x
მეტი
  • 07.04.2020
  • სტატია:101006
  • ვიდეო:345700
  • სურათი:463785
აბუდელაურის ტბა - ქართული მითოლოგია
აბუდელაურის ტბა - ქართული მითოლოგია


აბუდელაურის ტბა მდებარეობს ხევსურეთში, სოფელ როშკის ზემოთ. ეს არის ტბა, რომელშიც ფშაური მითოსის თანახმად იახსარის მიერ დევნილ უკანასკნელ დევს თავი შეუფარებია. იახსარი დევს ტბაში ჩაჰყოლია, განუგმირავს იგი და რამდენადაც დევის სისხლი წყლის ზედაპირს გაბმია, თავადაც ვეღარ ამოსულა, ვიდრე ღვთისშვილის ყმებს, ოთხრქა, ოთხყურა, ცხვარი არ დაუკლავთ და მისი სისხლი ტბისთვის არ უსხურებიათ. გადმოცემის თანახმად, ექვს-შვიდ წელიწადში ერთხელ შუაფხს ხატის იახსარის თავ-მორიგენი ხევსურეთში მოსახლე იახსარის ყმებს შემოუთვლიდნენ: "შუაფხოს ხატ იწევსაც, წამავასავ ნამდვილ აუცილებლადავ. ჩვენ ლუდს გვინდოდ მახარშვა, ამაღლებაში დაგვიბარებდეს, მაში მაგვიხვიდითავ". იახსარის ხევისბერი ხატით ხელში პროცესიას გაუძღვებოდა და ხევსურეთისკენ გასწევდა. ხევსურეთის სოფლებში (ღულში, ქმოსტში, ღელისვაკეში), სადაც კი იახსარის ნიშები იყო, თოფ-იარაღიანი ახალგაზრდები მათ ყველგან ხვდებოდნენ და თან მისდევდნენ. მივიდოდნენ თუ არა ტბასთან, ხევისბერი ქადაგობით ტბაში ჩასავარდნად გაიწევდა, თან ისე ძლიერად, რომ შვიდი-რვა კაცი ძლივს ამაგრებდა. დანარჩენები კი ტბას თოფებს დაუშენდნენ. შემდეგ საკლავს დაკლავდნენ და უკან წამოვიდოდნენ. იახსარს ყველგან უთევდნენ ღამეს, სადაც კი მისი ნიში იყო და კვლავ შუაფხოში ჩამოვიდოდნენ იმ გზით, რომელიც იახსარს ჰქონდა გავლილი დევებთან ბრძოლის დროს.


წყარო: ნუგზარ ანთელევა. "კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები". 2017 წ.


კრებულები:


1. ქართველური ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
175
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0