x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
კორონავირუსი საქართველოში - 50 დღე, რომელმაც ქვეყანა შეცვალა
image


მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, 50 დღე გა­ვი­და. დღეს მე­დი­ა­შიც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ყო­ველ­დღი­უ­რი სა­უბ­რის თემა COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბია.


რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ამ 50 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ ვირუს­თან ბრძო­ლა, რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა პრე­ვენ­ცი­ის­თვის და რო­გორ შე­იც­ვა­ლა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა? - AMBEBI.GE-მ პან­დე­მი­ის თვე­ნა­ხე­ვა­რი შე­ა­ჯა­მა.


image



პირ­ვე­ლი დღე, 26 თე­ბერ­ვა­ლი - კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა


2020 წლის 25 თე­ბერ­ვალს მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 80 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, ჩი­ნე­თის შიგ­ნით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ქვეყ­ნის გა­რეთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლებს კი პირ­ვე­ლად ჩა­მორ­ჩა.


მე­ო­რე დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და.


26 თე­ბერ­ვალსვე, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ირანს შო­რის ყვე­ლა სა­ხის მი­მოს­ვლა შე­წყდა.


მე­ხუ­თე დღე, 1 მარ­ტი - სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბის და ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა


კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მოქ­მედ­მა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ხალ­ხმრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­წყდა სკო­ლებ­ში, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.


მე­ა­თე დღე, 6 მარ­ტი - პირ­ვე­ლი კლას­ტე­რი და 14-დღი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნი


6 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 9 შემ­თხვე­ვა იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. გა­მო­იკ­ვე­თა პირ­ვე­ლი - ე.წ. "იტა­ლი­ის კლას­ტე­რი", რამ­დე­ნა­დაც 7 შემ­თხვე­ვა იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.


სა­ქარ­თვე­ლო­სა და იტა­ლი­ას შო­რის პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სე­ბი შე­ჩერ­და, მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი პი­რე­ბის­თვის კი 14-დღი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნი ან თვი­თი­ზო­ლა­ცია და­წეს­და.


მე-15 დღე, 11 მარ­ტი - ჩOVID-19 პან­დე­მი­ად გა­მო­ცხად­და


11 მარტს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის გავ­რცე­ლე­ბა პან­დე­მი­ად, ანუ გლო­ბა­ლურ ეპი­დე­მი­ად გა­მო­ა­ცხა­და:


"ჩOVID-19 შე­იძ­ლე­ბა და­ხა­სი­ათ­დეს, რო­გორც პან­დე­მი­უ­რი", - თქვა ბრი­ფინგზე ჯან­მოს დი­რექ­ტორ­მა, ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა.


ამ დღის მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი მსოფ­ლი­ოს 114 ქვე­ყა­ნა­ში იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა - 118 381-ს, ხოლო გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი - 4 292-ს აღ­წევ­და.


მე-19 დღე, 15 მარ­ტი - პირ­ვე­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი


სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ინ­ფექ­ცია 26 თე­ბერ­ვალს და­უ­დას­ტურ­და, თით­ქმის სამ კვი­რა­ში, 14 მარტს გა­მო­ჯან­მრთელ­და. წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მას 24 სა­ათ­ში ტეს­ტი გან­მე­ო­რე­ბით ჩა­უ­ტარ­და, რის შემ­დე­გაც სა­ბო­ლო­ოდ გან­კურ­ნე­ბა და­დას­ტურ­და.


ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტმა მომ­დევ­ნო დღეს, 16 მარტს და­ტო­ვა და ორ­კვი­რი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვი­და.


image


მე-20 დღე, 16 მარ­ტი - ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი


სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი შე­ზღუდ­ვა და რე­კო­მენ­და­ცია მი­ი­ღო: და­ი­ხუ­რა სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი; კა­ფე­ე­ბის, ბა­რე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის­თვის გა­ი­ცა მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­ზღუდ­ვის და მხო­ლოდ ე.წ. მი­ტა­ნის სერ­ვი­სის და­ტო­ვე­ბის რე­კო­მენ­და­ცია; 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­ი­ცა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში დარ­ჩე­ნის რე­კო­მენ­და­ცია; შე­ჩერ­და მი­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის.


22-ე დღე, 18 მარ­ტი - სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვა უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის


სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 18 მარ­ტის, 00:00 სა­ა­თი­დან უცხო­ე­ლე­ბის­თვის მთლი­ა­ნად და­ი­კე­ტა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი. უცხო ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე შე­მოს­ვლა დრო­ე­ბით - ორი კვი­რით აეკ­რძა­ლათ.


ამა­ვე დღეს აიკ­რძა­ლა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა, თუმ­ცა, გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ე­ზღუ­და მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორ­ტს - ავ­ტო­ბუ­სებ­სა და მეტ­როს. აღ­ნიშ­ნულ ტრან­სპორტზე გა­ი­ცა დე­ზინ­ფექ­ცი­ის ყო­ველ­დღი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია.


23-ე დღე, 19 მარ­ტი - სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის და­ხურ­ვა


სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მო­რი­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით იქნა მი­ღე­ბუ­ლი. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სი იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი.


24-ე დღე, 20 მარ­ტი - სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა


სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სი­ნო­დის სხდო­მა­ზე გა­და­წყდა, რომ ეკ­ლე­სია ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას არ შე­ა­ჩე­რებს და სა­ერ­თო კოვ­ზი­დან ზი­ა­რე­ბის წესს არ შეც­ვლის, მი­უ­ხე­და­ვად კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხი­სა. თემა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რად დარ­ჩა, თუმ­ცა სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ით, ზი­ა­რე­ბის წეს­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოა.


25-ე დღე, 21 მარ­ტი - სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა


21 მარტს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის უკვე 49 შემ­თხვე­ვა იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ერთი თვით ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და.


შე­ი­ზღუ­და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შეკ­რე­ბა, მა­ნი­ფეს­ტა­ცია და ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­შეყ­რა (პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ხაზი გა­უს­ვა, რომ აიკ­რძა­ლა 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა); სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მი ით­ვა­ლის­წი­ნებს შემ­დეგ აკ­რძალ­ვებს: იხილეთ ინფოგრაფიკა + სანქციები


27-ე დღე, 23 მარ­ტი - მარ­ნე­უ­ლი­სა და ბოლ­ნი­სის და­კეტ­ვა


22 მარტს მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შიდა გა­და­ცე­მის ფაქ­ტი და­დას­ტურ­და. მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის ზუს­ტი წყა­როს დად­გე­ნა გარ­თულ­და, რა­საც რე­გი­ონ­ში ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა მოჰ­ყვა - მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი მკაცრ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნად გა­მო­ცხად­და, აიკ­რძა­ლა:


მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში შეს­ვლა და გა­მოს­ვლა; სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა; ტე­რი­ტო­რი­ის შიგ­ნით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა (სურ­სა­თის და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად ან სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად გას­ვლის გარ­და); აფ­თი­ა­ქე­ბის და სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბის გარ­და, ყვე­ლა ობი­ექ­ტი და­ი­ხუ­რა.


image


28-ე დღე, 24 მარ­ტი - რე­ი­სე­ბი უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად


24 მარტს გან­ხორ­ცი­ელ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სი, რომ­ლი­თაც, "ეგე­ო­სის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ თვითმფრი­ნა­ვით, ათე­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 150 მო­ქა­ლა­ქე ჩა­მო­ვი­და. ყვე­ლა მგზავ­რი კა­რან­ტინ­ში გა­და­ვი­და.


სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გად­მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 15 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, უკვე 15-მდე რე­ი­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა:


იხილეთ ინფოგრაფიკა და განაგრძეთ კითხვა



0
71
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0