x
რისთვის ცოცხლობს ადამიანი

რაც უფრო დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, რომ ცხოვრება სწრაფად მიექანება დასასრულისკენ თითქოს ამ წამს უნდა, რომ რაღაც კონკრეტული დამთავრდეს და აღარ არსებობდეს.როგორი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ, თითქოს რაღაცას ან ვიღაცას გაურბის არ სურს, რომ ბოლოში დარჩეს უნდა, რომ წინ იყოს მის უკან კი დანარჩენი სამყარო.ცხოვრება თავის სამყაროს წარმოადგენს.ცხოვრება გასწავლის თუ როგორ იცხოვრო, როგორი იყო..ცხოვრება შენი მასწავლებელია, ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ სადაც არავითარ შემთხვევაში არ ეცემი და თუ დაეცემი მალევე წამოდგები სამუდამოდ ვერ იქნები მიწაზე გაშოტილი რადგან ცხოვრება ზამბარაა, ხან მაღლა ზოგჯერ კი დაბლა ხანაც კი სადღაც ჰაერში ან ღუბლებთან ახლოს...ბუნება ისეა შექმნილი, რომ ყოველთვის ვერ იქნები დამწუხრებული.და მაინც თუ წუხარ, გირჩევ, რომ სადმე მაღალ ადგილზე ახვიდე და იქიდან გადმოიხედო და დაინახო, რომ სამყარო დიდია, ცხოვრება გრძელი და ადამიანები უთვალავი ისიც იცოდე, რომ მხოლოდ შენ ა რ ხარ უბედური, უთვალავიდან ზოგი იცინის ზოგიც კი ტირის.ზოგშიც მზე ანათებს☀️ზოგშიც კი მთვარე, ზოგში ქარი ჰქრის, ზოგშიც კი შტორმი სადღაც სიცივე, სადღაც კი სითბო შორი ახლოს კი სიგრილის სიტკბო.დედამიწა-მრავალფეროვანია, სადაც ბუნებამ იცის ფერები თუ ვის რა და როგორ აჩუქოს, მაღლა კი ზეცას ამშვენებს ღმერთი, ღმერთი რომელიც ჩემი შვებაა

პ.ს მინდა, რომ ადამიანებმა ვიცხოვროთ ისე, რომ ნაკლებად ცუდი დღეები გვქონდეს, მინდა, რომ ეს ბლოგი კარგად გაითავისოთ ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ცხოვრებისგან შორსაა და სადღაც შავ ტანისამოსშია გახვეული.მინდა, რომ ნაკლები შავი სამოსი იყოს სამყაროში და მეტი სიფერადე...ვეცადოთ, რომ ერთმანეთისთვის ვიცხოვროთimage

0
296
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0