x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"იტანჯებოდე და არ წუწუნებდე – აი ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლო ცხოვრებაში"-ვინსენტ ვან გოგი
"სიყვარულს, ისევე როგორც მთელს ბუნებას აქვს ჭკნობისა და ყვავილობის პერიოდი, მაგრამ მთლიანად არასდროს კვდება, ზღვა მაინც ზღვაა, მოიქცევა თუ უკუიქცევა. სიყვარულშიც, ეს იქნება ქალისა თუ ხელოვნების სიყვარული არის წუთები, როცა იგი მიილევა, ძალა ეცლება, მაგრამ რწმენის სრული დაკარგვა ალბათ, არ ხდება. სიყვარულს, როგორც მეგობრობას მარტოოდენ გრძნობად როდი ვთვლი, სიყვარული უპირველესად მოქმედებაა და როგორც ყოველ მოქმედებას მასაც დიდი დაძაბულობა ახლავს თან. ამიტომაც ბუნებრივია სიყვარულსაც აქვს შესუსტებისა და მილევის ჟამი. მტკიცე და წრფელი სიყვარული დიდი მადლია, თუმც არც ის არის გამორიცხული, მძიმე წუთები სიყვარულმაც განგაცდევინოს."image

"ღმერთის განსჯა მის მიერ შექმნილი სამყაროთი არ შეიძლება, ეს მხოლოდ წარუმატებელი ეტიუდია."

"ისევე როგორც მატარებელს რუანისა და ტარასკონისკენ მივყავართ ხოლმე, სიკვდილი ჩვენ ვარსკვლავებისკენ გაგვიტაცებს, თუმც ერთი რამ უდავოა, ვიდრე ვცოცხლობთ ვარსკვლავებზე გამგზავრება არ შეგვიძლია, ისევე როგორც მატარებელში ვერ ჩავსხდებით სიკვდილის შემდეგ. ალბათ ქოლერა, ათაშანგი(სიფილისი), ჭლექი და კიბო სხვა არაფერია, თუ არა ცაში მიმოსვლის და მოგზაურობის საშუალებანი. იგივე საქმე, რომ აკისრია რაც ომნიბუსებს, გემებსა და მატარებლებს დედამიწაზე. ბუნებრივი სიკვდილი კი, სიბერით სიკვდილი, მხოლოდ ფეხით სიარულია და სხვა არაფერი."

"მარტოობაში ადამიანი დაიღუპება, გადარჩენა სხვასთან ერთადაა."image


"საზრუნავი, რომ არ გქონდეს რა, გზას დაბრკოლება არ გიღობავდეს, თავდაჯერებული ნუ იქნები. არ შეიძლება ყველაფერს იოლად მოეკიდო, უგანათლებულეს წრეებში, რომ ვტრიალებდეთ, საუკეთესო ხალხში, რომ ვიყოთ, საუკეთსო პირობებში რაღაც თვითმყოფადი, რაღაც ბუნებრივი რობინზონ კრუზოსებური მაინც უნდა შევინარჩუნოთ, რამეთუ სხვაგვარად საკუთარ თავშივე დავკარგავთ დასაყრდენს. შეინარჩუნე მგზნებარე სული, ეცადე იგი ვერაფერმა გაგინელოს. ვინც სიღარიბე თავის ხვედრად მიიჩნია და შეიწონა, აურაცხელ სიმდიდრეს ფლობს, გული მისი სინდისის ხმას კარს არ დაუხშობს. ხოლო ხმა იგი შინაგანი ხმის ბოძებული, საუკეთესო საჩუქარია, ვინ ყურს მიაპყრობს და ემორჩილება, მისი სახით ბოლოს და ბოლოს დასაყრდენს ჰპოვებს და არასოდეს მარტო არ არის. ბედნიერია ვისაც ღმერთი სწამს, თუნდაც ბევრი ვაი-ვაგლახი გამოიაროს, ბოლოს მაინც ყველა სიძნელეს გადალახავს."

"იტანჯებოდე და არ წუწუნებდე – აი ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლო ცხოვრებაში."

"განა ცოდვაა, სიცოცხლე რომ უსიყვარულოდ არ შეგიძლია. მე კი სწორედ ასეთ სიცოცხლეს მივიჩნევდი უზნეობად, ასეთ სიცოცხლეს ჩავთვლიდი ცოდვად… მხოლოდ ერთს ვნანობ, იმ დროს ვნანობ, იმ დაკარგულ დროს, მისტიკური და თეოლოგიური აბდაუბდა კარჩაკეტილ ცხოვრებას, რომ მაიძულებდა. თანდათან აზრი შემეცვალა… როცა დილით გაიღვიძებ და გაგახსენდება, მარტო არ ვარო, როცა შენს გვერდით დილის ბინდბუნდში სხვა არსებას დიანახავ, ქვეყანა ბევრად ალერსიანი, ბევრად კარგი მოგეჩვენება, ვიდრე ჭკუის დამრიგებელი სამოძღვრებო წიგნები და ეკლესიის კირიანი, თეთრი კედლები მღვდლებს, რომ ასე მოსწონთ და უყვართ…"

0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0