x
მეტი
  • 04.06.2020
  • სტატია:100996
  • ვიდეო:346265
  • სურათი:464500
ბლინებს ინგლისურ სტილში ვამზადებ: მასზე უკეთესი არაფერი მიჭამია
ამ ბლინის მომზადებას ძალიან მარტივად შეძლებთ. სულ რაღაც 5 ინგრედიენტი დაგჭირდებათ:

image

110 გრ გაცრილი ფქვილი

2 ქათმის კვერცხი


200 მლ რძე

75 მლ წყალი

60 გრ კარაქი


როგორ მოვამზადოთ გემრიელი ბლინები

გემრიელი ინგლისური ბლინები რომ მოვამზადოთ, ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას მიყევით.


image

გაცრილ ფქვილს კვერცხი დაუმატეთ და მიქსერით ათქვიფეთ. შემდეგ ნელ-ნელა რძე და წყალი დაუმატეთ და ნაზად აურიეთ. კიდევ ერთხელ მაღალ სიჩქარეზე მიქსერით აურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

გირჩევთ ცომით სავსე თასს საკვები ცელოფანი დააფაროთ და ღამით მაცივარში გააჩეროთ. დილით ცომი გამოიღეთ და ბლინები კარგად გახურებულ ტაფაზე მოამზადეთ. ტაფას ცოტა ცხიმი წაუსვით.

ბლინი ტაფას რომ არ მიეკვრას და მარტივად გადაბრუნება შეძლოთ, 50 გრ კარაქი გაადნეთ და ცომს დაუმატეთ, კარგად აურიეთ.

ტაფას ბლინები კოვზით დაასხით, დაახლოებით ნახევარი წუთით თითოეულ მხარეს შეწვით.


image

მზა ბლინები საუზმეზე შაქართან და ლიმონთან ერთად მიირთვით. ასევე შეგიძლიათ კემი, არაქისის პასტა, ათქვეფილი ნაღები, კენკრა ან ნაყენი დაუმატოთ. გემრიელად მიირთვით!


ასევე დაგაინტერესებთ:

ჩემი ბავშვები გოგრას ცუდად ჭამენ, მაგრამ გოგრის ოლადებზე გიჟდებიან

image

ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით

image

ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

image

მსუბუქი დესერტი - გემრიელობა ლიმონის კრემით

image

აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ

image

0
392
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
392