x
მეტი
  • 10.07.2020
  • სტატია:101370
  • ვიდეო:346639
  • სურათი:465288
ქორწინების უჩვეულო ფორმები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს დედამიწის ზოგიერთ კუთხეში
ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე საზოგადოება, რომელშიც ქორწინების ეს ფორმები ნორმალურად ჩაითვლებოდა და ოფიციალურად იქნებოდა დაშვებული, თუმცა ბევრი მათგანი ჯერ კიდევ გვხდება, თანაც არამარტო მესამე მსოფლიოს მიყრუებულ რაიონებში.


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ქორწინების 12 უჩვეულო ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა მრავალფეროვანია ცოლ-ქმრული ცხოვრება ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ხალხებში.


1. პოლიანდრია


image



პოლიანდრია პოლიგამიის ერთ-ერთი ფორმაა. ქორწინების ამ ფორმის არსი მდგომარეობს შემდეგში: ერთ ქალს შეუძლია ქორწინებაში იყოს ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან. დღესდღეობით პოლიანდრია შემორჩენილია ტიბეტის მთიანეთში არსებულ იზოლირებულ სოფლებში.



2. ლევირატი


image


ქორწინების ზოგიერთი ფორმა გულისხმობს კავშირს არამარტო ორ ადამიანს, არამედ ოჯახის ყველა წევრს შორის. ლევირატი ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა ოჯახის რომელიმე წევრი კვდება. ამ დროს მამაკაცი ვალდებულია დაქორწინდეს მისი გარდაცვლილი ძმის დაქვრივებულ ცოლზე. ხშირ შემთხვევაში ასეთი ქორწინების შედეგად გაჩენილი ბავშვები გარდაცვლილი მამაკაცის (პირველი ქმრის) შვილებად ითვლება. ლევირატი გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალიის ზოგიერთ ტომებში.


3. სორორატი


image


ლევირატის საპირისპირო ქორწინების ფორმა-სორორატი შემორჩენილია ჩრდილოეთ ამერიკისა და ინდოეთის აბორიგენებში. სორორატული კავშირის დროს დაქვრივებული მამაკაცი ვალდებულია ცოლად შეირთოს თავისი გარდაცვლილი ცოლის და. ზოგიერთ ტომში ეს არატიპიური ქორწინება დაშვებულია იმ შემთხვევაშიც, თუ ქალი უნაყოფოა. ამ დროს მის ქმარს უფლება აქვს მეორე ცოლად მოიყვანოს მისი და, მაგრამ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვების დედად პირველი ცოლი ითვლება.


4. დროებითი ქორწინება


image


დროებითი საქორწინო კავშირები (მას ხშირად უწოდებენ "ქორწინება სიამოვნებისათვის") პოპულარულია ისლამურ სამყაროში, განსაკუთრებით ირანში. მამაკაცი და ქალი ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე იწყებენ თანაცხოვრებას გარკვეული პერიოდის მანძილზე. ქორწინება ოფიციალურად ფორმდება შესაბამისი პუნქტებით: რამდენ ხანს გასტანს, რა სახის ურთიერთობა ს გულისხმობს, რა მოვალეობები აქვს მამაკაცს და ქალს და ასე შემდეგ.


5. ქორწინება სიკვდილის შემდეგ


image


არსებობს ცივილიზაციას მოწყვეტილი ტომები, რომლებშიც ნებადართულია დაქორწინდე გარდაცვლილ ადამიანზე ან უფრო მეტიც, დააქორწინონ ორი გარდაცვლილი ადამიანი. მაგალითად, მსოფლიოს საკმაოდ ბევრ კუთხეში არის ტრადიცია, რომ უმცროს ძმას ცოლის თხოვის უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც უფროსი ძმა დაქორწინდება. იმ შემთხვევაში, თუ უფროსი ძმა დაუქორწინებელი გარდაიცვლება, დასაფლავებამდე მას სასწრაფოდ აქორწინებენ, რათა უმცროსი ძმა იხსნან სამუდამო მარტოობისაგან.


6. რთული ქორწინება


image


XIX საუკუნეში ამერიკელმა ჯონ ჰამფრო ნოიერმა დააარსა უტოპიური საზოგადოება, სახელად "ონეიდა". ნოიესი ამტკიცებდა, რომ ბიბლიაში არაფერი წერია სამოთხეში არსებული ტრადიციული ქორწინების შესახებ, ამიტომ ნოიესი მოუწოდებდა თავის მიმდევრებს " რთული ქორწინებისაკენ". რთულ ქორწინებაში იგულისხმებოდა, რომ საზოგადოების წევრები ითვლებოდნენ ერთმანეთის ცოლებად და ქმრებად.

მონოგამიას და ზოგადად ეჭვიანობას ნოიესი ცოდვად მიიჩნევდა. უფრო მეტიც, საძმოს წევრები ხშირად სჯიდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მონოგამიურ ქორწინებაში იყვნენ.


7. "დევადასი"


image


სამხრეთ ინდოეთში არსებობდა ასეთი ჩვეულება-ტრადიცია: ქალწულებს ათხოვებდნენ რომელიმე ღვთაებაზე ან ტაძარზე. სიტყვასიტყვით დევადასი ნიშნავს ''ღმერთის მოახლეს''. ზოგიერთი გოგონას ბედი მათ დაბადებამდე იყო გადაწყვეტილი. დევადასებს პატარაობიდანვე უნდა ეზრუნათ თავიანთ თავზე: უნდა ყოფილიყვნენ ლამაზები, შრომისმოყვარეები და განათლებულები. ყოველდღე დილიდან საღამომდე ისინი მღეროდნენ და ცეკვავდნენ, ადიდებდნენ თავიანთ ღმერთს. ტაძრები, რომლებშიც დევადასები ცხოვრობენ, ძირითადად შემოწირულობების ხარჯზე არსებობს. დევადასების ინსტიტუტი ინდოეთის ზოგიერთ ტომებში დღესაცაა შემორჩენილი.


8. ქორწინება ბავშვებს შორის


image


ტერმინი " ბავშვობა" შუა საუკუნეებში საერთოდ არ არსებობდა. ბავშვები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად 6 წლის ასაკიდან ითვლებოდნენ. სრულწლოვანების ასაკის ათვლა 16-18 წლიდან გაცილებით გვიან დაიწყო. მხოლოდ XVI საუკუნეში შეიქმნა კონცეფცია " ბავშვობა", როგორც ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც დაბადებიდან ზრდასრული ასაკის მიღწევამდე გრძელდება. ამიტომ ხშირი იყო შემთხვევა, როცა 7-8 წლის გოგონებს ათხოვებდნენ (საუბარია ევროპაზე).

რაც შეეხება ისლამურ სამყაროს, ბევრ ქვეყანაში დღესაც ფართოდაა გავრცელებული ნაადრევი ქორწინებები. ხშირია შემთხვევები, როცა 9-10 წლის გოგონებს ათხოვებენ.


9. ტუნჩი


image



ჰომოსექსუალიზმი საზოგადოებაში ყოველთვის მიუღებელ ქცევად ითვლებოდა, ამიტომ გეი-მამაკაცები თავიანთი სექსუალური მიდრეკილებების შესანიღბად ხშირად ქორწინდებიან ჰეტეროსექსუალ ქალებზე. ჩინელი სექსოლოგების თქმით, ამ ქვეყნის გეი-მამაკაცების 90% სწორედ ამ ხერხს მიმართავს. ჰომოსექსუალ მამაკაცსა და ჰეტეროსექსუალ ქალს შორის ამგვარ ქორწინებას აქ "ტუნჩის" უწოდებენ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ქალების უმეტეს ნაწილს დაქორწინებამდე წარმოდგენაც კი არ აქვს საქმროს სექსუალურ ორიენტაციაზე. ერთობლივი ცხოვრების დაწყებისთანავე მათ საკმაოდ არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ.


10. ქორწინება სულებთან


image


დასავლეთ აფრიკაში, კოტ-დივუარის ტრერიტორიაზე ცხოვრობენ ბაულეს ტომის ხალხები, რომელთა რიცხოვნება დაახლოებით 1, 5 მილიონია. მათ სჯერათ, რომ ადამიანი ჯერ კიდევ დაბადებამდე იმყოფება ქორწინებაში სულებთან, ამიტომ ისინი ასეთ ქალს უწოდებენ "ცოლი სხვა სამყაროდან", მამაკაცს კი " ქმარი სხვა სამყაროდან".

ჩვეულებრივი კავშირით დაქორწინებულ წყვილს შორის უთანხმოების და ჩხუბის შემთხვევებში უხუცესები სულ-ქმარს ან სულ-ცოლს ადანაშაულებენ. ვითომდა ისინი ეჭვიანობის გამო არ აცლიან წყვილს ნორმალურად ცხოვრებას და მათ შორის უთანხმოებას თესავენ. ამიტომ, როცა მიწიერ ცოლ-ქმარს შოროს განხეთქილებაა და საქმე გაყრამდე მიდის, უხუცესები მათ ურჩევენ, გამოჭრან ხისგან სული-ქმრის ან სული-ცოლის ფიგურა, წაუსვან მას ზეთი, ჩააცვან ჩვეულებრივი ადამიანივით, მოხატონ და მიიტანონ ტაძარში. ითვლება, რომ ეს აწყნარებს სულებს და ხელს უწყობს მიწიერი ცოლ-ქმრის შერიგებას და ნორმალურ თანაცხოვრებას.


11. ტრადიციული ერთსქესიანი ქორწინებები


image


ძველად ზოგიერთ ქვეყანაში ერთსქესიანი ქორწინება ნებადართული იყო და სავსებით ნორმალურად ითვლებოდა. მაგალითად, იმპერატორი ნერონი დაქორწინდა საკუთარ საჭურისზე და ამ ფაქტის აღსანიშნავად უზარმაზარი წვეულებაც კი მოაწყო. ძველ საბერძნეთში ამგვარი შემთხვევები ძალიან ხშირი იყო და სულაც არ იწვევდა საზოგადოების გაღიზიანებას.

ერთსქესიანი ქორწინება გავრცელებული იყო ამერიკელ ინდიელებშიც. მაგალითად, თანამედროვე კანადის ტერიტორიაზე მცხოვრები მოჰოკის ტომის ინდიელები ჰომოსექსუალ მამაკაცებში შესანიშნავ პარტნიორებს - შრომისმოყვარე და მზრუნველ ''ცოლებს'' ხედავდნენ, თუმცა შემდეგში ასეთი ცოლებისაგან თავის დაღწევა არც თუ ისე იოლი იყო: მამაკაცი-ცოლები ხშირად მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და სცემდნენ კიდეც თავიანთ ''კეთილისმყოფელებს''.


12. ბოსტონური ქორწინებები


image


აშშ-ში XIX საუკუნეში შემოღებული იყო ეგრეთ წოდებული ''ბოსტონური ქორწინებები'', რომელიც გულისხმობდა ორი ქალის თანაცხოვრებას მამაკაცზე ყოველგვარი (მათ შორის ფინანსური) დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით. ბევრი ადამიანი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა და მხოლოდ ურთიერთდახმარების სურვილს მიაწერდა ამგვარ კავშირს, მაგრამ იყო საზოგადოების ნაწილი, რომელიც ბოსტონურ ქორწინებას დაფარულ ჰომოსექსუალურ ურთიერთობად აღიქვამდა.


8
868
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
868
  
6 აპრილი, 17:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

4 აპრილი, 2:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

3 აპრილი, 18:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2 აპრილი, 1:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

1 აპრილი, 15:47
მე თუ მკითხავთ, შალიკოს რა უნდოდა პოლიტიკაში? მშვენიერი კომედიანტი გამოვიდოდა მაგისგან :)
1 აპრილი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

31 მარტი, 9:47
რას ერჩით შალიკოს? უბერავს თავის ჭკუაზე :D
30 მარტი, 19:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8