x
image
Teklamaisuraze
1830-31 წლების რევოლუციები ევროპაში , ლიბერალიზმი , კონსერვატიზმი ,სოციალიზმი
ა.ახალი იდეოლოგიები

1815 წელს ვენის კონგრესზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და ევროპული სახელმწიფოების მიერ ტერიტორიების ხელახალმა გადაწყვეტილებებმა ევროპაში შექმნა დაძაბულობის მრავალი კერა.

image

საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ XIX საუკუნის ევროპაში ბიძგი მისცა ახალი იდეოლოგიური შეხედულებების წარმოქმნას . მათ შორის უმთავრესი იყო: ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი.


ევროპული ლიბერალიზმი ჩაისახა XIX ს-ში სავაჭრო და სამრეწველო ბურჟუაზიის ჰეგემონობის პერიოდში. ლიბერალიზმის მთავარი იდეაა ინდივიდის პირადი თავისუფლება და კერძო საკუთრება. ამ იდეის განხორციელება განაპირობებს მთელი საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარებას. ( კონსტიტუციალიზმი , ხელისუფლების დანაწილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩასახვა).

კონსერვატიზმი - XIX საუკუნეში კაპიტალიზმის აღორძინების პირობებში საზოგადოების ნაწილი ოცნებობდა ძველი დროის დაბრუნებასა და ძველი რეჟიმის აღდგენაზე. კონსერვატიზმის მთავარი ფასეულობა იყო ტრადიციებისა და მრწამსის შენახვა, სახელმწიფოში წესრიგის შენარჩუნება და მისი ევოლუციური განვითარება.კონსერვატორებისათვის მიუღებელი იყო ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლა.

კონსერვატიზმის დამფუძნებელთა შორის იყვნენ იეზუიტი ბერი ჟოზეფ დე მესტერი და ავსტრიის კანცლერი, კლემანს მეტერნიხი . ისინი ლიბერალიზმსა და სოციალიზმს უპირისპირდებოდნენ.

XVIII-XIX სს-ის სამრეწველო რევოლუციამ უმძიმეს მატერიალურ მდგომარეობაში ჩააგდო მოსახლეობის ქვედა ფენები. მათთვის გამოსავალს წარმოადგენდა კერძო საკუთრების სრული უარყოფა და ქონებაზე საერთო საკუთრების დამყარება. ამ ფენის მისწრაფებების გამოხატულებებას წარმოადგენდა სოციალიზმის იდეოლოგია. ამ იდეოლოგიის ფუძემდებელი იყო გერმანელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი კარლ მარქსი ( 1818- 1882)

მარქსი ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმი, ისევე როგორც მისი წინამორბედი სოციალურ - ეკონომიკური სისტემები, გარდაუვალად წარმოშობს შინაგან დაპირისპირებას, რაც მას საბოლოო დაცემამდე მიიყვანს. კაპიტალიზმს ჩაანაცვლებს სოციალიზმი და კაცობრიობას მიიყვანს უსახელმწიფოო, უკლასო საზოგადოებამდე. ასეთ სისტემას კომუნიზმი ეწოდა.

მარქსის აზრით, იმისთვის, რომ პროლეტარიატმა თავის საწადელს მიაღწიოს, მან უნდა განვლოს შემდეგი ეტაპები:

1. პროლეტარიატის (ექსპლუატირებული ფენების : მუშებისა და გლეხების) დამოუკიდებელი კლასის ფორმირება;

2. პროლეტარული რევოლუცია და ბურჟუაზიის ბატონობის დამხობა.

3. კერძო საკუთრების მოსპობა ;

4. პოლიტიკური ხელისუფლების მოპოვება - პროლეტარიატის დიქტატურის დამყარება.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის სახელმწიფოებში მომხდარი რევოლუციების ძირითად დასაყრდენს სწორედ ეს სამი იდოლოგია - ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და სოციალიზმი- წარმოადგენდა.

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

1. ნაპოლეონის ომები

image

2. ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთშ

image

3.ნაპოლეონის I_ ის მმართველობის ბოლო წლები

image

4. ვენის კონგრესი 1814-1815

image

2
295
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
295
  
2020, 19 მარტი, 13:13
მადლობაა
2020, 19 მარტი, 2:16
????????კარგი სტატიაა.
0 1 2