x
image
Yoona
ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით
ნოყიერი ნამცხვარი ნამდვილი მხსნელია, რადგან სწრაფად და მარტივად მზადდება, ხოლო მიღებული შედეგი გარანტირებულად გაგახარებთ.


image

ნამცხვრის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:


ცომისთვის:


300 გრ ფქვილი

150 გრ კარაქი

150 გრ შაქარი

10 გრ გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი


შიგთავსისთვის:

400 გრ ხაჭო

300 გრ ტკბილ-მჟავე ვაშლი

3 კვერცხი

30 გრ მანანის ბურღული

100 გრ შაქარი

1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი


მომზადების მეთოდი:

პირველ რიგში, შიგთავსი მოამზადეთ. ამისთვის ღრმა თასში კვერცხი, შაქარი, ხაჭო და დარიჩინი მოათავსეთ და ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. შემდეგ მანანის ბურღული დაუმატეთ, კარგად აურიეთ და 15-25 წუთით გააჩერეთ, რომ მანანის ბურღული გასივდეს.

image

ახლა ცომის მომზადებას შეუდექით. ამისთვის ცალკე თასში ფქვილი, მარილი, შაქარი და გამაფხვიერებელი ჩაყარეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. ამის შემდეგ მშრალ ინგრედიენტებს მსხვილ სახეხზე გახეხილი ცივი კარაქი დაუმატეთ. სწრაფად აურიეთ. კარაქმა გადნობა ვერ უნდა მოასწროს. შემდეგ სამ ნაწილად გაყავით.

საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით. დაახლოებით 22-24 სმ დიამეტრის ფორმა გამოიყენეთ. ქაღალდი დააფინეთ.

image

შიგთავსს მსხვილ სახეხზე გახეხილი ვაშლი დაუმატეთ. ფორმის ძირზე ნამცეცების ნაწილი მოათავსეთ, ხელით ოდნავ დატუმბეთ. ზემოდან შიგთავსის ნახევარი მოათავსეთ, შემდეგ კვლავ ნამცეცების ნაწილი - შიგთავსი - ნამცეცები.

image

175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთი აცხვეთ.

მზა ნამცხვარი პირდაპირ ფორმაში გააგრილეთ. ნამცხვარი იდეალური რომ გამოვიდეს, კარგად გააგრილეთ.

image

ასევე დაგაინტერესებთ:

ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი წასახემსებელი სადღესასწაულო სუფრაზე

image

ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

image

აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ

image

დიეტური ვაშლის ნამცხვარი ფქვილის გარეშე - თუნდაც ყოველდღე მიირთვით

image

ყველა დღესასწაულზე ვამზადებ დესერტს, რომელსაც „ჩიტის რძის“ დიდ კანფეტს ვუწოდებ

image


0
287
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
287