x
იყო და არა იყო რა...

image
ადამიანი როდესაც ბედნიერია იცით ეს რამხელა სიხარულია?

და სიხარულის გარდა რამხელა მიღწევა.ადამიანის გაბედნიერება, იმ მიზნის მიღწევას ჰგავს რომლის შესრულებაც დიდი ხანია გინდოდა მაგრამ რაღაც გარემოებების გამო არ გქონდა შანსი, რომ ეს გაგეკეთებინა.არადა რეალურად პატარა დეტალითაც, უბრალოებით შეგიძლია მისი ღიმილის მიზეზი გახდე.უთხრა თბილი სიტყვა და მისცე იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ წრფელი ზღაპრები კარგად მთავრდება.ცხოვრებაც ხომ ზღაპარია და ეს რამდენჯერ მითქვამს აქამდეც ბევრჯერ დამიწერია ამ ბლოგზე, ჩვენ კი ზღაპრის მთავარი გმირები რომლებიც მოულოდნელად სადღაც ქრებიან და მოულოდნელად ჯადოქრებივით ჩნდებიან.იდუმალები ვართ და ამისგარდა ყოვლისშემძლეები.შეგვიძლია ჩვენ თვითონაც გავიღიმოთ, სხვაც გავაღიმოთ და ამ თამაში ბუნებაც ავიყოლიოთ.ბუნებაც ფერხულში შემოგვიერთდება და თავისებურ ხიბლს შესძნეს ზღაპარს რომელიც "იყო და არა იყო რათი" იწყება და "ჭირი იქა, ქატო იქა, ფქვილი აქა"ასე სრულდება...ყოველშემთხვევაში ჩემს პატარაობაში ასე მთავრდებოდა მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა ზღაპრებიც გათანამედროვდა, უმეტესობა იყო და არა იყო რათი არ იწყება, ზოგმა ისევ ძველი სახე შეინარჩუნა და ასეა ცხოვრებაშიც.სიძველეები დიდხანს ინახება მაგრამ ბევრი ბავშვი ყურადღებას არ აქცევს, ახალი ურჩევნიათ ფერადი ილუსტრაციებით და ხმოვანი მუსიკიანი.ადამიანიც ასეა, ძველს ივიწყებს და ახლისკენ აქვს გეზი აღებული.ცვლილებები სწყურია, ერთფეროვნება მობეზრდა ახლა ფერადი სამყარო სურს სადაც არ იქნება იმდენი ცუდი რაც აქამდე იყო.ამიტომაა, რომ ყველა და ყველფერი იცვლება და ყველაფერს ახალი სახელი ერქმევა, ახალი სახელი მკვიდრდება.ძველი მიდის, მოგონებების გვირაბს გაივლის და ისევ უკან დარჩება...გაყვითლდება არავის გაახსენდება, არავინ გადაშლის არავინ შეიგრძნობს სიძველის სუნს რადგან ეს უკვე მივიწყებულია, უკვე იყო და აღარ უნდათ სიახლეების კორიანტელი სურთ.თანამედროვეობა, რომელიც 21ე საუკუნეს ახასიათებს.ის თანამედროვეობა რომელიც ხალხს გააერთიანებს და ერთმანეთს ჩაახუტებს თუ ის თანამედროვეობა რომელიც ადამიანებს ერთმანეთისგან დააშორებს და მათ ურთიერთობას გაყინავს ერთ ადგილზე...შემდეგ კი მოვა ისეთი მზიანი ამინდი, რომ ყინულს გაალღობს და სითბოს აჩუქებს სამყაროს თანამედროვეობას.ჩვენ გვიყვარს, ცვლილებები და ეს ერთი მხრივ კარგიც არის, სამყარო, რომ შევცვალოთ პირველრიგში გამბედაობაა საჭირო შემდეგ მონდომება და ბოლოს ძალა.გამბედავი თუ ხარ გაიტან სამყაროს, თუ სუსტი ხარ სამყაროს დაუმარცხებიხარ მაგრამ ლექსიკონში ასეთი სიტყვა არ არსებობს.ადამიანი, იბადება ძლიერი და არსებობის დროსაც გამბედავია, როგორც დაბადების დროს როცა დედის მუცლიდან გამოაღწია..იბრძოლა და გამოუვიდა შეიცნო ახალი გარემო, ადამიანები.წარმოიდგინეთ, რომ ახლიდან იბადებით თქვენ, რომ სუსტი არსება იყოთ ვერც კი დაიბადებოდით და დაბადებამდე მოკვდებოდით.ასე, რომ ირწმუნეთ საკუთარი თავის, რომ შეგიძლია ყველაფერი.ძველი ცხოვრება, წარსულში დატოვეთ ახლიდან დაიწყეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა.ამის შანსი ყოველთვის არსებობს, მთავარია ცხოვრების შანსი სწორად გამოიყენო შემდეგ კი უკვე ღმერთმა იცის ყოველი ჩვენთაგანის არსებობის წესი და ჩვენი სიცოცხლე რომელიც ღმერთის ხელშია.რაც ჩვენს ხელშია, იმისთვის ვიბრძოლოთ ეს იქნება სამართლიანი.ახლა, კი როცა ამ ბლოგს წაიკითხავ ბოლომდე, ბოლოს შენს თავს კითხვა დაუსვი მაინც, რისთვის უნდა ვიბრძოლო, ან რისთვის უნდა ვიყო ძლიერი დაუსვი საკუთარ თავს ეს კითხვა და მიხვდები ყველაფერს.დაფიქრდი, იმაზე, რომ შენ არ ხარ სუსტი, იფიქრე იმაზეც თუ ვინ ხარ შენ ან როგორი ხარ ან კიდევ როგორ ცხოვრობ, როგორია შენი ცხოვრება ნუთუ ზღაპარი? რითი დაიწყო შენი ცხოვრება, როგორი შესავალი ჰქონდა და გაგრძელება როგორი იქნება...ნუთუ ზღაპარი მალე სრულდება? ან როგორი დასასრული აქვს ნამდვილ ზღაპარს?

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0