x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
გერმანელმა ექიმებმა სექსუალურ მოძალადეებს საკანში პროსტიტუციით დაკავებული ქალი მიუყვანეს
სექსმუშაკი


მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბარს თავს ყველა კატეგორიულად არიდებს, გერმანიის ქალაქ ოსნაბრუკში მედიკოსებმა სექსუალურ მოძალადე მამაკაცებს თერაპიის მიზნით, არც მეტი და არც ნაკლები... ბორდელში სიარული დაუნიშნეს, იმ იმედით, რომ დამნაშავეები ქალებთან სიახლოვის პოზიტიურ ასპექტებს შეიგრძნობდნენ და ნაკლებად გახდებოდნენ მიდრეკილები მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისკენ.


მსგავსი მიდგომა ფსიქოთერაპიაში ახალი არ არის და ბევრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ურჩევს ადამიანებს სექსს, რათა ისინი ძალადობისკენ მიდრეკილებებისგან გათავისუფლდნენ, რამეთუ პატრიარქატი მამაკაცების გახელებას და მოძალადეებად ჩამოყალიბებას სწორედ იმ ფარული მექანიზმის მეშვეობით ახორციელებს, რომ ქალებს მამრობითი სქესის სამყაროსთან კომუნიკაციას უკრძალავს. შედეგად მამაკაცი ძალადობისკენ ხდება მიდრეკილი ქალების მიმართ, რაც მას ავტომატურად პატრიარქატის დამცველთა რიგებში აყენებს, მაგრამ ბორდელში სიარულის ფსიქოთერაპიის მიზნით გამოყენება მაინც სიახლეა. აქამდე ექიმები მხოლოდ ზოგადად ურჩევდნენ ძალადობისკენ მიდრეკილ მამაკაც პაციენტებს, ქალებთან ურთიერთობის პოზიტიური გამოცდილებები დაეგროვებინათ.


გერმანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ფსიქოთერაპევტებმა ცოტა ხნის წინ სამი მოძალადე არათუ ბორდელში გაგზავნეს, არამედ გისოსებს მიღმა თავადაც კი მიუყვანეს მათ სექსმუშაკი, რათა დამნაშავეებს ქალებთან ძალადობის გარეშე ურთიერთობა ესწავლათ. ეს იყო ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის ნაწილი, რაზეც საუბარი ექიმებს არ სურთ.



სექსმუშაკი


მედიის წარმომადგენელთა განმარტებით, სწორედ აღნიშნულ ქალაქშივე წაიყვანეს ექიმებმა გაუპატიურებაში ბრალდებული ერთ-ერთი მამაკაცი სექსკლუბში.


რა შედეგით დასრულდა სექსთერაპია, აღნიშნულის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. ვიცით მხოლოდ ის, რომ ნებისმიერი ტიპის ახლო ურთიერთობას აუცილებლად მოაქვს პოზიტიური ეფექტი, თუმცა სექსმუშაკების გამოყენება მოძალადეების თერაპიისთვის რა თქმა უნდა, ეთიკური ვერ არის და ძალიან სარისკო და არაჰუმანური ექსპერიმენტის ნაწილს წარმოადგენს.

0
1371
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0