x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კორონავირუსის გამო მსოფლიოს ცნობილმა როკ-შემსრულებლებმა კონცერტები გააუქმეს

image

ერთბაშად რამდენიმე მსოფლიო ტურნე ჩაიშალა კორონავირუსის გავრცელების გამო, ამის შესახებ იტყობინება ბრიტანული გამოცემა planet rock-ი.


Queen + ადამ ლამბერტის კონცერტი აღარ გაიმართება Paris AccorHotels Arena-ზე, რომელიც 26 მაისს უნდა გამართულიყო, განცხადება ჯგუფის ოფიციალურ საიტზე უკვე დაიდო.კონცერტები გააუქმა ჯგუფმა Whitesnake -მაც, რომლის კონცერტები იაპონიაში იყო დაგეგმილი ამა წლის მარტის თვეში, ოზი ოსბორნმა გადადო South By Southwest-ის ფესტივალზე გამოსვლა, რომელიც ტეხასში უნდა გამართულიყო, ფესტივალში სხვა ცნობილ ჯგუფებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

image


იაპონური ტურნე შეწყვიტა მაიკლ შენკერმაც, დიდი ალბათობით ჩაიშლება მისი კონცერტები დიდი ბრიტანეთშიც, რომელიც აპრილის თვეში უნდა გამართულიყო, მთლიანად გააუქმა ჯგუფმა Slipknot-მა აზიური ტურნე.


ჯერ კიდევ გასულ კვირას ტურნეები გააუქმეს შემდეგმა ჯგუფებმა:Green Day, Lacuna Coil, Behemoth, Pixies, Trivium და Testament-მა.


28 თებერვალს ახალ ზელანდიაში ჯგუფ Tool-ის კონცერტზე ერთ-ერთ მაყურებელს დაუდგინდა Covid-19-ი, ამჟამად დაკვირვების ქვეშაა კონცერტზე ნამყოფი რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც ინფიცირებულის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.


0
50
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0