x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
"სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის…" – გოდერძი ჩოხელი
“რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, როცა დედა გვერდითა ყავს და თანაც გათოშილ ფეხებზე თბილ წინდებს აცმევს.” – გოდერძი ჩოხელი

"დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო. . ." – გიორგი ლეონიძე

"ლოცვის დროს დედის სულს მირონი სდის"– ნიკო ლორთქიფანიძეimage

“დედობა დიდი ცოდნაა, უფრო ზუსტად, სიბრძნეა, ოღონდ, დედობაში მარტო ბავშვის გაჩენა არ იგულისხმება.
ბავშვის გაჩენის უნარი და დედობის უნარი სხვადასხვა ცნებებია.” – ოთარ ჭილაძე


"მაშინ არ იცოდი
ასე რა გიზიდავდა
დედის ხმასა და გამოხედვაში –
თურმე ღმერთის სითბო ყოფილა."– ვაჟა ხორნაული

„ქალები ყოველთვის უფრო ძლიერები იყვნენ მთელ მსოფლიოში. მამაკაცები ყოველთვის ეძებენ ქალში პატარა ბალიშს, რომელსაც თავს მიაყრდნობენ. ისინი ყოველთვის დედას ეძებენ ქალში, რომელიც მას როგორც პატარა ბავშვს, ისე მოექცეოდა“ – კოკო შანელი

"სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის… – გოდერძი ჩოხელი

"დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის." – ოტია იოსელიანი

„დედის გული ღრმა უფსკრულია, რომლის სიღრმეშიც ყოველთვის იპოვით პატიებას“ – ონორე დე ბალზაკიimage

“ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც, მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა!”-ოტია იოსელიანი

“დედის სხეულს ახსოვს მისი ჩვილი – ნაზი სხეულის ხაზები, ნაზი კანი, ცხვირი. ყველა ბავშვს თავისი განსაკუთრებული სხეულის და სულის ნიშნები აქვს”- ბარბარა კინგსოლვერი

„როდესაც თქვენ დედა ხართ, თქვენ არასოდეს ხართ მარტო თქვენს ფიქრებში. დედამ ყოველთვის ორისთვისუნდა იფიქროს – თავისთვის და შვილისთვის“ – სოფი ლორენი

"თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა… "– ოთარ ჭილაძე

“ერთადერთი სიყვარულის, რომლის არსებობისაც მჯერა, ესაა დედის სიყვარული შვილისადმი” – კარლ ლაგერფილდი

„დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს. რასაც წარმოვადგენ, დედაჩემს ვუმადლი. ჩემს წარმატებას ცხოვრებაში ვუმადლი იმ მორალურ, გონებრივ და ფიზიკურ აღზრდას, რომელიც დედაჩემმა მომცა“ – ჯორჯ ვაშინგტონი

“დედა არის შენი ყველაზე ერთგული მეგობარი, როდესაც უეცარი და მძიმე განსაცდელი დაგატყდება თავს; როდესაც უბედურება გეწვევა და კეთილდღეობას შეცვლის; როდესაც მეგობარი მიგატოვებს; როდესაც უსიამოვნებები გაქვს; დედა მაინც შენთან არის და ცდილობს თავისი კეთილი დარიგებებით და რჩევებით გაფანტოს შენს ირგვლივ შავი ღრუბლები. და შენს გულს სიმშვიდე დაუბრუნოს“ – ვოშინგტონ ირვინგი

"საეჭვოა, დედამიწის ზურგზე იყოს იმ გრძნობებზე მეტად სასიხარულო რამ, რომლებიც დედას უჩნდება თავისი შვილის პაწაწინა ფეხსაცმლის დანახვაზე". ვიქტორ ჰიუგო


0
178
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0