x
image
Yoona
აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ
ბურფი აღმოსავლური ტკბილეულია, წარმოშობით ინდოეთიდან. მას ნაღების გემო აქვს, რომელიც შესქელებულ რძეს ჰგავს. ამასთან ტკბილეული წელვადი გამოდის და რძიან თხილს ჰგავს. მისი მომზადება ძალიან მარტივად და სწრაფად შეიძლება - მხოლოდ 15 წუთი საკმარისია.


image

ყველაზე რთულია - დაელოდოთ, სანამ ტკბილეული მაცივარში გაგრილდება.


პროდუქტები:


100 გრ კარაქი

100 გრ შაქრის ფხვნილი

110 გრ სქელი არაჟანი, 25 %-იანი ცხიმიანობით

250 გრ მშრალი რძე

100 გრ არაქისი (შეგიძლიათ მარილიანი გამოიყენოთ)


მომზადება:

1.სქელი ძირის ქვაბში კარაქის დაჭრილი ნაჭრები მოათავსეთ.

2.აქვე შაქრის ფხვნილი დაუმატეთ, აურიეთ და ქვაბი ცეცხლზე დადგით.

3.შაქრის ფხვნილის გადნობამდე საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ.

4.ამის შემდეგ არაჟანი დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ, რომ კურკუტები არ გაჩნდეს.

5.შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და შემადგენლობა ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.

6.გაგრილებულ მასას მშრალი რძე (მცირე პორციებით) დაუმატეთ და ყოველ ჯერზე მიქსერით ათქვიფეთ.

7.როცა მასა გასქელდება, ჯოხით მორევა გააგრძელეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

8.გაწმენდილი არაქისი მშრალ ტაფაზე 10 წუთით მოხალეთ, გააგრილეთ და ცომს დაუმატეთ. დაქუცმაცება აუცილებელი არაა.

რჩევა. ძალიან გემრიელი გამოვა ტკბილი ცომის და მარილიანი არაქისის კომბინაცია.

9.მასა სილიკონის ფორმებში გადაანაწილეთ (შეგიძლიათ ფორმას კარაქი წაუსვათ), საკვები ცელოფანი დააფარეთ და მაცივარში 3-4 საათით გააჩერეთ.

10.კარგად გამაგრების შემდეგ, ტკბილეულობა ფორმიდან გამოიღეთ და სუფრაზე გასატან თეფშზე გადმოიტანეთ.

11.დაჭერით რომბებად და სუფრაზე გაიტანეთ.

პ.ს. კარაქი და მშრალი რძე მხოლოდ მაღალი ხარისხის გამოიყენეთ, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ.

გემრიელად მიირთვით!


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რისგან ამზადებენ სინამდვილეში სწრაფი მომზადების ლაფშას?

image

2. იდეალური ალუბლის ლიქიორი მხოლოდ ოთხი მოქმედებით

image

3. 7 კერძის რეცეპტი ბროკოლისგან, რომელიც ბავშვებსაც კი მოეწონებათ

image

4. ასე მომზადებულ ღვიძლს ჭამს ყველა მაშინაც კი, თუ არ უყვარს

image

5. სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ გურმანებისთვის!

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1231
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
1231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0