x
სამყაროს ფერი...

დაგიბრუნდით 2-კვირიანი პაუზის შემდეგ.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე, რომ დღევანდელი ბლოგი დავუთმო წიგნებს, ის რაც განსაკუთრებულად მიყვარს და ის რაც ბევრს მამოგზაურებს.

წიგნი, ფერადი სამყაროა, რეალობა რომელიც არასდროს გადაიქცევა სიყალბედ.ეს არის ერთ-ერთი ღირებული რამ რაც ფასს არასდროს შეიცვლის და მთელი ცხოვრება ასეთი ღირებული იქნება ადამიანებისთვის.ვინც წიგნის ფასი იცის ის კარგად მიხვდება, რომ წიგნი ყველა'ფერია, წარსული, აწმყო და მომავალი.წიგნით იწყება ეს სამყარო და წიგნით მთავრდება.მოგზაურობები და თავგადასავლები, ახალი პერსონაჟები რომლებიც შეგვიძლია ცოცხალ ადამიანებად წარმოვიდგინოთ. თითოეული დეტალის წარმოდგენა და გაცოცხლება შეგვიძლია, ჩვენებურად აღქმა და გააზრება და ზუსტად ეს არის ერთ-ერთი დიდი თავისუფლება რაც წიგნს გააჩნია.წიგნი, თავისუფლებაა თითქოს ის ჩიტი ხარ რომელსაც ყველა პრობლემისგან გაქცევა სურს და სადღაც შორს, მშვიდ გარემოში დაბუდება სურს სადაც მხოლოდ ის იქნება და თავისუფლება რომელსაც აქამდე ეძებდა მაგრამ ვერ იპოვა.ვფიქრობ, რომ ადამიანებზე გამგები წიგნია, თითქოს არაფერი უბრალო ფურცელი და წარწერა მაგრამ ერთი წინადადების ამოკითხვა და ის გიძირავს სიღრმისეულად, ადამიანს ცვლის რა თქმა უნდა კარგის მხრივ, მის აზროვნებას და შეხედულებებს ანვითარებსimageimageimage


და უფრო საინტერესო პიროვნებად აყალიბებს.რაღაც უხილავი და იდუმალი ძაფებით შემკული ცხოვრებაა წიგნიერი სამყარო სადაც ყველა და ყველაფერს თავის ფერი აქვს, ყველაფერს თავის სახელი და როლი აქვს...წიგნი გასწავლის, გარიგებს, რომ არ დაუშვა მომავალში შეცდომები რომელიც შინაგანად დაგანგრევს...წიგნი დიადი სიბრძნეა რაც ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს და ვინც ამ სიბრძნეს აღმოაჩენს ის თვითონ პიროვნულადაც ბრძენია.

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0