x
image
Yoona
Mediator image
ჩემი ბავშვები გოგრას ცუდად ჭამენ, მაგრამ გოგრის ოლადებზე გიჟდებიან
გოგრა ბევრ სასარგებლო ნივთიერებას და ვიტამინს შეიცავს. ის ბავშვებისთვის წარმოუდგენლად სასარგებლოა. ამის მიუხედავად ბევრს მისი ჭამა არ უყვარს. სწორედ ამიტომ, ბავშვებისთვის გემრიელ გოგრის ოლადებს ვაცხობ.


image

აუცილებელი პროდუქტების სია:

1 ნახევარი საშუალო ზომის გოგრა


მზესუმზირას ზეთი შესაწვავად

1 ჭიქა ხორბლის ფქვილი

2 კვერცხი

ნახევარი ჩაის კოვზი მარილი

ნახევარი ჭიქა რძე

2-3 ს/კ შაქრის ფხვნილი

ვანილი სურვილის მიხედვით

image

მომზადება:

გოგრა აუცილებლად კარგად გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. 2 ნაწილად გაჭერით. მხოლოდ ერთი ნახევარი დაგჭირდებათ, მეორე მაცივარში შეინახეთ.

გოგრის გული ამოჭერით და გათალეთ. რამდენიმე ნაწილად გაჭერით. ამის შემდეგ გახეხეთ. თუ ბევრი სითხე გამოგივათ, შეგიძლიათ სითხე გადაასხათ.

გახეხილი გოგრა გვერდზე გადადეთ.

პატარა ქვაბი აიღეთ და რძე ჩაასხით. ყურადღება! ადუღება საჭირო არაა, უბრალოდ შეათბეთ.


image

კვერცხი თბილ წყალში გარეცხეთ, რადგან ნაჭუჭზე შეიძლება ბევრი ბაქტერია იყოს დაგროვებული. შემდეგ გატეხეთ, რძეს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ასევე მარილი, შაქარი, ვანილი დაუმატეთ. ვანილის დამატება აუცილებელი არაა. ყველაფერი კარგად აურიეთ. ნელ-ნელა ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ.

ახლა ცომს გახეხილი გოგრა დაუმატეთ და კვლავ აურიეთ. ოლადების ცომი მზადაა!


image

ტაფა გაახურეთ და კარაქი გაადნეთ.

ახლა სუფრის კოვზით ცომის ნაწილი გამოაცხვეთ. ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.


image

მზა ოლადები დიდ თეფშზე დააწყვეთ და სუფრაზე ცხელი გაიტანეთ. ოლადები შეგიძლიათ არაჟანთან, ნებისმიერ ჯემთან, მურაბასთან ან თაფლთან ერთად მიირთვით.


image

რამდენიმე რჩევა

თუ გეჩვენებათ, რომ ოლადები ბევრ ცხიმს შეიცავს, თეფშის ქვეშ ქაღალდის პირსახოცი მოათავსეთ. ის ზედმეტ ცხიმს სწრაფად შეიწოვს.

ვანილის ნაცვლად შეგიძლიათ დარიჩინი ან მუსკატის კაკალი დაუმატოთ.


image

თუ სახლში რძე ვერ იპოვეთ, კეფირით ან ნებისმიერი სხვა რძემჟავა პროდუქტით ჩაანაცვლეთ.

ოლადები შეგიძლიათ მიკროტალღურ ღუმელში ან კექსის ლამაზ ფორმებში გამოაცხოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

სახლში მომზადებული ფანტის რეცეპტი ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე ბავშვებს ძალიან მოწონთ

image

6 გემრიელი და სასარგებლო სმუზი ბავშვებისთვის, რომლებიც თქვენც მოგეწონებათ

image

გემრიელი პაშტეტები საკუთარი ხელით

image

7 კერძის რეცეპტი ბროკოლისგან, რომელიც ბავშვებსაც კი მოეწონებათ

image

ჯანმრთელობა, სიმსუბუქე, სილამაზე - 3 სახის წვნიანი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს

image

მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში

image


0
281
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
281