x
image
ინტერ-გოგონა
არვიცი დავაშავე თუ არა,მაგრამ მაინც მინდა გითხრა..მაპატიე მეგობარო...
imageარც ამჯერად ვუღალატე ჩვეულებას შაბათ_კვირას ქალაქარეთ გავატარებ ჩემს დაქალთან, ბევრს ვიჭორავებთ და კარგადაც გავერთობით..

ჭიშკარი გავაღე თუ არა ყვირილი დავიწყე სად ხართ ხალხნო? აქ ხომ ყოველთვის ისე ვგრძნობ თავს როგორც საკუთარ სახლში..

– სულელო მოხვედი?როგორ მომენატრე.(გუშინ ვითომ არ უნახივარ)

– მარტო ხარ?


– ხო, წამო ჩქარა.გშია?

– კი, ამოისუნთქე რა გჭირს?

– რაღაც უნდა მოგიყვე..გაგიჯდები...

სამზრეულოში შევედით...

– საჭმელი მაცივარშია.მე ყავას მოვადუღებ...

– დაიწყე.

– შეყვარებული ვარ...და სულელივით გამიცინა

– რა?პირველივე ლუკმა ყელში გამეჩხირა და ლამის გავიგუდე..ვისზე?

– ნიკა ქვია..

– ორი ნიკა კი არ იყო საკმარისი მესამეც დაგვემატა.

– ნუ მაიმუნობ, ძალიან კარგი ბიჭია მოგეწონება, შენი გაცნობა უნდა..

– ესე იგი იცის ვინ ვარ..კარგს არაფერს ეტყოდი შენ ჩემზე..

– უთხარი ჩემი ყველაზე მწარე მაგრამ ყველაზე ტკბილი დაქალიათქო..

– მერე გაიგო ვითომ?

– მორჩი ახლა!

– კაი ხო მართლა მოვრჩი..და რა იცი რომ მასაც უყვარხარ..გითხრა?

– არა მაგრამ მიმახვედრა სულ თავს დამტრიალებს ეკლესიაში ხატი მიყიდა სახლამდე მაცილებს.

– და სულ ეგ არის?ეგ ხომ მეგობარსაც შეიძლება გაუკეთო?

– ეკას იცნობს კარგახანია და ეკამ მითხრა უყვარხარო...

– არ მჯერა..ბავშვივით იქცევი, შენგან მართლა მიკვირს..

– ეკას არ გჯერა?

– არც ეკას და არც შენი ნიკასი..

– შენ არავის არასდროს გჯერა?

– ნინ მერე ეგ ცუდია?რატომ უნდა დავიჯერო ის რაც არ არის სიმართლე?

– შენ არც შენი ნიკასი გჯერა, დაკარგავ ყველას უნდობლობით და დარჩები მარტო.

– მირჩევნია მარტო ვიყო ვიდრე ვინმემ მომატყუოს და მიმატოვოს...

ორივენი გავჩუმდით შევატყვე გული ატკინა ჩემმა სიტყვებმა...

– ნინ როდის გამაცნობ?

– მართლა გინდა გაცნობა?

– ხო, გავიგო ერთი ვინ მიპირებს სიძობას...

– ხვალ საღამოს...ოღონდ იცოდე არ გაგიჟებ...

– გპირდები...ახლა ყავა მომიდუღე

– შენი ნომრიდან მივწერ...

– რა?ვის?

– ნიკას..მაინტერესებს თუ მიპასუხებს

– სისულელეა..

– არა გავიგებ თან რამდენად უყვარვარ...

– გაჩერდი სჯობს, რომ გაიგოს გაუტყდება..

– ვერ გაიგებს შენი მეორე ნომრიდან მივწერ...

მინდოდა გამეჩერებია მაგრამ მივხვდი რომ აზრი არ ქონდა ...ოთახში გავედი მალე ჩამეძინა კიდეც...ნინის ხმამ გამომაფხიზლა დაელაპარაკე მაგრამ ჩემი სახელი არახსენო..

– რას აკეთებ?

– პირველივე სმს გამოეკიდა...ისეთი ხმით მითხრა მივხვდი რომ ძალიან ტკიოდა გული ...

– ნინ მე ხომ გითხარი...არავისი დაიჯერო ყველა ერთნაირია...

– შენ მაგის თქმის უფლება არ გაქვს ორი ყველაზე მაგარი ბიჭი შენთვის მზადა თავიც მოიკლას მართლა ზედმეტი მოგდის..არცერთი არ გიყვარს?შენ გინდა ყველას უყვარდე და შენ არავინ...

– არა ნინ, თუმცა ორივე იმსახურებს ჩემს სიყვარულს...

– მე კი მგონია რომ ვერ აფასებ, გვიან არ ინანო თურმე როგორ ვყვარებივარო..

– ნინ რაღაცას ვიზამ მაგრამ შენ დამპირდი რომ ამაზე არასდროს იფიქრებ თან ტელეფონს დავწვდი რომელიც არადა არ ისვენებდა მინდოდა გამეთიშა მაგრამ ნინიმ არ დამანება..

– დაელაპარაკე მაინტერესებს სადამდე შეტოპავს...მერე ადამინის მოშორება შენ ნამდვილად არ გიჭირს...

– ნუ მაკეთებინებ სისულელეს..

თამაშმა ძალიან ჩაგვითრია თუმცა ცხოვრებას ჩვეული რიტმით ვაგრძელებდით მეორე დღეს სასიძოც გავიცანი.რომელიც ჩემ დაქალს ისაკუთრებდა თან მეც აქტიურად მკერავდა ისე რომ ვერც კი ხვდებოდა ამას...მაბნევდა ის ფაქტი რომ ძალიან დადებითი ადამიანი იყო და მიკვირდა როგორ შეეძლო ეთამაშა...ამ თამაშში ერთი კვირა გავიდა მესიჯები უფრო დათბა მიხვდი რომ ძალიან ცუდად იყო საქმე უკვე ვნანობდი რომ ნინის დაუჯერე..დავიწყე ფიქრი როგორ დამემთავრებინა ეს ურთიერთობა კარტა ამოვიღე მინდოდა გადამეგდო...მაგრამ გადავიფიქრე..ნინისგან რა უნდა?თუ არ უყვარს ასე კარგად რატომ ექცევა?მე რომ არ მენახა ჩემი თვალით ვიფიქრებდი რომ ნინი შეყვარებულია და ეჩვენებათქო..კარტა ტელეფონში დავაბრუნე ადრესატი ვიპოვე და მესიჯიც გავგზავნე..

"მე ვიცი რომ შენ შეყვარებული გყავს.."

გაგრძელება იქნება...

0
102
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
102