x
image
ინტერ-გოგონა
არ ვიცი დავაშავე თუ არა,მაგრამ შენ მაინც მინდა გითხრა,მაპატიე მეგობარო..ნაწილი 2
image– შეყვარებულს ვერ დავარქმევდი.გახდები ჩემი შეყვარებული?

– ხუმრობ?მე სულ სხვა გოგოზე გეუბნები..

– სხვა არ არსებობს.

– დასამალად ძალიან ლამაზია..


– საიდან იცი?

– ვიცი არ გინდა რამე მითხრა?

– ძნელი ასახსნელია ვერ გაიგებ.

– შენ სცადე მაინც....

– ნინი ქვია ულამაზესი გოგოა, კეთილიც მაგრამ სიყვარულით არ მიყვარს მეცოდება...

– რატო საცოდავი რა აქვს?

– აბა მე როგორ უნდა შევყვარებოდი?

– ვერაფერი გავიგე...

– ხომ გითხარი ძნელი ასახსნელიათქო.მე და იმ გოგოს საერთო მეგობრები გვყავს ერთ დღესაც მისმა მეგობარმა ეკამ მითხრა ნინის უყვარხარო, ლამის ამ თემაზე ჭორაობდა მთელი უბანი და მეც ვთქვი მეც მიყვარს ნინი შეყვარებულები ვართქო..მაშინ მეგონა რომ დავიცავი გულისტკენიდან და მაშინ ჩემი საქციელი მეამაყებოდა კიდეც..ეხლა კი ვხვდები რომ უარესი გავუკეთე, რომ იცოდე რა საყვარელი გოგოა თან ძალიან ლამაზი მართლა მიკვირს რამ შეაყვარა ჩემი თავი...

– არ მჯერა...

– შენ ფიქრობ რომ სხვა მიზეზს ვერ ვიპოვიდი რომ თავი გამემართლებინა?უბრალოდ ვიტყოდი სიყვარული დამთავრდათქო და მორჩა..

– უნდა წავიდე...

– როდის მომწერ?

– აღარასდროს..

– რა გაწყენიე?

– არაფერი, მე ის არ ვარ ვინც შენ გგონივარ...

ეკამ მოიტყუა რატომ? ნინის კი როგორ სჯერა მისი ...რაც მომხვდა ხელში პირველი ის ჩავიცვი და გარეთ გავარდი... საბედნიეროდ ნინი მარტო დამხვდა სახლში.ტელეფინი გაუწოდე...კარგახანს ჩუმად იყო ნინი მერე ძლივს გასაგონად მკითხა:

– რას აპირებ?

– ნინ მე რას ვაპირებ?გაგიჯდი შენ?მოგატყუა ხალხის სასაცილო გაგხადა..უნდა აპატიო?არაფერს მოიმოქმედებ?

– არა მე მივხედავ...

– იმედი მაქვს..

– შენ?

– რა მე?

– შენ რას იზამ?დამპირდი რომ ნიკა ვერასდროს გაიგებს რომ მიყვარდა..

– მე რას ვიზამ? აი ამას ...კარტა ამოვიღე შუაზე გადავტეხე...

ნიკა ვეღარასდროს მიპოვის...შენ კი დამპირდი რომ კარგად იქნები...

– კარგად ვიქნები.

– მიყვარხარ...წავედი..

– დარჩი, ღამეა სად უნდა წახვიდე?

– არა მარტო მინდა...

სახლში ისე მივედი ვერც კი მიხვდი..ლოგინზე დავეშვი და უაზრო თვალებით მივაშტერდი ჭერს..ყველაფერი აირია ერთმანეთში.კარგად იყო უკვე გათენებული მე რომ დამეძინა...კარის ხმამ გამაღვიძა ნინი იყო..

– შემო..

– როგორ ხარ?

– კარგად შენ?

– მეც..ნიკა ვნახე..ვილაპარაკეთ...ყველაფერი გავარკვიეთ..ბოდიში მომიხადა ხატის წინ დამიჩოქა არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდაო...მეთქი არ მიყვარდითქო უბრალოდ მეც შენსავით მომატყუესთქო..შენც დაივიწყე რომ მიყვარდა...

– ნინ შენ რაღაცის თქმა გინდა და ვერ მეუბნები..

– ნიკამ მითხრა დავივიწყოთ ესგაუგებრობა დავრჩეთ მეგობრებიო და მეც დავთანხმდი..

– მერე ეგ რა შუაშია ჩემთან?

– ქეთო ძალიან მიყვარსო...ხოდა მე წინაღმდეგი არ ვიქნები თქვენი ურთიერთობის ...

– გაგიჯდი ხო შენ..ხმა აღარ ამოიღო ამ თემაზე იცოდე..

– ქეთო

– გაჩუმდი...

ნინიმაც დამიჯერა და ორივე გავჩუმდით ამ სიჩუმეში ერთი თვე გავიდა ყველამ გავაგრძელეთ ცხოვრება ჩვეული რიტმით...

გაგრძელება იქნება

16
61
11-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
61
  
2012, 18 აგვისტო, 14:44
გაიხარეთ
2012, 6 აგვისტო, 23:59
მადლობა გაიხარეთ
2012, 6 აგვისტო, 23:56
საინტერესოა...
2012, 6 აგვისტო, 23:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 6 აგვისტო, 23:41
შეიძლება
2012, 6 აგვისტო, 23:37
ვხვდები და ალბათ მაგიტომაც მომეწონა :)))
2012, 6 აგვისტო, 23:36
მადლობააა
2012, 6 აგვისტო, 23:35
+1
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10