x
რას კურნავს დრო?!
image
ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ``დრო ყველაფრის მკურნალია`` ეს ერთ-ერთი ნაცნობი ფრაზაა...დრო, სწრაფად გადის, ტკივილი კი ნელა შეიძლება არც კი განელდეს.მე, პირიქით ვიტყვი, რომ ``დრო ტკივილის მომტანია`` და არა მკურნალი, მკურნალი, რომ იყოს დღეს-დღეობით ამდენი ადამიანი არ დაიტანჯებოდა.რაც დრო გადის ადამიანის გულში ეს ტკივილი შესაძლოა განელდეს მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი გვავიწყდება.მონატრება-რომელიც ყველასა და ყველაფერს ანადგურებს და ანგრევს...ამ დროს ტკივილი სრულიად გვავიწყდება და მონატრებაზე ვაკეთებთ კონცენტრაციას, იმ მონატრებაზე რონელიც გვწამლავს, თავბრუს გვახვევს.ყველაზე რთული გასაცნობიერებელი კი ის არის, რომ როცა ადამიანი იაზრებ, ის გარდაიცვალა ამ ქვეყნად აღარაა და ზეცაშია ვეღარასდროს ნახავ, ვეღარც ჩაეხუტები და მოეალერსები.

ეს გრძნობა, კლავს, ამსხვრევს, ანადგურებს...ეს ნამსხვრევები კი ჯერ არ მოშუშებულ ჭრილობებს ახლიდან ხსნის და ძველ ტკივილს აყენებს, თითქოს ისევ თავსაპირველ რთულ, ეკლიან გზას გადის სადაც ეკალი ერჭობა და სხეული უსისხლიანდება...წითელი ლაქით მოცულ სხეულს კი სისხლი ახმება და სხეულზე ნაწიბურები, ჭრილობები რჩება...ადამიანი სისხლში ბანაობს, ტანჯვის სისხლში რომელსაც მწარე გემო აქვს და საშინელი სუნი...დასანახად კი კოშმარია, წარმოსახვაში კი მომაკვდინებელი...არსებობს მოლოდინი, გრძნობა რომელიც ადამიანს სულიერად ანგრევს და თითქოს იმედის ნაპერწკალსაც აძლევს...``ოცნებას ჰგავხარ, რომელსაც ებღაუჭებიან და წლობით ცხოვრობენ, მისით, მაგრამ როგორც კი ხელს გაგიშვებენ, ხვდებიან, რომ სინამდვილეში არაფერი ყოფილხარ და რომ ამ მონატრებას რეალობასთან არაფერი აკავშირებს``- ნ.ტოტოღაშვილის შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა

``რაც იყო, არასოდეს გაქრება და თუ გაქრა, ესე იგი, არც არასოდეს ყოფილა, ის რომელიც სამუდამოდ უნდა დარჩენილიყო ჩემს სიახლოვეს``-შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა

``ადამიანებს მოგწონთ ლოდინი, ელოდებით მის გამოჩენას მაშინ, როცა თავად შეგიძლიათ, ადგეთ და მასთან მიხვიდეთ``-შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა


და მართლაც, რომ ნუთუ ასეთი რთულია, პირველი ჩვენ გადავდგათ ნაბიჯი, იმათთკენ ვინც დავკარგეთ? ეს, მხოლოდ ღმერთმა იცის რა, როდის და როგორ...მაგრამ თუ გავბედავთ ამით არაფერს დავკარგავთ.

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0