x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
რა მოვლენაა მეორედ მოსვლა?
რატომ გვაშინებენ ქართველეს მეორედ მოსვლით?რატომ გვატყუებენ, რომ ქართველებისთვის მეორედ მოსვლა საშინელი მოვლენა იქნება?

უდიდესი წმინდა მამა იოანე ზოსიმე წერს: ”დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან.....შემდეგ აგრძელებს, ტექსტის ბოლოს წერს, "და ესე ენაი, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა"...(მესია ამ ენაზე უნდა გაცხადდეს და ამით ამხილოს სხვა ენები)

პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: თავი 8, მუხლი 19.ქმნილება იმედით მოელის ღვთისშვილთა გაბატონებას.
––––––––––––––––
აქვე გავიხსენოთ ვეფხის ტყაოსანი(ვეფხის ტყაოსანი შეგნებულად დავწერე ცალ–ცალკე)

(1659).ქართველთა ღმრთისა, დავითის ვის მზე ჰმსახურებს სარებლად.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ახლა ვნახოთ რას წერს წმინდა არსენ იყალთოელი დავით აღმაშენებელზე თავის ნაშრომში "მეფესა დავითს":


"კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნულთა შორის"

გამოცხადება 22:16.მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი.

დანიელი 2:44."და იმ სამეფოთა დღეებში ზეციერი ღმერთი აღადგენს თავის სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაემხობა, და მისი ხელმწიფება სხვა ხალხის ხელთ არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე დარჩება"

მარკოზის 11:10.კურთხეულია ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!“

3 მეფეთა 2:45.ხოლო კურთხეულ იყოს მეფე სოლომონი, და მტკიცე იყოს დავითის ტახტი უფლის წინაშე უკუნისამდე!“

ფსალმუნები 88:29.დავამკვიდრებ უკუნისამდე მის ნაშიერს და მის ტახტს, ვითარცა დღეებს ზეცათა.

ფსალმუნები 88:36-37.მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს წინაშე; დამკვიდრდება მთვარესავით უკუნისამდე, და იქნება ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში.“

ლუკას 1:33.და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“


ნოდარ დუმბაძე მზიან ღამეში წერს:

“ღმერთი შეიძლება იმდენად მარტივი იყოს და უბრალო, რომ ნახო გაგიკვირდეს, იმდენად უბრალოა და იმდენად მარტივი რომ შეიძლება ვერ გაუძლო''

დავუბრუნდეთ ისევ ვეფხის ტყაოსანს.შოთა რუსთველი გვეუბნება:

1658
(ა) გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.
(ბ) გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
(გ) ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
(დ) ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე, რუსთველისად ამისა.
–––––––––––––––––––––––––––––––
"დრო- წინაპრების ნალოც-ნაღვაწი
დრო-არენაზე გამოსვლა ქართლის...
საქართველოს დრო, საქართველოს ცა
და საქართველო მსოფლიოს თავში..."!!!
(არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე)
––––––––––––––––––

აკაკი წერეთელი თავის უკვდავ პოემაში "ნათელა" გვეუბნება:

ერთხელ თურმე მზე და მთვარეს
მოუვიდათ ჩხუბი დიდი:
გაშორდენ და შემაერთი
ჩაინგრიეს გზა და ხიდი.

შუა ჩადგა გველეშაპი,
დრო იხელთა, ჩაეპარა…
აღარც მზე სჩანს, აღარც მთვარე…
ორივ ერთად მიეფარა.

დადგა ბნელი საზარელი
დრო, მხეცების სანავარდი!…
მზის სხივების ვეღარ მჭვრეტი,
გახმა ია, დასჭკნა ვარდი!…

სწორედ ამ დროს, სიბნელის დროს,
მოევლინა ქართველს ჭირი!…
აღარც ძმობა, აღარც ყმობა,
აღარც სიტყვა, აღარც პირი!..

ერთი ძუძუთ გამოზრდილი,
ერთი დედის ორი შვილი,
ერთს ჭირსა და ერთსვე ლხინში
შეთანხმებულ-გამოცდილი,

ამერი და იმერეთი
აირია, აიშალა!…
და ორივეს ჩამოაკლდა
სიმტკიცე და ძველი ძალა.

ეს უნდოდათ მონგოლებსაც!
გაიხარეს გულით დიდად,
შუა ჩადგენ და ძმებ შუა
შური გასდვეს გზა და ხიდად.

გაეგონათ, ქართველები
პირდაპირად ვერვინ სძლია,
და იმათი დამჩაგვრელი
მხოლოდ სულის სიმდაბლეა!…

გზას დაადგენ ცბიერების,
ხალხსა ჰრყვნიდენ მრავალგვარად,
სიცრუე და ორპირობა
ხელთ ეჭირათ ხმლად და ფარად.

სიმართლეს და კარგ კაცობას
აღარ ჰქონდა გასავალი
და სდევნიდენ კაცურ კაცებს,
არ ჰქონოდათ, გინდა, ბრალი.

ჩამოაგდეს ქვეყანაში
სიღარიბე, სიღატაკე;
მთა და ბარი გაასწორეს,
შეაერთეს ზღვა და ვაკე.

დღეს-ხვალობით შელახული,
დაიჩაგრა, გატყდა ერი:
შიგადაშიგ გამოუჩნდა
ძმას მისივე მოძმე მტერი!…

მამა-პაპის წაღმა ხნული
შვილიშვილთა დაღმა ფარცხეს.
და ამერეთ-იმერეთმაც
ერთმანეთი დაამარცხეს.

ძველი ქება და დიდება
დაჭკნა უცბად, როგორც მდელო:
ადრინდელის ჩრდილი იყო
დაჩაგრული საქართველო!…

ყოველი მხრით გაისმოდა
სულთაბრძოლის “ვაი” - “ვიში”!..
და დაცემულ ქართველობის
აღარ ჰქონდათ მის მტრებს შიში!..

ეგონათ თუ ქართლის ბედი
საუკუნოდ მიეფარა
და მომავალ სიცოცხლესაც
შავი მიწა მიეყარა!…

რა იცოდენ, რომ მის წილხვედრს
დედა ღვთისა არ სწირავდა
და ტანჯვაში გამობრძმედილს
მომავლისთვის იფარავდა!
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

უდიდესი წმიდანი და წინასწარმეტყველი აკაკი წერეთელი გვეუბნება, რომ დედაღვთისა მომავლისთვის იფარავდა საქართველოს...რა მომავლისთვის?რა მომავალი აქვს საქართველოს???

ქართველთა მომავალი სწორედ ის არის, რომ დავითის ტახტის მემკვიდრეები ვართ ჩვენ, მესია, ღმერთი, ქართველია.ქართულ ენაზე, თავის ენაზე, უნდა განიკითხოს და ამხილოს ღმერთმა კაცობრიობა...

აი რას გვეუბნება მაცხოვარი იოანეს გამოცხადებაში:

გამოცხადება 5:5.მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას"

და აჰა პირდაპირ გვეუბნება მაცხოვარი, რომ ქართულმა ენამ და ქართველმა მეფემ უნდა ახსნას შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი საიდუმლო და გაცხადდება, რომ იესო ქრისტე არის ქართველი და საქართველო და დავითის სამეფო ტახტი მისი ტახტია...

აი რას ამბობოს უდიდესი წმინდა და წინასწარმეტყველი მამა, მამა გიორგი ბასილაძე:"ქრისტე ჯვარს ეცვა, ევნო, შეურაცხოფა და შენერწყვა დაითმინა, მაგრამ გეუბნებით - ქრისტემ ეს ამ ცოდვილი მოდგმისგან ერთხელ მოითმინა და მოითმინა რათა კაცთა მოდგმა ეხსნა. მაგრამ აწი ისე საწყალი ურიებისგან ნაცემ - ნაბეგვი კი არ გამოჩნდება.
ღმერთი თავისი დიდებით გამოჩნდება!!
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ისევ და ისევ წმინდა მამა გიორგი ბასილაძის სწავლებების ციტირებებს ვახდენ:

"ბოროტის ალყაში ვართ ქართველები ვერ ხედავთ?! გვიტევენ ყოველი მხრიდან და ყველანაირი იარაღით. მსოფლიო დიდი ხანია, დაპყრობილია ბოროტისაგან. დღეს მთელი რიგი სახელმწიფოები არ ებრძვიან ბოროტს, ისინი მალე გაამეფებენ მას !...დიდი სიფრთხილეა საჭირო ! ბოროტი ჩვენ გვებრძვის, ქრისტეს ქვეყანას და თუ სუფთა არ ვიქნებით, ჩვენც დავნებდებით (ღმერთმა დაგვიფაროს ) ქრისტეს რას ვეტყვით?!" ...

""იწყება დიდი გამოღვიძება!საქართველო მსოფლიო დონის სულიერი აღმოჩენების წინა პერიოდშია"

"ბრმები" ცდილობენ "გაგაცნონ"ქრისტე, როცა თავად არ იცნობენ მას.წმიდანები კი ცნობენ ქრისტეს და ცდილობენ, შეგამეცნონ საკუთარი თავი, რის შემდეგაც თავად იცნობთ ქრისტეს"

"როგორც ანტიქრისტე ემზადება მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე გამოსასვლელად, ასევე ემზადება დიდი ქართველი ქრისტესმოყვარე მეფე, ბოლო ჟამის გადამწყვეტი ბრძოლისათვის"

"საქართველოს მეფე ეყოლება!..და ეყოლება თვით ქრისტე ღმერთის განსაზღრულ ჟამს!

მეფე იქნება სვეტი მართმადიდებლობისა, ძლიერი მმართველი.მეფე-დიდი დავითის სულით!!!

ერმა უნდა გამოხატოს სურვილი და მზადყოფნა, უპირობოდ აღიაროს ღმრთითრჩეული მეფის ძალაუფლება!

ბოლო ჟამის ქართველი მართმადიდებელი მეფის მოვლინება უდიდესი ისტორიული და მისტიკური მომენტია, არა მხოლოდ ჩვენი ერის ცხოვრებაში, არამედ ზოგადად მთელი კაცობრიობისთვის"

და ბოლოს მამა გიორგი ამბობდა:4000 წელია ველოდებითო ბერი ნიკოლოზის გამოჩენას...
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2020 წელი, ანუ, 2000 წელი ქრისტემდე და 2000 წელი მის შემდეგ.2020 ანუ, 2000+2000=4000 წელს...ანუ შევიდა სამყარო ახალ ფაზაში.დგება ქართველთა, დავითის ტახტის მფლობელი, მეფის გამოჩენის დრო...აბა მასე ტყუილად კი არ დევნიან მავანნი მამა ნიკოლოზს, თავად ატყობთ ალბათ, რომ საქართველოში და მთელ მსოფლიოში რაც ხდება, პროცესები დაწყებულია.....

აკაკი წერეთელი გვეუბნება:
კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯაჭვული ამირანი
არის მთელი საქართველო
და მტრები კი ყვავ-ყორანი.

მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება
ამდენი ხნის გასაჭირი!...

და აჰა შოთა რუსთაველიც ამას ამბობს, განმეორდები, :

1658
(ა) გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.
(ბ) გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
(გ) ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
(დ) ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე, რუსთველისად ამისა.

და ბოლოს ისევ განვმეორდები, ქართველებს რატომ გვაშინებენ მეორედ მოსვლით?ვინ გვაშინებს?ჩვენთვის რატომ არის ეს საშინელი მოვლენა???

აი ჩვენი, მართმადიდებლების მრწამსის ბოლო სიტყვები გვეუბნება:"მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ."

ანუ მერმე ქრისტეს მოვასვლას და განკითხვას მოველიო, და ასევე შემდეგ ცხოვრებასო...გესმით???

როგორც ვხედავთ სულ არ ყოფილა საშინელი მოვლენა და ტყუილ უბრალოდ აშინებენ ხალხს...ვის აწყობს ეს???

ვაჟა ფშველა კი ამირანის ლექსში გვეუბნება:
"მუნით ჩამოწვეს ღრუბელი,
გაჩნდეს ცეცხლ-სეტყვა ხშირია,
იძახდენ მართლის ჯვარმცმელნი:
“ვაჰმე, რა დიდი ჭირია!”

მჭედლები ცოდვას ნანობდენ,
ამტვრევდენ გრდემლებს, კვერებსო,
თვის იარაღის ნაშთებზედ
აფრქვევდენ მწარე ცრემლებსო."

ახლა ხედავთ ვის ეშინია მეორედ მოსვლის???ეშმაკს ეშინია.მის მსახურებს ეშინიათ ამ უდიდესი ბედნიერი დღის....არის არასწორი სწავლება ეკლესიებში, რომ მეორედ მოსვლა საშინელი მოვლენააა...ეს მაგათთვისაა საშინელი.ანაფორიანი გველებისთვის და ეშმას მსახურთათვის, ხოლო ქართველებისთვის და ზოგადად წმინდად მცხოვრები ადამიანისთვის ამაზე ბედნიერი დღე და მოვლენა არ არსებობს და ქართველებს გვაშინებენ ამით, მერე და ვინ?ვინ არის ამას რომ აკეთებს ეს??

მეორედ მოსვლა არის ქრისტეს გამოჩენა, ქართველთა აღზევება, ქართველთა ბატონობა, ამდენი წამებიდან ამოსვლა და ბოლო–ბოლო ჩვენი გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე, როგორც ღვთისშვილებისა....

ვის არ აწყობს ეს და ათასი ბოდვებით აშინებს ხალხს??

"სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენს ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით - მკვდარსაც კი გაეცინება."(ვაჟა ფშაველა)

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ცოტნე კვერსელავა
ცოტნე კვერსელავა
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0