x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ჩინელმა მამაკაცმა გადანერგილი პენისი ხელახლა მოიჭრა, რადგან ახალი ორგანო მის ცოლს არ მოეწონა
პენისის გადანერგვა


ეს უჩვეულო ისტორია 15 წლის წინ, ჩინეთში მოხდა: ჩინელმა ქირურგებმა მამაკაცს პენისი გადაუნერგეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დონორის პენისმა “გაიხარა”, ყველაფერი არც ისე ბედნიერად დასრულდა, როგორც მედიკოსები ვარაუდობდნენ. საქმე იმაშია, რომ პენისი მამაკაცის ცოლს არ მოეწონა და ქირურგებიც იძულებულები გახდნენ, სკალპელისთვის ხელი განმეორებით მოეკიდათ, ამჯერად უკვე გადანერგილი პენისის ამპუტაციის მიზნით.


მედიკოსებისთვის პენისის წარმატებული გადანერგვა უზარმაზარ ტრიუმფს ნიშნავს. პენისის გადანერგვის ოპერაცია ურთულესია და მსოფლიოში მხოლოდ ძალიან ცოტა ქირურგი თუ მოიძებნება, ვინც ამას წარმატებით განახორციელებს. თუმცა, ის, რაც ტრიუმფი იყო ქირურგებისთვის, მხოლოდ მორიგი სამწუხარო მომენტი აღმოჩნდა პაციენტის ცხოვრებაში, რომელსაც პენისი გადაუნერგეს.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გუანჩჟოუში მცხოვრებ 44 წლის ჩინელს 2005 წლის ერთ-ერთ ზამთარს უბედური შემთხვევის შედეგად პენისი იმდენად დაუზიანდა, რომ მედიკოსებმა მისი ამპუტაციის გადაწყვეტილება მიიღეს და მოგვიანებით, ხანგრძლივი კამათის შემდეგ ტრანსპლანტაციის განხორციელების პროცედურაც დაიწყეს. რადგან მსგავსი ოპერაციები ძალიან სარისკოა, ექიმები დიდხანს ყოყმანობდნენ.



მედიკოსებმა პენისი მოიპოვეს ერთი 22 წლის პაციენტის სხეულიდან, რომლის ტვინი მკვდარი იყო. პაციენტის მშობლები დათანხმდნენ მათი ვაჟისთვის პენისის მოშორებას და ექიმებმაც არ დააყოვნეს.


მოჭრილი ათსანტიმეტრიანი ორგანო ქირურგებმა მინუს 4 გრადუს ცელსიუსზე გაციებული ხსნარიდან ამოიღეს, იარაღები მოამზადეს და საქმეს შეუდგნენ. მაგრამ ოპერაცია, როგორც ვარაუდობდნენ, ურთულესი გამოდგა. ის 15 საათს გრძელდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გადანერგვა წარმატებით დასრულდა და ექიმებმა შვებით ამოისუნთქეს, ხოლო 10 დღის შემდეგ პაციენტს კათეტერიც მოაშორეს და დაზარალებულ ჩინელ მამაკაცს უკვე თავისით შეეძლო, მოეშარდა.


პენისის გადანერგვა


მაგრამ ეს ისტორია ჰეფი ენდით არ დასრულებულა: ახალმა პენისმა მამაკაცს და მის ცოლს ფსიქიკური პრობლემები შეუქმნა. ისინი ვერ მიეჩვივნენ “უცხო სხეულს” და გამუდმებით შესჩიოდნენ ექიმებს, რომ ეს “მათი” პენისი არ იყო, რომ უმჯობესი იყო, ხელახლა მოეშორებინათ და მამაკაცს უპენისოდ განეგრძო თავისი დარჩენილი არსებობა.


ბოლოს, წარმატებული ოპერაციიდან 14 დღის თავზე ექიმებმა ცოლ-ქმრის სურვილი შეასრულეს და ჩინელი მამაკაცი ხელახლა დატოვეს პენისის გარეშე, ამჯერად უკვე სამუდამოდ.


სწორედ ამაზეა ნათქვამი ძვირფასო მეგობრებო, რაც არ გერგება, არ შეგერგებაო.

0
760
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0