x
image
intermedia.ge
Mediator image
"მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი, მივხვდი ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ვირუსს" - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
image


ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ხა­ტია მეშ­ვე­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს. მეშ­ვე­ლი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, რო­გორ გა­ი­ა­რა მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ო­დი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ­მა, ექი­მე­ბის რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:


"მო­გე­სალ­მე­ბით მე­გობ­რე­ბო, მინ­და ჩემს შე­სა­ხებ მო­გიყ­ვეთ. ვცხოვ­რობ ნიუ იორკში. ვარ 36 წლის. Covid-19 -ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან ხუ დღი­ა­ნი უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ მეც და­მე­წყო სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი სიმპტო­მე­ბი. პირ­ვე­ლი რაც შევ­ნიშ­ნე იყო ყე­ლის ტკი­ვი­ლი და 37 C ტემ­პე­რა­ტუ­რა. მე­ო­რე დღეს ოდ­ნავ მო­ი­მა­ტა ტე­მე­რა­ტუ­რამ, და­ახ­ლო­ე­ბით სამი ხა­ზით. ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა პა­ნი­კას არ ავ­ყო­ლილ­ვარ. გა­ვი­კე­თე ტეს­ტი და გა­და­ვე­დი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში.


და­ვი­წყე მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ ცხე­ლი სი­თხე­ე­ბით დღე­ში 14-15 ფინ­ჯა­ნი (ლი­მო­ნი, ჯინ­ჯე­რი თაფ­ლი). ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და სი­სუს­ტე, თა­ვის ტკი­ვი­ლი და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 37, 5C. სი­ცხის დამ­წე­ვი ანუ პა­რა­ცე­ტა­მო­ლი მხო­ლოდ 3-ჯერ მი­ვი­ღე რაც მა­ინც და მი­ანც სა­სურ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლა რო­გორც შემ­დგომ­ში ბა­ტონ ზუ­რაბ გუ­რულ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ი­სას გა­ვარ­კვიე, რად­გან ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი თა­ვად ებ­რძვის ვირუსს და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია და ასა­ტა­ნია, რომ 38-მდე სი­ცხეს გა­უძ­ლოს ადა­მი­ან­მა, არ ღირს სი­ცხის დამ­წე­ვის მი­ღე­ბა.



ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბილ ექიმს, ბა­ტონ ზუ­რაბ გუ­რულს. მისი გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მა­ინც და­მით­მო დრო რად­გან მას­თან გა­სა­უბ­რე­ბამ გა­მაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო რე­ა­ლის­ტუ­რად და მო­მეხ­სნა ში­შე­ბი. გავ­თა­ვი­სუფ­ლდი პა­ნი­კის­გან, რო­მელ­საც არ ვიმ­ჩნევ­დი და თავს არ ვუ­ტყდე­ბო­დი, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მა­ინც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი.


მე-5 დღეს ჩემი ტეს­ტის პა­სუ­ხი იყო და­დე­ბი­თი...

განაგრძეთ კითხვა



0
74
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0