x
image
intermedia.ge
Mediator image
"დახვრეტამდე სამხედროებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ღიმილით მიმართა მათ"- ვინ იყო მატა ჰარისი და რა გავლენა იქონია პირველ მსოფლიო ომზე
image


შეუდარებელი კურტიზანი ქალის, ორმაგი ჯაშუშისა და მოცეკვავის მატა ჰარის ბიოგრაფია დღესაც კი განხილვის საგანია. მასზე გავრცელებული ამბები ძირითადად მითებზეა აგებული და მხოლოდ რამდენიმე მათგანია დამტკიცებული არქივში დაცული მასალებით.


ვინ იყო ეს ქალბატონი და როგორ იმოქმედა ისტორიის სვლაზე, კონკრეტულად კი პირველ მსოფლიო ომზე, დანამდვილებით დღესაც უცნობია. როგორც ამბობენ, მატა ჰარის საქმის დეტალები საფრანგეთის მხარის მიერ დღესაც გასაიდუმლოებულია.


მისი ნამდვილი სახელია მარგარიტა გერტრუდა ზელე. ის 1876 წელს ჰოლანდიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ლეუვარდენში 7 აგვისტოს დაიბადა. მას სამი ძმა ჰყავდა, როგორც ცნობილია, გოგონა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა. ოჯახი ქუდების მაღაზიას ფლობდა და ასევე ნავთობის მოპოვების ბიზნესის ერთ-ერთი მეწილე იყო. ბავშვები ელიტურ სკოლაში იღებდნენ განათლებას.



ოჯახის უდარდელი ცხოვრება მაშინ დასრულდა, როცა მარგარიტას მამა ადამ ზელე გაკოტრდა. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, მაშინ გოგონა 13 წლის იყო. მარგარეტა 15 წლის იყო როცა დედა გარდაეცვალა. მამამ გოგონა ბიძასთან ნიდერლანდების ჩრდილოეთში პატარა ქალაქ სნეკში გაგზავნა.


თავისუფლების მოყვარულმა გოგონამ ბიძას თავი დააღწია და ჰააგაშიც კი გაიქცა. 18 წლის გრეტამ ერთხელ გაზეთის რუბრიკა აღმოაჩინა, სადაც მამაკაცები ურთიერთობისთვის ქალბატონებს ეძებდნენ, მან კარგად შეისწავლა განმცხადებლები და არჩევანი 39 წლის ოფიცერ რუდოლფ მაკ-ლეოდზე შეაჩერა. 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, გოგონამ ოფიცერს თავი შეაყვარა და მისთხოვდა კიდეც.


image


შესაძლოა ოჯახის შექმნისას მართლაც სურდა ლამაზი ოჯახი ჰქონოდა, თუმცა მას შემდეგ რაც მეუღლე ინდონეზიის კუნძულ იავაზე გადავიდა და ახალგაზრდა ცოლს დაუფარავად ღალატობდა, წარუმატებელ კარიერას გრეტას აბრალებდა და სიმთვრალეში მეუღლეს და ორ მცირეწლოვან შვილს ფიზიკურად უსწორდებოდა, ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე ქალმა ხელი ჩაიქნია როგორც ამბობენ, სწორედ ამ კუნძულზე დაიწყო გრეტას მრავალფეროვანი ცხოვრება. მეუღლეზე გაბრაზებულ გოგონას ურთიერთობები ჰქონდა ახალგაზრდა ოფიცრებთან, ერთ-ერთი ოჯახური სკანდალის შემდეგ ის საცხოვრებლად ჰოლანდიელ ოფიცერთან ვან რედესთან გადავიდა. ის სწავლობდა ინდონეზიურ კულტურას, ქმარზე გაბრაზებული თავს ცეკვით იმშვიდებდა. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად მან სწორედ კუნძულ იავაზე დაირქვა სახელი მატა ჰარი, რაც მალაიზიურად "დღის თვალს" ნიშნავს.


გოგონას მძიმე ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა ორი წლის ვაჟის ნორმანის გარდაცვალებამ. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მწვავე სიფილისით გარდაიცვალა, რომელიც მშობელთაგან ერთ-ერთმა გადასდო. ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ ბავშვები მოახლემ მოწამლა. მატა ჰარის უფროსი გოგონაც 21 წლის ასაკში სიფილისით გარდაიცვალა.


მანამდე კი ოჯახი ჰოლანდიაში დაბრუნდა, აქ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ოფიციალურად გაეყარა, მარკ-ლეოდმა უარი განაცხადა ალიმენტის გადახდაზე და მარგარიტას შვილიც წაართვა.


ოჯახის დანგრევის შემდეგ, მარგარიტას ფინანსური შემოსავალი საერთოდ აღარ ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა პარიზში წასულიყო და იქ რაიმე საქმე ეპოვა. მოგვიანებთ როცა ჰკითხეს, რატომ აირჩია პარიზი, მან უპასუხა: - "არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ყველა ქმარგაშორებული ქალი პარიზისკენ მიიწევს".


საფრანგეთში ჩასულმა მარგარიტამ გადაწყვიტა მხატვრების მუზა გამხდარიყო, ხელოვნების სკოლებში ის მენატურედ მუშაობდა, თუმცა მალევე დაიწუნეს, რადგან პატარა მკერდი ჰქონდა. ამის შემდეგ მან გაიხსენა რომ ინდონეზიაში ცხენზე ჯირითს ეუფლებოდა, ამ ცოდნით მუშაობა ცირკში დაწყო და მაყურებლის წინაშე ლედი გრეშა მაკ-ლეოდის სახელით გამოდიოდა.


მდიდრული ცხოვრების მოყვარული მარგარიტა ვერ ეგუებოდა მცირე შემოსავალს, ამიტომ ფიქრობდა როგორ გამხდარიყო პარიზის მაღალი საზოგადოების ბოჰემური ცხოვრების ნაწილი, მას გაახსენდა, რომ საოცრად გამოსდიოდა ეგზოტიკური ცეკვა, რომელიც კუნძულზე შეისწავლა.


ატა ჰარის დებიუტი მოცეკვავის რანგში 1905 წელს საფრანგეთში აღმოსავლური კულტურის მუზეუმში შედგა. საფრანგეთის მაღალი საზოგადოების წევრ მამაკაცებს მოეწონა მომხიბვლელი, ეგზოტიკური მოცეკვავე. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, მარგარიტას საყვარელმა, აღმოსავლური კულტურის მუზეუმის დირექტორმა გიმემ მოუფიქრა გოგონას სცენური სახელი"მატა ჰარი".


მამაკაცების ყურადღების მისაპყრობად, ცეკვისას ახალგაზრდა ქალი სამოსს მთლიანად იხდიდა და მის სხეულზე მხოლოდ რამდენიმე სამკაული რჩებოდა.


მატა ჰარის საუკეთესო გამოსვლა კი იაპონიისა და გერმანიის ელჩებისთვის შედგა. ეს ღამე მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა - დაიწყო გრეტას ბოჰემური ცხოვრებაც.


ფრანგული გამოცემა La Vie Parisienne-მ წერდა:


"ცეკვა, რომელსაც მადამ მატა ჰარი ასულებს მან კუნძულ იავაზე ისწავლა. ეს ცეკვა გასაიდუმლოებულია და მას ერთეულებს ასწავლიან და მათ მხოლოდ ბრაჰმანები უყურებენ"


დროთა განმავლობაში მატა ჰარი ელიტურ კურტიზან ქალად იქცა, გოგონამ დაჩრდილა ყველა მსახიობი თუ მოცეკვავე, რომელიც აქამდე პუბლიკას იპყრობდა. როგორც ამბობენ, ალბათ ევროპის ყველა ქალაქში ჰყავდა მას საყვარელი, ისინი ქალს ფულითა და სხვა მდიდრული საჩუქრებით ანებივრებდნენ, თუმცა მას არასდროს ჰქონდა ფული და ყოველთვის ვალებს იღებდა, რადგან, როგორც ამბობენ ის აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. მისი სახელი უკვე ყველგან იყო, ტკბილეულის შეფუთვებზე, თამბაქოს კოლოფებზე... გრეტას გაღარიბებულმა მამამ თავის შვილს წიგნიც კი მიუძღვნა. კურტიზანმა ქალმა საფრანგეთის შემდეგ მადრიდი და მონტე-კარლო დაიპყრო.


შპიონაჟი:


განარგძეთ კითხვა



3
900
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
900
  
6 აპრილი, 2:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

3 აპრილი, 18:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

3 აპრილი, 18:15
მატა ჰარისი არა, მატა ჰარი .
0 1 3