x
გამბედაობა და სხვა დანარჩენი

იცით რას ნიშნავს იყო გამბედავი?გამბედაობა, ეს ყველაზე ძლიერი თვისებაა ადამიანში.თუ ხარ გამბედავი ან ცხოვრობ გაბედული ცხოვრებით მაშინ ცხოვრება მით უფრო მარტივია ასეთი ადამიანებისთვის ვიდრე გაუბედავებისთვის.თითქოს რაღაც უბრალო, მაგრამ რეალურად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამბედულობას ადამიანის ცხოვრებაში.არსებობს ისეთი საკითხები ან გადაწყვეტილებები რაზეც ხშირად ვყოყმანობთ და ბევრს ვფიქრობთ კიდევ ვერ გადაგვიწყვეტავს ან გადაგვიჭრავს ესა თუ ის პრობლემა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ გამბედულობა გვაკლია და რამხელა ძალა აქვს ადამიანში გამბედულობას? გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფად იღებ, არაფრის გეშინია უფრო ძლიერად დგახარ ფეხზე და წინ იყურები მხოლოდ შენი მომავლისთვის და იმ დღეებისთვის რაც წინ გელოდება.ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ გვაქვს ისეთი ჩვევები თუ მანერები რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენს პიროვნებას განსაზღვარს და ამსთან ერთად რაღაცნაირ ელფერს სძენს.ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ძლოერნი ვიყოთ სულით და ხორცით ამის შემდეგ რისკიც იქნება და გამბედულობაც რომელიც ჩვენს ყოველ დღესა თუ გადაწყვეტილებას განსაზღვრავს.ან უნდა სცადო, რამე ახალი საქმე წამოიწყო ისევ და ისევ საკუთარი კარიერისთვის, წარმატებისთვის და ბედნიერებისთვის.მომავალი სადღაც შორი ახლოს არის, ამიტომ ყველა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს ვინ იქნება 2-3წელში, როგორი იქნება ან რანაირი.რას გააკეთებს, რით დაკავდება, როგორი ცხოვრება ექნება სად იმუშავებს, ვის გაიცნობს, როგორ იშრომებს და საერთოდ რითი იარსებებს.საარსებო წყარო ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სიცოცხლეში? არსებობის წყარო, რომ არ ჰქონდეს ადამიანს, ის ადამიანი არც იქნებოდა და დაემსგავსებოდა რაღაც უსულო არსებას, დამჭკნარ ყვავილს რომელსაც გამხმარი აქვს ფოთლები თუ ყვავილი რომელიც ერთ დროს ფერადი და აყვავებული იყო მაგრამ აწმყოში გაყვითლდა და გახმა...რაც არ უნდა ბევრი წყალი დაასხა ან მზეზე მიაფიცხო მაინც არ დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას.ის, უნდა გადააგდო დაივიწყო და ახალი შეიძინო...ახლით განაგრძო ცხოვრება, ახალი ემოციებითა და შემართებით.მთავარია, ძალა გქონდეს შემდეგ გამბედაობა, მიზანი დაისახო საკუთარ თავს პირობა მისცე, რომ ამას აუცილებლად შეასრულებ და ეს გამოგივა ბოლოს კი მწვანე ზონას ფეხს დაადგამ, გაიხედავ და მიხვდები, რომ შენ ეს შეძელი სისუსტეები დაამარცხე და შენმა ძლიერმა მხარემ გაიმარჯვა.იმასაც მიხვდები, რომ უკან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიხიო, პირიქით მაღალ ადგილზე უნდა ახვიდე და საზოგადოებას რომელსაც შენი არ სჯეროდა ან შურდა დაანახო შენი ნამდვილი სახimage
ე და შენი წარმატება რომელსაც მხოლოდ დიდი მონდომებით და შრომით მიაღწიე, რომ ეს შენი ჯილდოა და პირველი ადგილი რომელიც დამსახურებულია და მხოლოდ შენ გეკუთვნის.

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0