოსმით, რომ ანადგურებენ..შინაგანად გტანჯავს საკუთარი მე, თუ ასე როგორ მკხდა, რატომ ვერ მივხვდი აქამდე ან როგორ ვენდობოდი, როგორ გამოვაყენებებინე თავი..ასეა, ვიღაცა ვიღაცას იყენებს, ერთი კი მეორეს ატყუებს, ეპირფერებიან ან ახლოდან ექიშპება.ბოროტება ახლოს მოსული უფრო საშიშია ვიდრე შორიდან.შორიდან, რომ გებრძვის იცი, რომ ის შენი მტერია.ყველაზე საშიში იდუმალი, ამოუცნობი მტერია რომელიც კარგი გგონია თუმცა ერთ დღეს ნიღაბს ჩამოხსნი და მიხვდები, რომ ისიც შენი მტერია რომელიც სხვა თამაშის წესებით გეთამაშებოდა ამის შემდეგ მიხვდები, რომ არავის ენდო...მაგრამ, შენ ხომ ძლიერი ხარ, ბოროტთა სიტყვა ვერაფერს შეცვლის შენ ამით უფრო ისწავლი, გაძლიერდები, გონს მოხვალ და მიხვდები...მომავალში უფრო ფრთხილად იქნები ...მინუსებსაც შეისწავლი და პლიუსებს, უკეთესად გეცოდინება ადამიანების შეფასება, მათი შინაგანი ხასიათი, განწყობა, ქმედებანი.მუდამ არ იქნება ღამე ერთხელაც გათენდება და მზე გაანათებს ე.ი ბოროტების სახე განათდება და სიმართლე იზეიმებს.ცხოვრების მანძილზე ბევრი ცუდიც ხდება და კარგიც.სამართალიც და უსამართლიბაც, სიკეთეც და ბოროტებაც.ბევრს ცუდს სჩადის ადამიანი პარარელურად კი სიკეთესაც აკეთებს...მაგრამ ერთი რამ ყველა ადამიანს შორის მსგავსება ის არის, რომ ყველა ცოდვილია...შევისწავლოთ ერთმანეთი, სულიერი სამყარო პირველ რიგში გვქონდეს ღირსება, პატიოსნება და ადამიანობა. დავფიქრდდთ ჩვენს ნაბიჯებზე რადგან შემდეგ ყველას მოეკითხება.სიცოცხლე სიფრთხილეა, ფსკერთან ახლოს არ უნდა იყო თორემ თუ ახლოს მიხვედი და ფეხი დაგიცურდა მაშინ შენი არსებობაც დამთავრებულია ასე, წამიერად იწყება და მთავრდება სულიერი თუ უსულო სხეულების არსებობათა ციკლი...ფსკრის გულში იყავით და არა ნაპირზე, არ ეთამაშოთ ცხოვრებას თქვენი წესებით რადგან ცხოვრება თამაშია და მას საკუთარი წესები, სტრატეგიები გააჩნია შენ, ვერაფერს შეცვლი შენი ბოროტი ქმედებით, სიკეთე გაჯობებს და გაიმარჯვებს...ზუსტად, შენ იქნები ის ადამიანი ვინც უფსკრულის წვერზე იდგა და სიკვდილს ელოდა ან ყოველ წუთს კვდებოდა.image

0
94
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0